ყველაზე კითხვადი
”დედაც გათხოვდა და მამამაც ცოლი მოიყვანა... მე არავის ვჭირდები!” - 13 წლის გოგონას წერილი
”დედაც გათხოვდა და მამამაც ცოლი მოიყვანა... მე არავის ვჭირდები!” - 13 წლის გოგონას წერილი
1 / 2
Next
ჩვენი რესპონდენტი მხოლოდ 13 წლისაა. მას თვითონ მოისურვა საკუთარი სათქმელი ძალიან ბევრი მშობლის გასაგონად ეთქვა და ამიტომაც მოგვმართა. ბუნებრივია, მის ნაამბობს ანონიმურად ვაქვეყნებთ. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის ასეთ მდგომარეობაში და დღესდღეობით ბევრი მოზარდი იზრდება ასე:

"ჩემი ამბის მოყოლა იმიტომ მინდა, რომ სხვა მშობლებმა წაიკითხონ და ასე არასდროს მოექცნენ თავიანთ შვილებს!
მე დარწმუნებული ვარ, რომ დედას და მამას არაფერში ვჭირდები. იმასაც კი ვფიქრობ, ზედმეტი ტვირთი გავხდი. ჩემზე რომ არ ჰქონდეთ სადარდებელი, ალბათ გაცილებით უფრო მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები მყავს ირგვლივ, ბებო, მეგობრები, დეიდა, რომელიც ხშირად მაკითხავს და მარიგებს ხოლმე, და იმ ეკლესიის მოძღვარი, სადაც დავდივარ, ყველანაირად მიდგანან
გვერდში, თორემ ჩემს გარშემო, ჩემი ასაკის ბევრმა ბავშვმა თავიც კი დაიზიანა, რომ მშობლების ყურადღება მიაპყრო... როცა ბავშვი ხვდება, რომ ზედმეტია ყველასთვის, ადვილად გადადგამს ცუდ ნაბიჯს... ზოგს უცხოეთში ჰყავს მშობლები და გონიათ, ტანსაცმელს რომ გამოუგზავნიან და სკაიპში დაელაპარაკებიან, ესაა სითბო და ყურადღება... ზოგს ჩაგრავენ, დასცინიან, მაგრამ არ ჰყავთ გვერდზე მშობელი, რომ უთხრან და დაიცვან... ზოგს ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს - სულ გარეთ არიან, სულ რაღაცას აწყობენ, სულ რაღაც სხვაზე ფიქრობენ - კარიერა, გართობა, მეგობრები, მოგზაურობა...  შვილები კი ვიზრდებით ჩვენს ნებაზე... 

ჩემსავითაც ბევრია - ჩემმა მშობლებმა ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. დედა 18 წლის იყო, მე
რომ გამაჩინა, მამა - 21-ის. ერთი წელიც არ უცხოვრიათ ერთად. მერე დაახლოებით 7 წლამდე ბებიასთან და დედასთან ვიზრდებოდი, ოღონდ ისე, რომ მამა როგორც კი დათვრებოდა, მოვარდებოდა და სკანდალებს აწყობდა. მუდმივ შიშში ვიყავი... დედაც სულ არ ცდილობდა დათმობას, სულ ეჩხუბებოდა, ეპასუხებოდა. მამა ბრაზობდა, რომ დედა ხანდახან ღამე გვიან ბრუნდებოდა, მეგობრებში დადიოდა, ბარებში, მამას თქმით, "ვიღაც" სულ ჰყავდა და ამას მოჰყვებოდა ხოლმე ერთი ალიაქოთი... 
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
10679
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
20:40 / 20-10-2017
Tina
კითხვა მაქვს ასეთი :- როდემდე უნდა ვზარდოთ ჩვენი შვილები " დედინაცვალი, თვალში ნაცარი"იდეებით.რატომ არ უნდა ავუხსნათ მათ, რომ მშობლებსაც აქვთ პირადი ბედნიერების უფლება და თუ გათხოვდება ან დაქორწილდება არ ნიშნავს, რომ შვილი აღარ უყვარს. რა უფრო უკეთესი იქნებოდა ანისთვის გაზრდილიყო მშობელთან, თავის და-ძმასთან ერთად? თუ ასე ბებოსთან,თავის ჭკუაზე, თან ყველას, რომ ეცოდება,და თავის თავზე დაჩაგრული წარმოდგენა, რომ აქვს.ანი ბედნიერი გოგო უნდა იყოს, მას ყავს ორი დედა და ორი მამა. ( დიახ,ახალი მეუღლეები ვალდებულები არიან იზრუნონ გერებზე, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ).არ შეიძლება ბავშვის სიძულვილის ჩაგონებით გაზრდა.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16.11.2017
"როცა ჩემი კლასელი გათხოვდა ღარიბ სოფლელ ბიჭზე, ქილიკობდნენ: „მორჩა, დამთავრდა მაგისი ამბავი, უყუროს ახლა სოფლის ტალახს“...
11.11.2017
"მინდა ამ პოსტით თითოეულ ქალს ვუთხრა, დააფასეთ ცხოვრება... გაუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევრებს..."
07.11.2017
"შეეშვით ჩემზე მომეტებულ მზრუნველობას, რომელიც დამცირებას დღითი დღე უფრო ემსგავსება..."
28.08.2017
"იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე... ოღონდ არ გამკიცხოთ და არ გამლანძღოთ, ძალიან გთხოვთ..."
10.08.2017
საქართველოში გოგონა 18-20 წელს რომ მიაღწევს, პირველივე შეკითხვა, რასაც მეგობარ-ნაცნობ-ნათესავებთან შეხვედრისას ისმენს, ესაა: "არ თხოვდები?"
26.07.2017
"მთელი ცხრა თვე არაფერს ვგრძნობდი ბავშვის მიმართ, რომელიც ჩემში იზრდებოდა..."
21.07.2017
13 წლის ვიყავი, რომ მომიტაცა... ციხეში გაუშვებდნენ და ამიტომ ბოლოს ვთქვი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი..."




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი