"დიახ... 40 წლის ვარ და ვერ "გავსაღდი"... შემეშვით!" - გულახდილი წერილი
"დიახ... 40 წლის ვარ და ვერ "გავსაღდი"... შემეშვით!" - გულახდილი წერილი
ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია. საზოგადოება ხშირად ცდილობს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას, მზრუნველობის საბაბით ან უბრალოდ "სიტყვის მასალად" ცდილობს გამოიკითხოს პირადი ამბები, რაც ხშირად გულის ტკენითაც სრულდება. ეს 40 წლის თიკას წერილია. მან რედაქციაში მოგვწერა და სურს ბევრმა წაიკითხოს და გაითვალისწინოს შემდგომში, რომ მისებურად სხვებსაც არ ატკინონ გული.

"არასოდეს ვიყავი ყუარადღებას მოკლებული, მშობლების, ნათესავების თუ მეგობრების მხრიდან. მუდმივად ვგრძნობდი ზრუნვას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მიყვარდა და პატივს ვცემდი, მიუხედავად იმისა, რომ იყო
ისეთი მომენტებიც ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანებმა არ გამიმართლეს და იმედები გამიცრუეს.
მას შემდეგ, რაც 25 წლის გავხდი, თითქმის ყოველდღე ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, როდის გადადის ადამიანის მიმართ გამოხატული მზრუნველობა სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურის ფაზაში... უკვე დროა, არ თხოვდები? შეყვარებული არ გყავს? კარგი ბედი ყოველთვის არ მოდის! ისეთი ვინმე მონახე, რომ ცხოვრება ნულიდან არ გექნეს დასაწყები! ნუთუ, არავინ გამოჩნდა ამდენ ხანს შენს ცხოვრებაში? ჯობია გათხოვდე, შენი პატრონი ბოლოს არავინ იქნება, ყველა თავის თავს მონახავს! 40 წელი ნამეტანია, რაღაც მოიფიქრე, თორემ მერე უფრო გაგიჭირდება. თუ არ გეყვარება არ არის დიდი პრობლემა, შეეჩვევი, ბავშვი რომ გეყოლება, ეგ არის მთავარი! სამსახური და კარიერა მეორეხარისხოვანია, რად გინდა რამე,
თუ ოჯახი ვერ შექმენი...


ასევე იხილეთ: რატომ ყოფენ ცხვირს სხვა ადამიანები ჩვენს ლოგინებსა და სამზარეულოებში?!


გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ, ვისაც ასეთი ფრაზებით ესაუბრებიან და ეს არ ხდება, სამწუხაროდ, ერთჯერადად, რაც საბოლოოდ გაფიქრებინებს იმას, რომ მზრუნველობის მოტივით მომართული სურვილები ძალიან ემსგავსება შენი პიროვნული არჩევანის მიზანმიმართულ უგულებელყოფას სხვების მხრიდან. თითქოს საკუთარი ბედნიერება ჩემზე მეტად ვინმეს აღელვებდეს...
ვარ 40 წლის. ვაღიარებ, რომ ძალიან მინდოდა მყოლოდა ოჯახი, რომელსაც მივუძღვნიდი თავს. შეიძლება ჯერაც არ არის გვიან ამაზე ფიქრი, თუმცა მე ხომ ჩაბერებულის სტატუსი უკვე მომაწებეს.
ჩემო კეთილისმსურველებო, მე შეიძლება არ ვიყო ბედნიერი იმიტომ, რომ არ მყავს მზრუნველი ქმარი, შეიძლება არ ვიყო ბედნიერი იმიტომ, რომ ვერ გავხდი დედა, მაგრამ არ ვიქნები იმდენად უბედური ქალიც, რომელსაც სცემენ, შეურაცხყოფენ, ღალატობენ. დედა, რომელიც შვილებმა სიბერის ჟამს უყურადღებოდ, უპატრონოდ დატოვეს... არავინ უწყის, ვის როგორი ცხოვრების დასასრული ექნება, ამიტომ შეეშვით ჩემზე მომეტებულ მზრუნველობას, რომელიც დამცირებას დღითიდღე უფრო ემსგავსება, რადგან თქვენს ფიქრებს თანდათან იქითკენ მიყავხართ, რომ ’’ვერ გავსაღდი“.

11333
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარი
3
ჯერ კიდევ გვიან არ არის ამიტომ აიცილებლად გათხოვდით და შვილი გააჩინეთ, არაა ძალიან აუცილებელი შეყვარებული იყოთ, ვერ აიტანთ და ტკბილად დაშორდებით , იმ დიდ ბედნიერებას რასაც შვილი ქვია ვერაფერი შეცვლის ამიტომ მოასწარით თორემ მერე ძალიან გვიან იქნება. კომენტარებს არ ვწერ ხოლმე, უბრალოდ ისეთი გამართული წერილი იყო ვიფიქრე ნორმალური გოგოა და რცევას მივცემ თქო თორემ გასათხოვრები ხომ იცით როგორები რ|ჩებიან? გაუგებარი ხეპრეები და საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული არაადეკვატური ქალები. ასეა ეს და დამიჯერეთ 50 მივუკაკუნე მაგის მეტი რა ვიცი მე!
14:13 / 04-12-2017
aleqsandra
0
ყოჩაღ ამ გოგოს, ძალიან მაგარი ვინმეა, ბოლო სიტყვები ძალიან მაგარია!!! ცუდ და უვარგის გათხოვებას, მარტო და შენს გემოზე ყოფნა ჯობია!!! ამ გოგოს წარმატებები, საერთოდ არაფერია სადარდებელი. გათხოვება ვალდებულება არა არის.
13:21 / 17-11-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?