"როგორც ბავშვობაში ჩამაგონებდნენ, "კარგ ბედში" გავთხოვდი, მაგრამ უბედური ვარ..."
"როგორც ბავშვობაში ჩამაგონებდნენ, "კარგ ბედში" გავთხოვდი, მაგრამ უბედური ვარ..."
1 / 2
Next
პატარაობიდან გვესმოდა მე და ჩემს თანატოლებს, რომ „კარგ ბედში“ უნდა გავთხოვილიყავით, როცა დრო მოვიდოდა. ამ ერთი შეხედვით უწყინარი, კეთილი სურვილის მიღმა, როგორ შეიძლებოდა დაგვენახა რაიმე ცუდი.... მშობელს ხომ ყველაფერი საუკეთესო უნდა შვილისთვის. ჩვენს კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა „კარგ ბედში გათხოვება“, პასუხს დიდი სიამოვნებით თანხმდებოდნენ უფროსები და მათი არგუმენტებიც მოსასმენად ნამდვილად არ იყო ცუდი. შესაბამისად, პატარაობიდანვე მოხდა ისე, რომ გვიყალიბდებოდა აზრი სასურველი საქმროს შესახებ, რომელსაც უნდა ეცხოვრა ქალაქში, უნდა შეძლებოდა ოჯახის
რჩენა, მოკლედ, რაღა გავაგრძელო... ბევრმა თქვენგანმა ისედაც კარგად იცით და გსმენიათ, რომ მეორე ნახევრის შერჩევისას ყველა გზას მატერიალური კეთილდღეობისკენ უნდა წავეყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი სიყვარულის მოწინააღმდეგე თითქოს არავინ იყო. რა თქმა უნდა, მსგავსი შეგონება არც იმას გამორიცხავდა, რომ გარეგნულად მოსაწონი და კარგი ხასიათის ადამიანი შეგვერჩია. ახლაც მახსოვს, როცა ჩემი კლასელი გათხოვდა ღარიბ სოფლელ ბიჭზე, როგორ კიცხავდნენ და ქილიკობდნენ მასზე. „მორჩა, დამთავრდა მაგისი ამბავი, უყუროს ახლა სოფლის ტალახს“, „როცა სიღარიბეს იგრძნობს და ყელში მოუჭერს შვილების შიმშილი, სიყვარული გაღმა დარჩება“, „სანამ შეიყვარებდა, თვალი უნდა გაეხილა“.
ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ, ჩემდა უნებურად სულ ვაკვირდებოდის იმ სახლს, სადაც ეს გოგო ქმართან ერთად ცხოვრობდა. დაძაბული
მივადევნები თვალს, რაღაც ცუდის მოლოდინი მქონდა, რაღაც ისეთს ვეძებდი, რომ იმ ხალხის ნათქვამი დამეჯერებინა. დამეჯერებინა, რომ სიღარიბე ტრაგედია იყო, თუმცა არა სირცხვილი. ინტერესმა იმდენად გამიტაცა, რომ ერთ დღესაც მათი სახლის ეზოში შევედი და ნანას ვთხოვე წყალი დაელევინებინა ჩემთვის. ვუყურებდი მის სახეს და მიკვირდა, რომ უბედურს არ ჰგავდა. უცებ გიორგი შემოვიდა ოთახში... დაკოჟრილ ხელებში მიწიანი იები ჩაეკონა... დარწმუნებული იყო, ცოლს გაახარებდა, სხვანაირად იმ ეკალბარდიდან მიწიანად ყვავილებს რა ამოატანინებდა... ნანამ მორიდებულად გაიღიმა. გამომაცილა და მითხრა: - სულ ასეა, როცა ეზოში გაზაფხულზე ამოსულ პირველ ყვავილს ამჩნევს, მიწიანად მოაქვს, ქოთანში რგავს და ვუვლით ორივე, სანამ იცოცხლებსო.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
43558
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნინი
0
ბედნიერება ფულში კი არა უანგარო სიყვარულშია და სადაც სიყვარულია იქ ღმერთია, მადლია, სიხარულია
10:24 / 07-02-2019
ნელი
0
ნინკა ასე რამ გაგამწარა! სირცხვილია!კარგი რაღაცეებიც ხდება ამ დალოცვილ ქვეყანაზე!
13:13 / 30-11-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```