”მერე რა, რომ დახეული და ვინ იცის, მერამდენედ დაწებებული ფეხსაცმლით დავდივარ?..” - ერთი დედის ემოციური წერილი
”მერე რა, რომ დახეული და ვინ იცის, მერამდენედ დაწებებული ფეხსაცმლით დავდივარ?..” - ერთი დედის ემოციური წერილი
ეს წერილი ერთმა ახალგაზრდა დედამ მოგვწერა და გვთხოვა, სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა:

”გამარჯობა. ჩემს შესახებ მინდა მოგიყვეთ.
დღეს ხელფასი ავიღე და ძალიან გახარებული ვარ, რადგან დილით ჩემი შვილისთვის ტანსაცმლის საყიდლად ვიყავი. უკვე ძალიან ცივა და ჩემს 4 წლის ბიჭს არც ქურთუკი ჰქონდა და არც თბილი ფეხსაცმელი... ბავშვს მარტო ვზრდი და ჩემი ხელფასიც მხოლოდ 120 ლარია... დილით ბავშვს ბაღში ვტოვებ, შემდეგ მივდივარ მაღაზიაში, ვალაგებ... მერე მივდივარ ბაღში, გამომყავს ბავშვი და ვბრუნდებით სახლში...
დღეს, როგორც გითხარით, ხელფასი ავიღე და სამსახურიდან ცოტა ხნით გავეთავისუფლე, რომ
სანამ ბავშვის ბაღიდან წამოყვანის დრო მოვა, ყველაფრის ყიდვა მოვასწრო და სამსახურშიც უნდა დავბრუნდე, რომ დალაგება მოვასწრო...
ქურთუკი, ფეხსაცმელი, სვიტერი, ქუდი, ხელთათმანები, კაშნე და 2 კილო კარტოფილი... ჩემი ხელფასიდან 18 ლარი დამრჩა. დენს და გაზს გადავიხდი - ჯამში 17 ლარია...
მიხარია ძალიან, რადგან ჩემი შვილი თბილად იქნება და არც გაზს და დენს ჩაგვიჭრიან...
მერე რა, რომ მე დახეული და ვინ იცის, მერამდენედ დაწებებული ფეხსაცმლით დავდივარ?მერე რა, რომ არც ქურთუკი მაქვს და ჟაკეტზე გარედან კაშნს ვიკეთებ, რომ არ გავიყინო...
წარმოვიდგენ, როგორ გაუხარდება ჩემს პატარას, ახალ ტანსაცმელს რომ ჩავაცმევ. მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა მეც გამათბობს...”
თაკო
12024
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (37)
ირინა
0
დიდ ბოდიშს მოვიხდი ასეთი შემოთავაზებისთვის, მაგრამ იქნებ მე შევძლო ამ ადამიანის დახმარება, მცირედით მაინც (მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ მარტოხელა დედა ვარ სამი შვილთ). 599390140, ჩემი ნომერია და აუცილებლად დამიკავშირდეს ამ წერილის ავტორი.
12:19 / 05-12-2017
tamari
0
გამოხმაურებისთვის გმადლობთ , შეურაცყოფისთვისაც გმადლობთ , რა თქმა უნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მე არც განვსჯი და არც განვიკითხავ, არსად ჩანს ჩემს კომენტარში რომ უზრუნველყოფილი ვარ სხვისგან არა ბატონო, განგიმარტავთ გულისტკივილი გამოვხატე რომ როცა ახალგაზრდა ადამიანს უჭირს ჯობია ჯერ თავად საკუთარ თავზე განვითარებაზე იზრუნოს,მყარად დადგეს და მერე იფიქროს მომავალზე, სამწუხარო ტენდეციაა დღეს პატარა გოგონების დაუფიქრებელ ემოციურ საქციელებს ხშირად მოყვება რიგი პრობლემები.ზოგად სურათზე მაქვს საუბარი და არა ამ კონკრეტულზე. გმადლობთ
12:19 / 05-12-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?