"რძალი ჩემს ნაყიდ ტანსაცმელებს ბავშვს არ აცმევდა და ჩემს მიცემულ ფულსაც უმალავდა ქმარს..."
"რძალი ჩემს ნაყიდ ტანსაცმელებს ბავშვს არ აცმევდა და ჩემს მიცემულ ფულსაც უმალავდა ქმარს..."
1 / 2
Next
"სამი წელია, ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა. მას მერე ყველანაირად ვცდილობ რძლისთვის არ ვიყო ცუდი დედამთილი. რადგან ჩემს შვილს უყვარდა, მეც შვილივით მივიღე. მართალია, ერთადერთი შვილის დედას მარტო, ცალკე საცხოვრებლად გადასვლა გამიჭირდა, მაგრამ ამასაც დავთანხმდი. ქმარი რა ხანია გარდაცვლილი მყავს, ქვეყნად მხოლოდ ჩემი შვილი და მისი ოჯახი მინათებს მზეს, ამიტომ სულ მათი გახარება მინდა, თუმცა ვამჩნევ, რომ რაც არ უნდა გავაკეთო ამ ბოლო დროს, ასაკოვანი დედამთილი, როგორც ჩანს, ვეზედმეტები რძალს. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ თუ ვესტუმრები, აბა, ჩემთან მოსვლას თვითონ
ვერასდროს აბამენ თავს.
შვილიშვილის ბოდეები მიდევს საცვლებთან და ისე ვიძინებ, ასე ვცდილობ მონატრების დაძლევას... 

ერთი კვირის წინ მივედი მათთან. ჩემი ბიჭი არ იყო სამსახურიდან მოსული, ბავშვს თბილი ქუდი, ხელთათმანები, კაშნე და რეიტუზები ვუყიდე. მეგონა, მოარგებდა და მანახებდა, როგორ ჰქონდა... ცოტა ხანში  თვითონ დავახურე ქუდი და ეს რომ ნახა, გაოფლიანდებაო და საწოლზე მოისროლა. გული კი დამწყდა ძალიან, მაგრამ მოვითმინე. ალბათ ცუდ ხასიათზე არის-თქო. ამასობაში მეზობელმა ბავშვი შემოიყვანა და რას ვხედავ, შვილიშვილისთვის ჩემ მიერ ნაჩუქარი სვიტერი და ჟილეტი მას აცვია. ბავშვის დედა მეუბნება, რა კეთილია ნათია, სულ ჩუქნის ტასოს ტანსაცმელებსო. ამას წინათ წითელი ბოდეებიც გვაჩუქაო... 

როგორც
აღმოჩნდა,  რძალი ჩემს ნაყიდ ტანსაცმელებს ბავშვს არ აცმევდა. არადა, პენსიას ავიღებდი თუ არა, პირველ რიგში იმას ვყიდულობდი, რაც ბავშვს გამოადგებოდა და რაც ჩემს რძალს უყვარდა, შოკოლადი იქნებოდა ეს, ტკბილეული თუ სხვა რამ...
არავისთვის არაფერი მითქვამს. სახლში წამოვედი და მთელი ღამე ვტიროდი. რაც არ უნდა იყოს, დედამთილებს ხომ ისე გვაქვს სახელი გატეხილი, რომ დამნაშავეები ყველაფერში ჩვენ ვართ. მოვითმინე, გადავწყვიტე, ფული მიმეცა და ვუთხარი, ნათია, შვილო, რაც გინდა შენი გემოვნებით უყიდე ბავშვს-თქო, ვიფიქრე "დანაშაულს" ამ ფორმით გამოვასწორებდი. კარგიო, მითხრა. მას შემდეგ ფულს ვჩუქნიდი, არც მიკითხავს, რა უყიდე-თქო, მეუხერხულებოდა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
40705
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (23)
ლელა
0
ასეთმა რძალმა ღმა მოხუცებულობამდე უნდა იცოცხლოს შვილის და შვილიშვილების ნახვის მონატრებით დაიტანჯოს... ძალიან ნაცნობი თემაა და ყველა ასეთი უგულო ქალი მეზიზღება , და ქალზე მეტად მათი ქმრები , რომლებიც ვერ ამჩნევენ თუ თვალს ხუჭავენ ცოლების მხრიდან მშობლების ცინიკურად მოპყრობას
17:11 / 31-10-2019
ანნა
0
ასეთი დაუნახავი არ უნდა იყო! როცა ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ გასიამოვნოს და ასეთ ადამიანს ასე საშინლად მოექცევი არაფრის ღირსი არ ხარ ცხოვრებაში!
19:39 / 01-02-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?