"რამდენი დედამთილი ვიცი, თავი ანგელოზებად მოაქვთ, პირში ეფერებიან რძლებს და პირს უკან მიწას უთხრიან"
რამდენიმე დღის წინ mshoblebi.ge-ს ერთ-ერთმა მკითხველმა თავისი ტკივილი და დარდი გაუზიარა. 64 წლის ქალბატონი ძალიან განიცდიდა მის მიმართ რძლის მხრიდან გამოხატულ გულგრილ დამოკიდებულებას (იხილეთ წერილი).
მის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი რჩევებს აძლევდა ქალბატონს, ზოგი კი თავის ამბებს ჰყვებოდა. გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს:
"ეჰ, შენ მართლა ცუდი რძალი არ იცი, რა არის, აი, ბავშვებს რომ გაგაზრდევინებს, პირში რომ გეტლიკინება, სახლში მოსამსახურესავით გაგიხდის... როგორც ჩანს, თუ შენი რძალი ბავშვის მოვლით არ გაწუხებს, პირში არ გებმება, კონფლიქტს არიდებს თავს და თუ შენზე გული არ აქვს, ნუ მოსთხოვ ია-ვარდები გიფინოს"
"ქალბატონო, როგორ მესმის თქვენი, სამწუხაროდ მომრავლდნენ ეგეთი უმადური გოგოები. აქ კომენტარები მომეწონა და იმედი ჩამესახა, ბევრი კარგიც არის. რას იზამ, ყველაზე დიდი ტკივილი ისაა, მთელი ცხოვრება შვილიშვილს ელოდები, ოცნების კოშკებს აშენებ და ყველაფერი თავზე დაგემხობა, როგორია, შვილიშვილთან მიკარებას რომ გიშლის ვინმე. ეს დიდი ცოდვაა, ეშინოდეს ღმერთის. შვილს კიდევ თვალები უბრმავდება, ცოლი ჰყავს, დედა აღარ უნდა. ჩემს მეზობლად ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. მარტო ჰყავდათ შვილებს მიტოვებული. ერთხელ ბიჭი მეზობლად პანაშვიდზე მოვიდა, დედამ ვერ იცნო შვილი. საცოდავი ქალი... იმ სახლთან რომ გავივლი, ახლაც გული მტკივა. გომურში აცხოვრებდნენ. ოთახები გაქირავებული ჰქონდათ, ფული თვითონ უნდოდათ... არადა შეძლებული ოჯახი იყო. ბოლოს ეს უბედური ქალი დაიკარგა. იპოვეს და თავშესაფარში ჩააბარეს... აი, ასეთია ბევრი შვილი დღეს"...
"რომ წავიკითხე, ჩემი თავი მეგონა... თურმე არსებობენ კიდევ. ჩემს შეძენილ კომფორტულ ბინაში რომ მივალთ, ზურგს გვაქცევს რძალი, ამაზრზენი საქციელები აქვს. ჩვენ მდუმარედ ვითმენთ ბავშვის გამო... სამაგიეროდ დედას აღმერთებს, დედას, რომლის ნაჩუქარი ერთი სათამაშო ვერ აღმოვუჩინე ბავშვს... უფალი არავის აპატიებს არასწორ საქციელს, არც რძალს და არც დედამთილს... მაგრამ არაკაცია, კაცუნაა, ვინც დედაზე საყვედურს ისმენს, ავიწყდება დედის ამაგი და ამის უფლებას აძლევს... დაუმსახურებლად ამცირებინებს მშობელს... უფალი მაღალია და არ არსებობს, ვინმეს რამე შერჩეს... მე კი ვიტყოდი, ყოველთვის გაითვალისწინეთ, ვისი აღზრდილი შემოგივარდებათ ოჯახში, შვილი ოჯახის სარკეა!"
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
"რამდენი დედამთილი ვიცი, თავი ანგელოზებად მოაქვთ, პირში ეფერებიან რძლებს და პირს უკან მიწას უთხრიან, მერე უკვირთ რატომ იქცევიან "ცუდადო". ნებისმიერი თქვენ მიერ ცუდად ნათქვამი შეიძლება ნებისმიერ დროს მივიდეს რძლის ყურამდე, ამიტომ პირშიც და პირს უკანაც იყავით სუფთები, გულწრფელები და არავინ არ მოგიმდურებთ".
"ჩემო კარგო, მე არ ვიცი, თქვენს ოჯახში რა ხდება რეალურად, მაგრამ რადგან შვილიც და რძალიც ასე იქცევიან, იქნებ აქვთ რამე ისეთი მიზეზი, რაც თვქენ არ იცით? ჯერ ეგ გაარკვიეთ, პირშიც და პირს უკანაც ისეთი სამაგალითო დედამთილი ხართ, როგორც აქ წარმოაჩენთ თავს? იქნებ თქვენს რძალს ვინმემ ენა მიუტანა? ან რომ წერთ, ვყიდულობ საჩუქრებსო, ჩემო კარგო, საჩუქრებით ვერ მოიპოვებ ნამდვილ სიყვარულს, ჯობია საერთოდ არაფერი უყიდო და გულწრფელი და სუფთა იყო რძალთან, მერწმუნე, არავინ გეტყვის მოხმარებაზე უარს, თუ სუფთა გული უჩვენე. ალბათ მოხდა რაღაც, რამაც იმოქმედა რძალზე, არ უნდა კონფლიქტი და პირდაპირ ვერაფერს გეუბნება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, შვილიც იმიტომ უჭერს ცოლს მხარს... ეცადე შვილისგან გაიგო მიზეზი".
"ეჰ, თურმე მარტო მე არ ვყოფილვარ ამ დღეში, ეს დღევანდელი ახალგაზრდების სენია ალბათ".
"ნუ გეწყინებათ, ქალბატონო თამარ, და თქვენ თვითონ დაგიბეჩავებიათ თქვენი თავი. რა დროს 64 წლის ქალის სიბერეა. მოუარეთ თქვენს თავს და იქით დაუწყეთ თქვენს რძალს ყურება ზემოდან. მეც მყავს რძალი და ღვთის წყალობით კარგი გოგოა, მაგრამ აბა გაბედოს და ჩემზე რამე თქვას, არ აპატიებს ჩემი შვილი. თქვენი შვილის ბრალია და თქვენ უნდა აუხსნათ, რას აკეთებს მისი ცოლი".