"მსახიობი დედამთილის წყალობით ხან კომიკურად, ხან კი სკანდალურად დგება ახალი წელი ჩვენს ოჯახში"
"10 წელია გათხოვილი ვარ და ამდენი ხნის განმვლობაში ყოველი ახალი წელი ჩემი მსახიობი დედამთილის წყალობით ხან კომიკურად, ხან კი სკანდალურად დგება ჩვენს ოჯახში. რომც მინდოდეს, მთავარი დიასახლისის სტატუსის მორგება ვინ დამაცლის, როგორც თვითონ ამბობს, მემკვიდრეობით გადმოეცა დიდი ბებიისგან გემრიელი კერძების კეთების ნიჭი და საახალწლო სუფრის გაწყობას თავის თავზე იღებს. თუმცა კარგ მზარეულზე მეტად, კარგი მბრძანებელია, ყველა საჭირო ინგრედიენტს საჭმლისთვის მე მარჩევინებს, მარეცხინებს, მაჭრევინებს და ა.შ. ბოლოს შეაზავებს ყველაფერს და მერე მთელი დღე კვნესის, ქანცი გამწყდაო.
რძალ-დედამთილის კონფლიქტის 4 მიზეზი
ასაკოვანია და არაფერს ვეუბნები. რადგან ბედმა მასთან ცხოვრება მარგუნა და ჩემი საყვარელი ქმრის დედაა, რა გაეწყობა, თუმცა ვატყობ, რომ მოთმინების ფიალა მევსება. შარშან გოზინაყის კეთებისას ადუღებული თაფლი ფეხზე გადაისხა, ორი სათვალე ეკეთა და მაინც ვერ აიცილა საფრთხე. ახალი წლის ღამეს საავადმყოფოში შევხვდით. მოვიდა ჩემი მული მეორე დღეს სანახავად და ქარგმებით დაიწყო ლაპარაკი, მოხუც ქალს რა დღეში აგდებთო. ეს ისეთ ასაკშია, სავარძელში უნდა იჯდეს და იქ უნდა მიართმევდეთ საჭმელსო. აქეთ კი არ უნდა გემსახურებოდეთო. თითქოს დედამისს არ იცნობდეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, სახლში თავისთან რომ წაიყვანა და ერთ კვირაში უკან გამოაბრუნა - რაღაცეებს თავის ჭკუაზე ალაგებს და ვერაფერს ვპოულობო.
შარშანწინ დაქალები მესტუმრნენ ბედობა დღეს. არათუ მარტო არ დაგვტოვა, საუბარიც არ გვაცალა. თავისი ახაგაზრდობის გახსენებას მოყვა და ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. მაგიდაზე დალაგებულული ჭურჭელი თვალწინ აგვაცალა და სამზარეულოში შესულს მითხრა: “შენი ნამზითვი ჭურჭელი გამოიტანე, თუ კარგიაო“.
დავიჯერო ეს ყველაფერი ასაკის გამო მოსდის? ათი წლის მანძილზე ათჯერ არ უთქვამს ჩემთვის კეთილი სიტყვა. ათი წლის განმავლობაში არ მახსოვს ბედნიერად გატარებული ახალი წელი. გათხოვების პირველ წელს ჩემმა ქმარმა, ბაკურიანში წავიდეთო და იქ შევხდეთო მარტო ახალ წელსო. 30 რიცხვში ჩანთის ჩალაგება დავიწყეთ თუ არა, გული შეუწუხდა, თავბრუ მეხვევა, ცუდად ვარო, მარტო არ დამტოვოთო. ზურას თვალში ნამდვილი ქაჯი გამოვჩნდებოდი, დედამისი რომ დაგვეტოვებინა და ისიც წავიყვანეთ ბაკურიანში. შენც არ მომიკვდე, არაფერს შეუწუხებია... ასე გრძელდება მისი სპექტაკლები. ყოველგვარი ხიბლი მაქვს დაკარგული ახალი წლის მოსვლის, ბავშვებიც დაიტანჯნენ, შეზღუდულები არიან მის ხელში. ვერავინ მოჰყავთ სახლში გასართობად.
თუ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქალაქიდან გასვლა და განმარტოება გსურთ, ნახეთ სასტუმროების ძალიან დიდი არჩევანი დიდი ფასდაკლებებით
არ ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი, ჩემი ოჯახური ამბის მოყოლით, მაგრამ თითქოს გულზე მომეშვა..."
ნანა, 29 წლის