"მშობლებო, ნუ გაზრდით ასეთ "წურბელა" კაცებს" - ამბავი ქართული რეალობიდან
"მშობლებო, ნუ გაზრდით ასეთ "წურბელა" კაცებს" - ამბავი ქართული რეალობიდან
"ბედობას დაქალებმა შეკრება გადავწყვიტეთ. სულ ხუთნი ვიყავით. ჩემმა შეყვარებულმა დამიშალა, არ წახვიდეო, მე შემხვდიო. დაქალები დიდი ხნის უნახავი მყავდა, თან არ მინდოდა წყენოდათ და ვუთხარი, რომ მათ უარს ვერ ვეტყოდი. ამის გაგონებაზე გაბრაზდა, ჩემს თავს ისინი გირჩევნიაო. მისი მხრიდან ნამდვილად გამიკვირდა ულტიმატუმის ენით საუბარი, დავიწყოთ იქიდან, რომ მე მხოლოდ სიმპათიით ვიყავი განწყობილი, ურთიერთობა სამი თვის დაწყებული გვქონდა და არ ვთვლიდი, რომ ჩემი შეყვარებული იყო. მოკლედ ძალიან გაბრზადა და მეც არ
მიფიქრია, რომ თავის მართლება მჭირდებოდა.

დათქმულ დროზე, 8 საათზე კაფეში შევიკრიბეთ. ვაშლის ნამცხვარი, პიტნის ჩაი, ზოგმა ყავა შეუკვეთა და დავიწყეთ დიდი ხნის უნახავებმა ათას რამეზე საუბარი. დაახლოებით ნახევარ საათში ტელეფონმა დარეკა, ზურა იყო. მითხრა, გაბრაზებული არ ვარ, კაფესთან ვდგავარ და თქვენთან შემოვალ, შენს დაქალებს გავიცნობო. ხმაზე შევატყვე, ნასვამი იყო. ვუთხარი, უხერხულია-თქო. გოგოებმა დაიჟინეს, გაგვაცანი, რა მოხდებაო და ასე შემოუერთდა ჩვენს კამპანიას ჩემი „შეყვარებული“...
- ამას ეძახით შეკრებას, არაფერს სვამთ?
ჩვენ თავი გავაქნიეთ. ოფიციანტს დაუძახა, ორი პიცა შეუკვეთა და ორი ბოთლით ძვირად ღირებული არაყიც მოაყოლა, ისე შევიდა აზარტში, რომ ოფიციანტს წამდაუწუმ უკვეთავდა ტკბილეულს და ცივ სასმელებს. მოკლედ, ყველას ისე მოაწონა თავი, რომ მეც თითქოს
სულ სხვა ადამიანი აღმოვაჩინე მასში. ძალიან თანამედროვე ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა.
უცებ ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და გარეთ გავიდა.
ჩემმა დაქალებმა მითხრეს, ეს რა მაგარი ბიჭისთვის გამოგიკრავს ხელიო. ნუ, მეც შევიფერე ეს შექება და უკვე დაშლის დროს ოფიციანტმა ანგარიში რომ მოგვიტანა, ზურამ გვერდზე გამიხმო, ვერ მივხვდი რა უნდოდა...
- ნინი, ფული შენ უნდა გადაიხადო, მე ამდენი არ მაქვსო (არც არაფერი ჰქონდა)...

რეტი დამესხა თავს, მისი ტრიპაჩობის საფასური, აღმოჩნდა, რომ მე უნდა გადამეხადა. დაბნეულმა, მხოლოდ იმის კითხვა შევძელი, რა საჭირო იყო ასე თავის გამოდება-თქო. კაცი ვარ და აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდაო...

მასთანს საუბრის გაგრძელების არც თავი მქონდა და არც ნერვი... კაცი ნეტავ მაშინ არ იყო, მე რომ ფული მთხოვა? მაგიდასთან მივედი, არაფერი შევიმჩნიე, ტკბილად დავემშვიდობე დაქალებს და ქუჩაში გამოვედი. ვაჟბატონმა ტაქსის გაჩერება გადაწყვიტა, სახლამდე მიგიყვანო... კიდევ უფრო მაგიჟებდა მისი სითავხედე. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი... სახლში მისულს მამაჩემი დამხდა ღვინის ჭიქით ხელში, სტუმრებთან ერთად უკვე მოფიქრებული სადღეგრძელო შეცვალა და ბოხი ხმით დაიწყო, ჩემი შვილის გვერდით ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი უნდა იყოსო და მადღეგრძელა... ლამის გადავწყვიტე, მომეყოლა ქართველი „ვაჟკაცის“ შესახებ, დღეს რომ დამებედა, მაგრამ ყველა ხომ ერთმანეთს არ ჰგავს და თავს ამით ვიმშვიდებთ.

მოგვიანებით ეს ამბავი რომ მეგობრებთან მოვყევი, იმათ სხვებისგან გაგონილი იმდენი ასეთი ფაქტი მიამბეს, ბიჭები რომ "თავს იდებენ" ხელგაშლილობაზე და მერე ასე რომ "აგდებენ" გოგოებს. ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის თურმე და სრულიად ურცხვად და აშკარად ცხოვრობს გოგონების კისერზე. ამას წინათ ჩემი ყურით მოვისმინე, ბიჭი როგორ უყვებოდა მეორე ბიჭს, მისმა შეყვარებულმა როგორ დაკარგა სამსახური და ახლა სხვა რომ უნდა მოეძებნა ვინმე, ვის კისერზეც იცხოვრებდა...

ძალიან სამარცხვინო მგონია და იმიტომ მოვყევი ეს ამბავი, სხვა გოგონებიც გავაფრთხილო, ასევე მშობლები, რომ არ გაზარდონ ასეთი წურბელა კაცები..."
ნინი, 25 წლის

2765
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```