"ნუ ატეხეთ აჟიოტაჟი!.. ასე თუ მივუდექით საქმეს, საქართველოს ნახევარი დედები შვილების გარეშე დარჩებიან"
"ნუ ატეხეთ აჟიოტაჟი!.. ასე თუ მივუდექით საქმეს, საქართველოს  ნახევარი დედები შვილების გარეშე დარჩებიან"
"სულაც არ მიკვირს, რატომ გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც სამი წლის ბიჭუნას სიგარეტის მოაწევინეს (იხილეთ ვიდეო). ბუნებრივია, აღნიშნულ ფატქს გამართლება არ მოეძებნება და ამ დროს ყველანი ვცდილობთ ექსპერტები და ჭკუის კოლეფები ვიყოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა ამ ვიდეოს გასაჯაროება, ბევრ ასეთ საქციელზე დაგვიხუჭავს თვალი და რატომ გვიკვირს, რაც ხდება და როგორც ხდება? პოსტფაქტუმ დაგვიანებული ხომ არ არის ჩვენი რეაქცია?...

მასწავლებელი ვარ და კარგად მესმის, რაც გვჭირს. ნაცვლად იმისა, რომ ერთი უბედურებაც დავგმოთ და მეორეც, შედარებებს
ვაკეთებთ, რა ჯობია. რომელი უფრო დიდი პრობლემაა - უპატრონო ბავშვები ქუჩაში თუ პატრონიანი ბავშვები უზნეო მშობლებით და ასეთივე გარემოცვით.

რამდენიმე კვირის წინ მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელთან მეგობარს ველოდებოდი. დაახლოებით 15-დან 18 წლამდე ასაკის ორი ბიჭი და გოგო მოვიდა კართან. გოგომ სიგარეტს ადგილი ვერ მოუძებნა, თეატრის კედლებს მიალესა და შევარდა შენობაში, ბიჭმა კი იქვე ძირს დააგდო... მასწავლებელი ვარ და ასეც რომ არ იყოს, თავს უფლება მივეცი, ამ ბიჭისთვის მეთქვა:

- სიგარეტის ნამწვავი რატომ დააგდე? აიღე, ურნაში ჩააგდე!
მომიბრუნდა და ურცხვად მეუბნება:
- შენ რა,
კონტროლიორი ხარ, შენს ნათქვამზე ავიღოო?
აი, აქედან იწყება უბედურება, ზნეობას, კულტურას კონტროლი და კარნახი რომ სჭირდება.

რა საშინელებაც ხდება ჩვენს თავს, ეს კომენტარებშიც კარგად ჩანს. ამ კომენტარების წაკითხვის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გამიჩნდა სურვილი, ჩემი აზრი დამეწერა:

"წებოთი გაბრუებული უპატრონო ბავშვები რომ ყრია ქუჩაში, იმათ მიხედონ ჯერ"

"რამდენი ბავშვი კვდება ქუჩაში, ნაქირავებ ბავშვებს როგორ ექცევიან, ვინ იცის, მაგრამ მაგათ მფარველები ჰყავთ და ნუ ერევიო, როცა საეჭვო სიტუაცია შევნიშნე. აი, ასეთებს მიხედონ, თუ მართლა რამე შეუძლიათ, ამ ბავშვს კი მიხედავს მისი პატრონი, დარწმუნებული ვარ, ნანობენ ამ საქციელის გამო!"

"ბავშვმა რაც უნდა მოინდომოს, ყველაფრის უფლებას აძლევენ, ნეტავ, სად აქვთ ტვინი?!"

"კაი ახლა რა! ნუ ატეხეთ აჟიოტაჟი! სიგარეტს რომ ეწევიან მშობლები და მათი სტუმრები ოთახში, სადაც ბავშვია და არ ერიდებიან, არ არის ბავშვი პასიური მწეველი? ეს კიდევ უარესია. ამის გამო ვინმეს თუ მოსვლია აზრად მშობლისთვის ბავშვის ჩამორთმევა? ისე აღშფოთდა ეს ხალხი, თითქოს, თვითონ ისე უფრთხილდებიან საკუთარი შვილების ჯანმრთელობას, რომ თურმე, ნუ იტყვით, არც სიგარეტს ეწევიან მათთან ერთად ოთახში, არც გვიან აძინებენ, არც უყვირიან და სცემენ და რა ვიცი კიდევ, რით აღარ აზიანებენ შვილების ფსიქიკასა და ჯანმრთელობას!"

"თქვენ ხუმრობთ? ნორმალურია ის, რაც ნახეთ? სიგარეტი, ლექსიკა, ბავშვთან ურთიერთობის ფორმა, წაქეზება სიცილით, ზოგადად გარემო, სადაც იზრდება, არა მგონია, მისგან იქ ჯანმრთელი ფსიქიკის ბავშვი დადგეს, თუ რამე არ გამოსწორდა..."

"ასე თუ მივუდექით საქმეს, ნახევარი საქართველოს დედები შვილების გარეშე დარჩებიან".

"მე მაგალითად, სიგარეტის მოწევაზე უარესად ბავშვის ცემა მიმაჩნია. მაჩვენეთ აბა, რომელ მშობელს ჩამოართვეს შვილი იმის გამო, რომ შვილს ხელი დაარტყა!"


ნანი მასწავლებელი, 62 წლის

 

4833
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
0
ოჯახში სადაც მე გავიზარდე სიგარეტს არავინ არ ეწეოდა,მხოლოდ ერთი ბიძა ეწეოდა.რატონღაც მინდოდა მეც მომეწია და ბიძას ყოველდღე ვეხვეწებოდი მომაწევინეო.ის მიხსნიდა რომ სიგარეტი მავნეა თანაც ქალს არ შეეფერებაო,მაგრამ მე დაჟინებით ვთხოვდი რომ მოეწევინებინა.ერთხელაც თავი რომ მოვაბეზრე სიგარეტს მოუკიდა და მითხრ მოწიე თან მოქაჩეო.მტერს რაც მე დამემართ ,კინაღამ დავიხვრჩვი.მას მერე სიგარეტის მოწევის არანაირი სურვილი აღარ გამჩენი,მითუმეტეს ბევრი მწეველი მეგობარი მყავდა და მყავს.
13:13 / 10-01-2018
ნანი
0
ნანი და ჯან დაბ ა შენ. არც ესაა კარგი და არც ცემა ტ ყ ეპა. მე მიმაჩნია პირადად რომ უნდა გაიხსნას მშობრლთა სკოლა. რომ ხალხმა გაიგოს რომ შვილის გაჩენა ფაფის ჭამა არარის და მას ცალკე აღზდა უნდა. მაგრამ დღეს მშობლები არიან აღსაზდელები თავიდან და რა თაობა უნდა გაზარდონ. ძალიან დაბალია თვით შეგნების დონე.
23:23 / 07-01-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?