"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია
 "ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია
ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილი მეუღლის დაპატიმრებას ითხოვს, "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, თუ როგორ ძალადობდა წლების განმავლობაში მასზე ყოფილი ქმარი. მისი ინფორმაციით, მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა ქუთაისის სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც გოშხეთელიანი წერს, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მისი ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდება.

"რა თქმა უნდა, ველოდი კიდეც, რომ საზოგადოების ნაწილი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა, ნაწილი კი ჩემს მხარეს.
მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს.
2009 წელს ეს ადამიანი იყო
დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ფეხმძიმობაშიც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე, ასევე მეორე ფეხმძიმობის დროსაც (სამწუხაროდ მეორე ბავშვი მომეშალა). იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, დასცინოდა და ლანძღავდა ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს...

შევსწრებივარ შემთხვევას, როდესაც საკუთარ დედასაც შეხებია ხელით (ამას მხოლოდ ერთხელ შევესწარი,კერძოდ ყურებით "ითრია") და თქვენ დასვამთ კითხვას , რატომ არ ავდექი და უბრალოდ არ წამოვედი: ამაზეც გიპასუხებთ... რამდენჯერაც ვცადე ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა (გაქცევის მცდელობა მქონდა თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა მსგავსი ტექსტით: "მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე,
მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემს გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ (რა მოტივით არ ვიცი) " და ასე შემდეგ.

სვამდა საძილე აბებს(რომლის ფოტომასალა მაქვს), სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც მისი თქმით იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს;
შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა (გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავმა რაღაც წამალი, რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა ეს არსად აჩვენო ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები - კერძოდ, სუსტად გამოიყურები, მოძლიერება გჭირდებაო და ამ თემაზე სერიოზული ჩხუბის შემდეგ პირობა დამადებინა რომ მის მიერ მიტანილ "ვიტამინებს" დავლევდი- როდესაც მომიტანა ეს "ვიტამინები", მე ანოტაციის კითხვა დავიწყე და ამაზე სერიოზულად მეჩხუბა და უნდობლობაში დამადანაშაულა. შემდეგ მის თვალწინ დამალევია ერთი, მეორე დღეს მეორე და მერე უკვე როცა ვახერხებდი და თვითონ არ მიყურებდა ამ წამალს ვაგდებდი ნაგავში და ჩუმად ვატყუებდი ვითომ დავლიე. იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე (მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოვე. ხოლო მამამთილმა როცა გაიგო რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავის ცოლს(ჩემს დედამთილს) ტელეფონში უყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა. განაგრძეთ კითხვა
8419
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?