"როცა მოსავლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ - ემიგრანტი დედის წერილი
"როცა მოსავლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“  - ემიგრანტი დედის წერილი
იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი მარინა ჭუმბურიძე ერთ-ერთი ემიგრანტი დედის წერილს აქვეყნებს. წერილის ავტორს ვინაობის გამხელა არ სურს, მხოლოდ ის უნდა, რომ მისი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისწვდეს.  
გთავაზობთ ამ წერილს: 

"მაპატიეთ, ქალბატონო მარინა, რომ გაწუხებთ, მაგრამ ვინმეს რომ არ ვუთხრა ჩემი ტკივილი, გული გამისკდება. აკი ამბობენ, ამოთქმული სევდა მსუბუქდებაო.
მე თქვენ მხოლოდ ორჯერ შეგხვდით ამ ხუთიოდე წლის წინ და არც გეხსომებით, რადგან ახლო ურთიერთობაც არ გვქონია. ახლახანს წავიკითხე თქვენი წიგნი "ქართველი ემიგრანტი ქალები იტალიაში“ და ისიც გავიგე, რომ მეორე ტომის
დაწერას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი ნაამბობიც დაწერეთ (თქვენებურად შეალამაზეთ), იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გადაარჩინოს.
არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. ეს ხომ ყველასთვის ნათელია, როგორც უმეტესობა, მეც უკიდურესმა გაჭირვებამ გამაემიგრანტა. . . მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე. . . ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვდი. . . ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც ისე გავაკეთე, როგორც ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ მამას ეკუთვნოდა.

მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული

შენთვის მოიტოვეო. მიკვირდა და ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვისმეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი. . .

12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი.
საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ, საბოლოოდ ჩამოვედი მეთქი (ვაი, იმ თქმასა და მოსმენას!), პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალში. "აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“ გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია, შვილო-მეთქი. "სანამ შეგეძლო იტალიელებს ბანე ტრ. . ი და როცა მოსვალელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. აღარ მესმოდა დანარჩენი. ალბათ იტყვით, ქალბატონო მარინა, რატომ არ ვუთხარი, რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ. . . ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე?. . რაღა აზრი აქვს, მითხარით, ასეთ უმადურ, დაუნახავ შვილთან საუბრის გაგრძელებას?

"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას

იმავე საღამოს ჩავალაგე საჭირო ნივთები და მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით, რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები? " აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები არ გიყვარდა და იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს. ეს სახლიც ისე პატარაა. . . შენ ცალკე ოთახი გჭირდება. . . აბა, ბავშვების ოთახში ხომ ვერ იქნები ან ჩვენთან. იქნებ იმდენი მოაგროვო, რომ გავფარდოვდეთ. . . “ ცოტა სიტკბოს გარევაც უნდოდა, მაგრამ აღარ გამოუვიდა ჩემს შვილს, რადგან უკვე ამონთხეული შხამი სჭარბობდა.

მინდა ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო, ჩემს თანამემამულე ემიგრანტ ქალბატონებს: რაც გინდათ დიდი იმედი გქონდეთ კარგი შვილისა, საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის როგორ შემოგვიტრიალდება დათესილი სიკეთე. . . “

კომენტარი მკითხვლისთვის მომინდვია. მე კი რა გითხრათ, არ ვიცი, დავწერ თუ არა მეორე ტომს, მაგრამ ჩემი 800-ზე მეტი მეგობარი წაიკითხავს, ზოგიც გააზიარებს ამ წერილს და წიგნზე არანაკლებ გამავრცელებელი იქნება ეს გვერდი.

"არ დაიჯერო დედა, ფულს შენზე მეტად ელოდებიანო, არ დაიჯერო!" - შვილის წერილი ემიგრანტ დედას
24418
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
სოფი
2
იცით რა მიკვირს ხოლმე მსგავს წერილებს რომ ვკითხულობ?? შენ თუ უთავმოყვარეო მონა ხარ და დებილივით სხვებს ატენე შენი ნაშრომი რაღას თხოვ სხვას??? იმდენი ტვინი არ უნდა გქონდეს რომ შენთვისაც რაღაც გადადო?? მეტის ღირსი ხარ!! გამოდიხარ მერე და ტირიხარ.. მაგ ტირილით უფრო აღიზიანებს მსმენელს იმიტომ რომ თავის დროზე საკუთარი თავი არ დააყენე საჭირო სიმაღლეზე!!!!!!!
16:00 / 14-03-2019
მარიამი
0
თქვენ კი არ უნდა წასულიყავით ქალბატონო თქვენი შვილი და მისი ოჯახი უნდა გაგებრძანებინათ თქვენი ნაჯაფარი სახლიდან ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი.... როცა თავად მოუწევდა ტრაკის დაბანა ვინმესთვის რომ სახლი ეყიდა ;)
12:39 / 14-03-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?