"ბავშვობაში სულ შენიშვნებს მაძლევდნენ, სულ მსაყვედურობდნენ... რაღაცნაირი გავხდი... დღემდე ვერ მიშოვია სამსახური"
"ბავშვობაში სულ შენიშვნებს მაძლევდნენ, სულ მსაყვედურობდნენ... რაღაცნაირი გავხდი... დღემდე ვერ მიშოვია სამსახური"
ალბათ ყველა შევხვედრივართ დედას, რომელიც შვილებს ძალიან უხეშად ექცევა. ამ დროს ძნელია ჩაერიო და დედას ჭკუა ასწავლო, თუმცა ზოგიერთი კრეატიული ადამიანი ამას კარგად ახერხებს და ისე, რომ ნაწყენიც არავინ რჩება. ქართული 3D წიგნების შემქმნელი კოტე იანტბელიძე თავის პოსტში სწორედ ასეთ შემთხვევას იხსენებს:

"დაახლოებით ერთი თვის წინ ისეთი საქმე გავაკეთე, თვითონაც მიკვირს. შესვენებაზე შევედი ლობიანის საყიდლად. იქვე თვალი მოვკარი სვანურ მარილს. გამახსენდა, რომ სახლიდან დამაბარეს, ისიც ავიღე და დავდექი სალაროს რიგში.

ჩემ წინ გოგო იდგა 3-4 წლის შვილთან ერთად. მოკლედ, ამ გოგომ ბავშვს "კონცერტები ჩაუტარა"! გაუთავებლად საყვედურობდა რაღაცებს, ხან აყვედრიდა. მოკლედ, დიდ ქოთქოთში იყო. მე ხომ ძალიან შევწუხდი გოგოს გამოხტომებით და ბავშვი რა დღეში იქნებოდა, წარმოიდგინეთ.
- რა საყვარელი ბავშვია, - ვუთხარი ამ გოგოს.
- ცოტა რომ არ მაბრაზებდეს...
- მეც მასეთი ვიყავი, სულ შენიშვნებს მაძლევდნენ ყველაფერზე, სულ მსაყვედურობდნენ... მაინც კარგად მახსენდება, მაგრამ როცა გავიზარდე, რაღაცნაირი გავხდი. დღემდე ვერ მიშოვია სამსახური... რაღაცნაირად თავდაჯერება მაკლია თუ რას ეძახიან... ხომ ხვდებით? აი, ახლაც, ვიყოყმანე, სვანური მარილის ყიდვა ჯობდა თუ ლობიანის, ვერ გადავწყვიტე და ბოლოს ორივე ვიყიდე... - გავუღიმე, - კარგია ბავშვობა!

სახე მოებრიცა გოგოს და თავის
პატარას თავზე ხელი გადაუსვა (ალბათ იმ თვეში პირველად). 
ცოტაც დავუმატე:
- რატომ ვიყიდე, არც ვიცი, არც ეს ლობიანი მინდოდა და არც პილპილი...

გოგომ შეშფოთებულმა გამიღიმა და დისტანცია დაიჭირა, აღარც გამოუხედავს უკან.

მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ჩემმა ტყუილმა კარგი შედეგი გამოიღო - თავის პატარას უფრო ხშირად მოეფერება!" - წერს კოტე იანტბელიძე.

აღსაზრდელი მშობლები - როდის უნდა მივცეთ შვილს შენიშვნა
დასჯასაც თავისი წესი აქვს - რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...
უნდა მისცეთ თუ არა დედას შენიშვნა აღზრდის თაობაზე - შეწუხებული ახალგაზრდა დედის ემოციური პოსტი

6528
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
makos
1
გიჟი შენ უფრო ჩანხარ, უბრალო ჭეშმარეტაბს რომ ვერ ხვდები
12:16 / 20-05-2018
mako
6
უფრო გიჟი ეგონე :)
22:47 / 21-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```