"არასდროს ქმრის სიყვარული შვილების სიყვარულზე წინ არ დამიყენებია"
"არასდროს ქმრის სიყვარული შვილების სიყვარულზე წინ არ დამიყენებია"
ჩვენს ვებგვერდზე არაერთხელ დაგვიწერია ქალბატონების ან მამაკაცების, ცნობილების და არაცნობილების აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახში ცოლ-ქმრის დიდი სიყვარული და ასევე იმ საკითხზეც გამოთქვამდნენ ხშირად ადამიანები აზრს, მეუღლე უფრო უყვარდათ თუ შვილი. ქალების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ქმარი შეიძლება გიყვარდეს შვილზე მეტად. როცა შვილი ჩნდება ქალის ცხოვრებაში, ის ყველაფერს წონის ამქვეყნად. ამას ადასტურებს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც მოგვწერა საკუთარი მოსაზრება:

"მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, მსგავსი არც წარმომიდგენია, არასდროს ქმრის სიყვარუი შვილების სიყვარულზე წინ არ დამიყენებია. არასდროს არ
გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთი უფრო გვიყვარდა, ვიდრე შვილები. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.
ორი წკის წინ გარდამეცვალა შვილი და წლი-ნახევრის წინ - ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იყო არაჩვეულებრივი, არც ერთს არაფერს ვემდუროდი, რა შედარებაა... ვინ თქვა, რომ ერთნაირად მტკივა გული, შვილის სიკვდილმა სულიერად მომკლა და გამანადგურა, რა თქმა უნდა, რომ მეუღლესაც მივტირი და განვიცდი, მაგრამ შედარება არ შეიძლება. შვილი ჩემი სხეულის ნაწილია, როგორ შეიძლება, მისი ვინმესთან შედარება, მე ის ძალიან მტკივა, ეს ტკივილი არა და არ ნელდება..."

4326
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მაკო
0
ოჯახის შექმნის ძირითადი დანიშნულება ხომ შვილების გაზრდაა, რა გასაკვირია, რომ შვილის სიყვარულზე წინ ვერავის დააყენებ, და შვილის ტკივილზე მეტად არაფერი გეტკინება
07:56 / 27-02-2018
გაგა
1
რათქმაუნდა არ შეიზლება ერთმანეთს შეადარო მეუღლის და შევილების სიყვარული. არა იმიტომ რომ რომელიმე უფრო მეტად გიყვარს, არამედ იმიტომ რომ სხვადსხვანაირი სიყვარულია. ისე ჩემი აზრით, თუ მეუღლის სიყვარულს წინ აყენებ შვილების სიყვარულზე, ეს შვილებისთვის ზრუნვაა, რადგანაც შვილს არაფერი არ სჭირდება ისე ძალიან, როგორც იმის შგრძნება, რომ მშობლებს უპირობოდ და უსაზღვროდ უყვართ ერთმანეთი. შვილი მაშინაა ბედნიერი, როცა მშობლების ერთად ყოფნის ბედნიერებას ხედავს. ასეთი შვილები თვითონაც ბედნიერ ოჯახებს ქმნიან. სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ქალები ვერ აცნობიერებენ ამას. გიყვარდეთ ქმრები,მოეფერეთ, აგრძნობიეთ რომ ისინი ისევე გიყვართ უგონოდ მთვრალები, როგორც ფხიზლები. ისევე გიყვართ სახლში გვიან მოსულები, როგორც მაშინ როდესაც სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოდიან. მოეფერეთ ქმრებს და ამით თქვენს შვილებს ბედნიერებს გაზრდით.
12:54 / 20-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```