"ვინ თქვა, რომ ერთნაირად მტკივა გული, შვილის სიკვდილმა სულიერად მომკლა და გამანადგურა..." ჩვენს ვებგვერდზე არაერთხელ დაგვიწერია ქალბატონების ან მამაკაცების, ცნობილების და არაცნობილების აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახში ცოლ-ქმრის დიდი სიყვარული და ასევე იმ საკითხზეც გამოთქვამდნენ ხშირად ადამიანები აზრს, მეუღლე უფრო უყვარდათ თუ შვილი. ქალების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ქმარი შეიძლება გიყვარდეს შვილზე მეტად. როცა შვილი ჩნდება ქალის ცხოვრებაში, ის ყველაფერს წონის ამქვეყნად. ამას ადასტურებს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც მოგვწერა საკუთარი მოსაზრება:
"მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ქმარი მყავდა, მსგავსი არც წარმომიდგენია, არასდროს ქმრის სიყვარუი შვილების სიყვარულზე წინ არ დამიყენებია. არასდროს არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთმანეთი უფრო გვიყვარდა, ვიდრე შვილები. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.
ორი წკის წინ გარდამეცვალა შვილი და წლი-ნახევრის წინ - ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე იყო არაჩვეულებრივი, არც ერთს არაფერს ვემდუროდი, რა შედარებაა... ვინ თქვა, რომ ერთნაირად მტკივა გული, შვილის სიკვდილმა სულიერად მომკლა და გამანადგურა, რა თქმა უნდა, რომ მეუღლესაც მივტირი და განვიცდი, მაგრამ შედარება არ შეიძლება. შვილი ჩემი სხეულის ნაწილია, როგორ შეიძლება, მისი ვინმესთან შედარება, მე ის ძალიან მტკივა, ეს ტკივილი არა და არ ნელდება..."