"ჩემს შვილებს ვეღარ ვუყურებდი, საკუთარი არსებობა მეზიზღებოდა..." ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც გოგონა ქმრის ოჯახში მის მძიმე პირობებზე წერდა (იხილეთ სტატია), დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ კომენტარში ერთ-ერთმა დედამ თავისი ამბავი გვიამბო:
"ზუსტად ვიცი, ახლა რა მდგომარეობაში ხარ და ისიც ვიცი, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდე ერთი ან მეორე გადაწყვეტილებით... 22 წლისას უკვე 2 შვილი მყავდა 1,5 წლის სხვაობით და 1 წლის მერე მესამეზე დავრჩი. სრული ტრაგედია იყო ეს ჩემთვის, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ბავშვების დატოვება ისედაც დიდი პრობლემა იყო, ახლა მესამეს გაჩენა მეორედაც მიმატოვებინებდა უნივერსიტეტს და ჩემი ცხოვრება ერთ ნაცრისფერ მასად მესახებოდა...
აბორტი გავიკეთე, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ ვიცოდი რამხელა დანაშაულს ჩავდიოდი. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა ტანჯვას თუ მივაყენებდი თავს. ჩემი საქციელის მთელი სიმძიმე მაშინ გავითავისე, როცა აღარაფერს ეშველებოდა, მარტო ჩემი შვილი კი არა, მეც მოვკვდი შიგნიდან... ჩემს შვილებს ვეღარ ვუყურებდი, საკუთარი არსებობა მეზიზღებოდა და ვერც ვერასდროს ვაპატიებ თავს ამ საქციელს. ახლა ველოდები მესამეს ისევ და ეს კიდევ უფრო მეტ ტკივილს მაყენებს, განა რა უნდა მომსვლოდა ჩემი შვილის დაბადებით იმაზე უარესი, ვიდრე მისი სიკვდილით დამემართა. შვილების მკვლელი დედის სტატუსი ყველაზე მძიმეა, სხვა ყველაფერთან შედარებით..."