"მოძალადე ქმარი მინერგავს, რომ არარაობა ვარ, ცუდი ქალი და უვარგისი..."
"მოძალადე ქმარი მინერგავს, რომ არარაობა ვარ, ცუდი ქალი და უვარგისი..."
ეს გამოხმაურება სალომე შარვაძის ინტერვიუს მოჰყვა. მსახიობი ქალის, დიასახლისის უფლებებს შეეხო (იხილეთ სტატია). ერთ გოგონას გაუჩნდა სურვილი, საკუთარი მძიმე და გამოუვალი ამბავი მოეყოლა:

"სადმე ერთოთახიანი რომ მაინც მქონდეს და სამსახური, რომ შვილები მშივრები არ მყავდეს, ელემენტარული გავუკეთო, სულელი კი არ ვარ, მოვითმინო დამცირება, შეურაცხყოფა და ხელით შეხება... ნამდვილად არ მაქვს თავზე წარმოდგენა, რომ არარაობა ვარ, რომ ცუდი ქალი ვარ და უვარგისი ყველაფერში, თუმცა ამას მინერგავს მოძალადე ქმარი.
არ შეიძლება, კაცს რაც ავადმყოფურ თავში არალოგიკური და არანორმალური აზრები მოუვა, ყველაფერი პირში
გაძახოს და თუ პასუხი გაეცი, გცემოს!!! ყოველ წუთს ყველაფერში გაკონტროლოს - ეს ნორმალურია?
იმდენი რამის თქმა შემიძლია... ღმერთო, რატომ არ არის სამართალი?
საინტერესოა, მე რატომ არ მომდის ავადმყოფური აზრები და რატომ არ მინდება, ვცემო? ნუთუ ასეთი იდეალურია? არა, უბრალოდ ყველა ადამიანი როდია!!!"
ეკა
3507
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```