"თავის დღეში საკუთარი სოფლიდან არ გაუღწევია და ახლა მოუნდა მოგზაურობები" - დედამთილის გულახდილი ნაამბობი
"თავის დღეში საკუთარი სოფლიდან არ გაუღწევია და ახლა მოუნდა მოგზაურობები" - დედამთილის გულახდილი ნაამბობი
ქართულ რეალობაში ოჯახის შექმნის მეთოდები დროდადარო ფორმას იცვლიდა, ბებიების თაობაში რომ არასრულწლოვან გოგონებს ათხოვებდნენ, არავის უკვირდა, კიდევ უფრო მერე მოტაცებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გარიგებით და ანგარებით დაოჯახება კი თითქმის ყველა დროს ახასიათებს. თუმცა ახლა დაოჯახების იმ მეთოდებზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რას გამოც წყვილები ტყუილების თქმას არ ერიდებოდნენ. სწორედ ასეთ შემთხვევაზე სრულიად შემთხვევით საუბარი ჩამოაგდო ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა და გადავწყვიტეთ მის მონაყოლის გასაჯაროება, თუმცა მისი თხოვნით ქალბატონის სახელს და გვარს ვერ
დავასახელებთ.

"ქორწინებიდან ერთი თვის თავზე რძალმა ცხვირი ჩამოუშვა. ისეთი გაოცებული სახით გვიყურებდა, გეგონება მუზეუმის ექსპონატებს ვგავდით. რომ აღარ აწია ეს ჩამოშვებული ცხვირი, ჩემს შვილს ვკითხე, რა სჭირს შენს ცოლს-თქო. ახლა წერის დროს ჩემს ტონს დამიწუნებთ, რა უხეში დედამთილი იქნება ესო, მაგრამ ასეც არ იყო. კეთილი გულით და სულით, რაც მქონდა, ყველაფერი რძლისთვის მემეტებოდა. ჩემი ნამზითვი პენუარი ვაჩუქე, როცა ოჯახში მომიყვანეს. წლობით ვინახავდი, ბიჭის ცოლს უნდა ჩავაცვა, მე ხელსაც კი არ გავუყრი-მეთქი, მაგრამ რად გინდა, დაუნახავი რომ შემოგივა ოჯახში.
ერთ დღესაც ფარდა აეხადა ყველაფერს, ნეტავ მანამ მომხდარიყო ეს ჩხუბი, სანამ 200-კაციან ქორწილს გადავუხდით და ხარჯს ვნახავდით. რძალი ხომ შემხვდა ბედოვლათი, შვილი მყოლია უარესი.

თურმე,
როგორც ცოლ-ქმრის ჩხუბიდან გაირკვა, სანამ ჩემი შვილი მოიყვანდა და ოჯახს შექმნიდა, ტყუილებით გაუბრუებია, ბინა მაქვს თბილისშიო და სოფელში ცხოვრებას არ ვაპირებო. მე გლეხის ქალი დედამისი, თურმე ბავშვთა ექიმი ვყოფილვარ, ჩემი გასაცოდავებული "მატორისტი" ქმარი კი - სკოლის დირექტორი, თავად კი - ბანკის თანამშრომელი. ვიღაცისთვის ესეც ცოტა იქნება გულის მოსაგებად, მაგრამ მოიხიბლა, როგორც ჩანს, ჩემი ოჯახის დამაქცევარი და გაუბა ჩემს შვილს რომანი. ვაიიმ დღეს, ეს ტელეფონები რომ გამოუშვეს და გაყიდეს... პირველივე პაემანზე ნათხოვარი მანქანით მისულმა ვაჟბატონმა რომ გაასეირნა, სულ გადაეკეტა ალბათ და მეორე შეხვედრაზე გამოეკიდა ცოლად. ჩვენ რა ვიცოდით, ასეთი ტყუილებით თუ გააბრუეს ერთმანეთი.

მოკლედ, ერთ დღესაც გაგვიბრაზდა რძალი, რასაც დამპირდა ჩემი ქმარი, არაფერი არ შემისრულაო, ისეთი მოთხოვნები ჰქონია, გეგონება სამეფო ოჯახიდან ყოფილიყო წამოსული. თავის დღეში საკუთარი სოფლიდან არ გაუღწევია და ახლა მოუნდა მოგზაურობები. კარგი, ხო, ჩემი შვილი ცუდად მოიქცა, მაგრამ მე ის ვერ გამიგია, რატომ აქვთ ამ ქალებს ასეთი სურვილები და მოთხოვნები, როცა თვითონ არ წარმოადგენენ არაფერს. თუ სასწაული გოგო იყო და უკეთესს იმსახურებდა, გაეხილა თვალი და ორჯერ ნანახ ბიჭს არ გამოკიდებოდა. მე რომ გავთხოვდი, ვიცოდი, ჩემს ქმარს რა პირობები ჰქონდა, ვიშრომეთ, ვიწვალეთ და გამოვზარდეთ შვილები. ახლა ახალგაზრდები თვითონ არაფრის მაქნისები არიან და უფროსებთან აქვთ პრეტენზიები. ერთიც გავუშვი სახლიდან და მეორეც, ვნახოთ, რამდენს გაუძლებენ. არც ის ვიცი, როგორი სიბერე მელოდება, ასეთ შვილებს მოუნდებათ კი ღარიბი დედ-მამის მონახულება და პატრონობა".







15511
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
მერი
0
ეს უფრი აქ დაწერილ კომენტარს ეხება:თუ კი დედამთილმამათილს ხელში არ უნდა შეხედოს რზალმა,მაშინ რომ გაუჭირდებათ და ჩავარდებიან არც მათ შეხედონ რდზალს,ოჯახში შედიხარ და თავს არავინ არაფრით ივალდებულებს,რდზლისგანაც იგივეს უნდა მოელოდნენ
08:13 / 13-10-2019
ნინი
2
თავისებურად ეს ქალიც მართალია. მაგრამ რძალიც არ ტყუის. თუმცა პრეტენზია ქმართან უნდა ქონოდა და არა ოჯახთან. პენუარზე რა ვთქვა ალბად ამ ქალისთვის ძვირფასიც იყო ის პენუარი მაგრამ ამ გოგოსთვის ვერ იქნებოდა . ნივთი მაშინაა ძვირფფასი როცა ადამიანი გიყვარს მისი ნაჩუქარი ნაგლეჯიც ძვირფასია.ზოგი იმიტომ თხოვდება გასათხოვრობისას რასაც ვერ მოესწრო ქმართან ერთად გაიაროს. რატომ გიკვირთ თუ ცოლ ქმარს გასვლის სურვილიი აქვს. აბა გოგო ყოფილიყო შენი. ორივე ტყუის .
22:40 / 09-10-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?