" როცა შვილი გავაჩინე და ვნახე დაბადების მოწმობა, აღმოჩნდა, რომ არაქართველი იყო..." ცოტა ხნის ერთმა ქალბატონმა გვიამბო თავისი შვილისა და რძლის ამბავი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ("თავის დღეში საკუთარი სოფლიდან არ გაუღწევია და ახლა მოუნდა მოგზაურობები" - დედამთილის გულახდილი ნაამბობი). ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტეთ სოციალური ქსელის საშუალებით გაგვეგო, თუ რა სახის ტყუილებს ამბობდნენ დაოჯახებამდე და დაოჯახების შემდეგ მამაკაცები ქალის გულის მოსაგებად. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"მე მომატყუა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სანამ გავყვებოდი, სულ სხვა სახელი და გვარი მითხრა. როცა შვილი გავაჩინე და ვნახე დაბადების მოწმობა, აღმოჩნდა, რომ არაქართველი იყო. ამავდროულად დედ-მამა არ ჰყავს და ვიღაც ქართველი ოჯახი გამაცნო მის მშობლებად. კიდევ ის, რომ ამერიკაში ბიზნესები ჰქონდა და წელიწადში 5 თვე იქ უნდა ყოფილიყო. თურმე ცოლი და 3 შვილი ჰყოლია და 5 თვეს მათთან ატარებდა... 7თვე ჩემთან იყო, ოჯახიც კი მოისყიდა ჩემ გამო, თუმცა ვერ ვაპატიე"...
"კაცი კი ამბობს ტყუილს, მაგრამ ქალები რატომ გიჟდებიან ბინაზე, აგარაკზე? სიყვარული საერთოდ არ არსებობს ხოლმე, მთავარია ჩაიგდეს მაგარი ბიჭი ხელში" .
"ამ შემთხვევაზე გამახსენდა, ჩემმა ახლობელმა უთხრა საცოლეს, არც სახლი მაქვს, არც მანქანა მაქვსო, თუ გამომყვები, რასაც ვიშოვი, გავიყოფთ და სიხარული გაგვაძლებინებსო. არადა მოატყუა, მშვენიერ სამსახურში მუშაობდა და სახლიც ჰქონდა".
"არც ქალები არიან წმინდანები, იქნებ მათი ქცევის გამო არიან იძულებული მამაკაცები, რომ მოიტყუონ, დღეს ყველას ფული და კომფორტი აინტერესებს".
"ჩემმა ქმარმა საყვარლისგან გაჩენილი ბავშვი ისე გაგვაცნო, როგორც მისი ნათლული, სიმართლე მას შემდეგ გავიგეთ, რაც ქონება მოითხოვა ბავშვის დედამ, საშინლად გავბრაზდი, მაგრამ რა უნდა მექნა, წასასვლელი არსად მქონდა".