"მიკვირს იმ ქალების, რომლებიც სიამაყით ამბობენ, თუ როგორ გააკეთეს საერთო "ფეისბუქი"
"ხშირად აღნიშნავენ ჩემ გარშემო მყოფები, რომ ძალიან თანამედროვე ქმარი მყავს და ასეც არ შეიძლება... უნდა მოგიყვეთ რაში გამოიხატება ეს თანამედროვეობა. მე ძალიან კი მეცინება, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ ასეთი ბნელი აზროვნების ხალხს შველა სჭირდება.
მოკლედ, როცა ნიკო გავიცანი, 23 წლის ვიყავი და ურთიერთობის ორი წლის თავზე გადავწყვიტეთ დაოჯახება. ამ დროის მანძილზე არასოდეს ჰქონია სურვილი დაესვა ისეთი უაზრო კითხვები, როგორსაც ხშირად უსვამენ გოგოებს ქართველი ბიჭები: - აქამდე ვინმესთვის გიკოცნია? ჩემ გამო მეგობრებიდან ხალხს წაშლი? ჩემი სიტყვა შენთვის კანონი იქნება?..
ჩამონათვალი იმდენად შორს წამიყვანს, რომ ჯობია გავჩერდე... შეხვედრის პირველივე დღიდან ორივემ ვიზრუნეთ იმაზე, რომ ერთმანეთის ნდობა შეგვენარჩუნებინა, ოღონდ ისე არა, ფეისბუქპაროლებს რომ ცვლიან წყვილები და ტელეფონის სმს-ებში ძვრებიან. უფრო მეტიც, გათხოვების შემდეგ არც ერთი შეტყობინება არ წამიშლია ჩათიდან, ისინიც კი, თაყვანისცემლები რას მწერდნენ, სულ რომ ჩართული დამრჩეს "ფეისბუქი“, ვიცი, რომ ჩემს ქმარს რეაქცია არ ექნება და შეიძლება არც წაიკითხოს, თუ როგორ მაწონებდნენ ბიჭები თავს. მუდმვად მოტივირებული ვარ მის გვერდით, არასოდეს მიკრძალავს რაიმეს ჩაცმას, მეგობრებთან გართობას და მე იმდენად მაბედნიერებს მისი ასეთი დამოკიდებულება, რომ ვერც კი წარმომიდგენია ვინ შეიძლება შემიქმნას ასეთი კომფორტი. ვთვლი, რომ ჩემი ქმარი ძალიან თანამედროვე კია არა და შემდგარი მამაკაცია, კომპლექსებისგან თავისუფალი.
ვფიქრობ, რომ მამაკაცს, რომელსაც არ ააქვს არასრულფასოვნების კომლექსი, არასოდეს გაუჩნდება სურვილი ეჭვიანობის, და კონტროლის მექნიზმების შემუშავებით არ შეიწუხებს თავს. ნუ მამაკაცებს თავი რომ დავანებოთ, მიკვირს იმ ქალების, რომლებიც სიამაყით ამბობენ, თუ როგორ გააკეთეს საერთო "ფეისბუქი".
ერთი ეს ვერ გავიგე, რატომ უნდა წაიკითხოს ჩემმა ქმარმა, დაქალი რას მწერს, ან რატომ ვერ უნდა გამიზიაროს თავის აზრები მეგობარმა იმის შიშით, რომ შეიძლება ამას ჩემ გარდა სხვა ვინმეც შეიძლება კითხულობდეს. ასეთი ქცევა ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ქალს გათხოვების შემდეგ აღარ რჩება პირადი სივრცე. ცალკე თემაა საერთოდ, ოჯახის შექმნის შემდეგ მამრობითი სქესის მეგობრები რომ აღარ უნდა გყავდეს და როგორ უნდა დაუქნიო მათ ხელი.
ამას წინათ მეგობრები შევიკრიბეთ და ერთმა თქვა, თუ როგორ აუკრძალა ბავშობის მეგობართან ურთიერთობა ქმარმა, მხოლოდ იმიტომ, რომ წაიკითხა მათი მიმოწერა, სადაც ის გოგო თავის პირად ურთიერთობებზე უყვებოდა.
პ.ს. ბედნიერება მოაქვს ნდობას და ადამიანს, რომელიც პატივს სცემს შენს შეხედულებებს. ეს ყველაფერი კი სიყვარულს ამყარებს".
ელენე, 30 წლის
რატომ აქვს ქართველ ცოლ-ქმარს საერთო ფეისბუქი? - ”ეგზოტიკა” ქართული რეალობიდან