"ბავშვების ხროვა დაესია ჩემს შვილს, ზოგი ურტყამდა, ზოგი კბენდა..." - გამაოგნებელი შემთხვევა თბილისურ ეზოში
"ბავშვების ხროვა დაესია ჩემს შვილს, ზოგი ურტყამდა, ზოგი კბენდა..." - გამაოგნებელი შემთხვევა თბილისურ ეზოში
ეს ჩვენი მკითხველის, თეა ხ.-ს წერილია, რომელმაც გვთხოვა, მისი ამბავი გაგვესაჯაროებინა, რათა ბევრმა მშობელმა გაიგოს. სამწუხაროდ, ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ეზოში მოხდა:

"გამარჯობათ. გიამბობთ ერთ არც თუ სასიამოვნო შემთხვევაზე.

მყავს 2 შვილი - 11 წლის და 8 წლის. მოსკოვში ვცხოვრობთ.

რამდენიმე დღეა ჩამოვედით საქართველოში. ბავშვებმა მთხოვეს, ეზოში ჩამეყვანა. ვინაიდან ჩვენს კორპუსს ეზო არ აქვს, მოგვიწია გვერდზე სახლის ეზოში ჩასვლა.

ბიჭი კალათბურთზე დადის და დაიწყო ბურთის კალათში ჩაგდება, გვერდზე კიდევ სხვა ბავშვები თამაშობდნენ, ყველა ასაკის 10 წლამდე, ალბათ - 10-11
ბავშვი.

მე და ჩემი მეორე შვილი, გოგონა, რამდენიმე მეტრის მოშორებით სკამებზე ჩამოვსხედით.

იმ უცხო ბავშვებიდან ორს ერთმანეთთან ჩხუბი მოუვიდა. ჩემი შვილი მივიდა და უთხრა, არ შეიძლება ასეთი დარტყმაო და გაშველება დაუწყო... ამ დროს ეს ბავშვების ხროვა დაესია ამ ჩემს შვილს და ზოგი ფეხს ურტყამდა, ზოგი - მუშტს, ზოგი - ბურთს თავში. გულშიც ჩაარტყეს, ყელშიც და დაკბინეს ორ ადგილას... სულ რაღაც წამებში.... ჩვენ მოშორებით ვისხედით და ვერც კი დავინახეთ, ისე მოხდა ეს ყველაფერი.

გამოიქცა ჩვენკენ ბავშვი და ყვება რა მოხდა, ძლივს... იქვე ახალგაზრდა ბიჭებიც იყვნენ. დაინტერესდნენ, რა მოხდაო. ჩემმა ისევ დაიწყო მოყოლა... ვერც ყვებოდა, გული ამოუჯდა, თან განერვიულდა და რუსული და ქართული
სიტყვები ერთმანეთში აერია.

იმან, არა უშავსო, კაცი ხო ხარო... დავუწყეთ დამშვიდება და გამოკითხვა წესიერად, თუ რა მოხდა. რომ აგვიხსნა ყველაფერი და მაისური ავუწიეთ, იმხელაზე იყო ბავშვი დაკბენილი, გული გამისკდა.

შევუვარდი იმ ბავშვებს და ვუყვირე, ვინ დაკბინა-თქო ბავშვი... ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამეღო და დამენარცხებინა მიწაზე ის ბავშვები და ყველა მცირეწლოვანი აგრესორი, მაგრამ თავი შევიკავე... უბრალოდ ვუყვიროდი.

გვერდზე ახალგაზრდებიდან წამოყვეს თავები და დაუწყეს დაცვა თავიანთ ბავშვებს, ერთი ასაკოვანი კაცი აქეთ გადმოვიდა  შეტევაზე, თურმე ჩემი ტყუოდა, არც გაიგო, რა მოხდა და ვინ ვინ დაგლიჯა.

თქვენთვის მიღებულია ძაღლივით კბენა-მეთქი, ვკიოდი? აბა, მუშტი დაერტყა და ცხვირი გაეტეხაო? - ასეთი პასუხი გამცეს.

ან რატომ უნდა დაეკბინათ, ან ცხვირი რატომ უნდა გაეტეხათ? არ შეიძლება, ისე ითამაშონ ეზოში? იყვნენ მეგობრულები და კეთილები? ისინი ხომ ჯერ ძალიან პატარები არიან?

რომ ვკითხე ჩემსას, შენ რატო არ დაარტყი-მეთქი, ყველა ჩემზე პატარა იყო და ვისთვის დამერტყაო?

არასოდეს არ ვასწავლით ჩვენ ბოროტებას და აგრესიას. უბრალოდ პასუხის დაბრუნება უნდა შეეძლოს.უნდა შეეძლოთ დაჩაგრულის დახმარებაც და თავის დაცვაც... აქ სულ სხვა რამეს წავაწყდით.

არადა, ისე ელოდებიან ხოლმე საქართველოში ჩამოსვლას... ბოლოს უკვე საათებში გადაჰყავთ, რამდენი რჩება საქართველოში ჩამოსვლამდე... ბავშვებს სულ სხვა წარმოდგენები აქვთ საქართველოზე და ქართველობაზე (ჩვენ შევუქმენით) და გული დაწყდა ძალიან,რომ აქ ასე მოექცნენ..."

altაგრესიული ბავშვი - მიზეზები და მშობლების ქმედებები


5744
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
თამარი
0
ანალოგიური შემთხვევა მოხდა ჩვენს ეზოში. 5 წლის ბავშვი სცემეს 10-11 წლის ბავშვებმა. ზუსტადაც რომ ცუდად ზრდიან
09:30 / 18-06-2018
ჩოგანა გორელი
6
დედა სხვა ბავშვებს ხროვას, რომ უწოდებს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს.
12:44 / 15-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?