"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"
"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"
სასკოლო ბანკეტებისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი უჯდება მშობელს. უფრო მეტიც, ისეთი რაოდენობის თანხები გროვდება, რომ ბევრი იძულებულია უარი თქვას სკოლის ბანკეტზე. მიუხედავად ფინანსური დაბრკოლებებისა, ქართული ბანკეტების სიმრავლე მაინც  აშკარად თვალშისაცემია. სწორედ ამ თემაზე მოგვწერა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც შვილი სკოლის ბანკეტზე ვერ გაუშვა.

"ემოციური წელი მაქვს. ბავშვი აბიტურიენტია. წელებზე ფეხს ვიდგამთ, რომ რეპეტიტორებს თანხა გადავუხადოთ. ქართულში და ისტორიაში თვითონ ემზადება, მაგრამ იმ ორი საგნის გადახდაც კი გვიჭირს ზოგჯერ. მიუხედავად ჩვენი ფინანსური პრობლემებისა, თავიდან ბანკეტზე უარი არ გვითქვამს,
რადაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, მაგრამ ზოგიერთმა მეტიჩარა ბავშვმა და მშობელმა ისეთი მოთხოვნები წამოაყენა, სულ რომ ფეხებით დავეკიდეთ, ჩემს შვილს ვერ გავუშვებდი. ვინ არ იცის, რომ ბანკეტი ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლებია ეს ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, უარი უნდა ვუთხრათ შვილებს.

ბანკეტის ხომ იმისთვის კეთდება, რომ ყველა ერთად შეიკრიბოს. ჩემი შვილის კლასმა კი ისე მოაწყო ყველაფერი, მხოლოდ ფულიანები დარჩნენ ბოლოს. სულ პირველად 300 ლარი თქვეს. ამაში შედიოდა რესტორნის თანხა და ვიდეო გადაღება. მერე ვიღაცები გამოხტნენ და ცალკე ფოტოგრაფი მოითხოვეს, დრონის გარეშე რა ბანკეტი გამოგვივაო, ესეც არ იკმარეს და რამდენიმე მშობელმა, ჩემი შვილის
ბანკეტზე მეც უნდა ვიყოო. ამ მოთხოვნის ფონზე თანხა 500 ლარამდე ავიდა. როგორც მივხვდი, მშობლების ბანკეტზე ყოფნით თანხის რაოდენობა იზრდებოდა და უფრო მეტად აისრულებდნენ თავიანთ სურვილს ბავშვები. ეყოლებოდათ დიჯეი, ანიმატორი (საერთოდ ვერ ვხვდები, ამ უკანასკნელის ყოფნა რა საჭიროა), იმაზე აღარაფერს ვიტყვი, სუფრა და გამოპრანჭვა რომ სჭირდებათ. საბოლოოდ 30 ბავშვიდან 20 იყო ბანკეტზე.

ძალიან ვინერვიულეთ შვილის გამო, ჩემს ქმარს მთელი ღამე წნევა ჰქონდა, ბანკეტზე, რომ ვერ გავუშვით. როგორც ჩანს, თუ ფული არ გაქვს, აღარც კლასელი თანაგიგრძნობს და აღარც მისი მშობელი. ამას ვერავის მოსთხოვ. თუმცა მე რომ დავამთავრე სკოლა, ერთი ბავშვი უსახსრობის გამო ვერ მოდიოდა, სახლში მივადექით მთელი კლასი და ისე წამოვიყვანეთ, ფული არ დავადებინეთ...

სრული კლასი შეძლებდა ყოფნას, ნაკლები მოთხოვნებით და მოკრძალებულად რომ გადაეხადათ ბანკეტი. თუმცა რა უნდა შეაგნებინო მეტიჩარა მშობელს, რომელსაც სადარდებელი არაფერი აქვს... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა ზოგიერთ მშობელზე, რომ არსად არასდროს დადიან, საქმე არ აქვთ და თავის გამოჩენის მიზნით შვილების ბანკეტზე სიარულიც ამიტომ მოიგონეს. აღარაფერს ვამბობ ამდენი მასწავლებლის დაპატიჟებაზე, განა რა დამსახურება მიუძღვით, როცა მათი უმოქმედობის გამო ფულებს რეპეტიტორებს ვუხდით, ბანკეტზე კი სრული შემადგენლობით პატიჟებენ. ამას წინათ გულდაწყვეტილმა მეგობარს მოვუყევი ამ ამბებზე და იმან სულ გადამრია, ფული რომ შეგროვილიყო საკმარისი, ოჯახიდან სამი კაცი წავიდა ბანკეტზეო... ეს ფენომენი საერთოდ ვერ ამოვხსენი...
მოკლედ, ახალი ამბავი არ არის პირადად ჩემთვის, რომ მეტად ამპარტავანი და თავმომწონეები ვართ ქართველები. დღეს 500 ლარს გადავიხდით ბანკეტში, მთელი წელი კი ბანკის ერთ ვალს მეორე ვალით ჩავანაცვლებთ".

ნარგიზა, 48 წლის

26577
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (24)
ჰუმ
0
ბევრს თავზე აქვს და ტრაკზე არა ... კლასის შეკრებაა ფუ ვითომ მეგობრობის? ვინც აიღო საკუთარ თავზე მანვე უნდა იზრუნოს სრულ შემადგენლობაზე. მანქნის ყიდვასაც შევეხები და იმ პედაგოგს დიდი სიამოვნებით ვნახავდი ციხეში.
21:46 / 25-05-2019
დდდ
0
500 ლარი რა არის. გავიგე შემთხვევა, რომ მეტიჩარა მშობლებმა წამოაყენეს წინადადება ბანკეტის გარდა დამრიგებელს მანქანა ვუყიდოთო, რა მოხდა 200-300 დოლარის დადება მოგვიწევს თითოეულს და მორჩაო. მერე კიდე ფულის არქონაში არ არის საქმე. ქართველები სხვის დასანახავად და სხვის ჯინაზე ვცხოვრობთ, ესაა უბედურება
19:27 / 17-05-2019
მსგავსი სიახლეები