"ეს ყველაფერი მეტიჩარა მშობლების ბრალია, რომლებიც უსიყვარულოდ ზრდიან თავიანთ შხვილებს..."
"ეს ყველაფერი მეტიჩარა მშობლების ბრალია, რომლებიც უსიყვარულოდ ზრდიან თავიანთ შხვილებს..."
აქტუალობას არ კარგავს საქართველოში გადახდილი სასკოლო ბანკეტების თემა. მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა დაახლოებით იმ თანხის ოდენობა, რასაც სკოლადამთავრებულები და მათი ოჯახები ხარჯავენ, მკითხველთა უმრავლესობა გაკვირვებას და ბრაზს ვერ მალავს. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი მკითხველის წერილს:
"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"


თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე ჩვენი მკითხველები, სწორედ ამ წერილის კომენტარებში გამოხატეს:

"მშობლების ფული კარგია და ბანკეტზე აყოფნა არა - ხოო? ასეთ შვვილს საერთოდ არ მივცემ ფულს და რითი წავა, ვნახავ მერე".

"მე არ მინდოდა, რომ ჩემი მშობლები ყოფილიყვნენ რადგან შებოჭილი ვიყავი და
ვერ გავერთე. მე არ წავალ ჩემი შვილის ბანკეტზე, როცა ექნება... გართობა ისედაც არ მაკლია".

"საოცრება! ისე რა უნდა გაერთო, რომ მშობელმა ხელი შეგიშალოს? დედაჩემი იყო ჩემს ბანკეტზე და ისეთი დრო გავატარე, ისეთი მშვენიერი, დაუვიწყარი! ნუ ვისაც გესტაპო ჰყავს, არ ვიცი მაგაზე რა მოგახსენოთ. ამის მერე კი ვეღარ ივლის დედა შვილთან ერთად
და ეს დღე მაინც უნდა იყოს სამახსოვრო".

"რა თავის მოწონებაა, რატომ უნდა იყოს ის მასწავლებელი ბანკეტზე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ჩემი შვილისთვის, ზოგიერთები ძალით იპატიჟებენ თავს".

"ზოგიერთ ბანკეტზე მასწავლებლები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოსწავლეები, მერე უკვირთ, რატომ ჯდება ამხელა თანხა".

"მე მასწავლებელი ვარ და ვთვლი, რომ ორივე მშობელი უნდა იყოს".

"მე მგონია, რომ ბანკეტი ძველმოდურია და სადმე ტურით ჯობია წასვლა".

"არც მშობელი არ უნდა იყოს და მასწავლებელსაც თუ უნდა წასვლა, კეთილი ინებოს და დადოს ფული თვითონ. რატომ უნდა დაპატიჟოს ბავშვმა? რამდენი ბავშვი არ მიდის მაგის გამო, რომ ფული არ აქვს".

"ცალკე სადაც უნდათ, იქ წავიდნენ, მაგრამ 18 წლის მოზარდებთან ერთად, რომლებსაც გართობა და დროსტარება უნდათ, მშოლები წარმოუდგენლად მიმაჩნია".

"დღეს მართლა იმდენი ჯდება ბანკეტი, 11 წლით ადრე უნდა დაიწყო თანხის შეგროვება. სამწუხაროა, ძალიან ბევრი ვერ წვდება ამ ხარჯებს. ძალიან ცუდია, რომ ბავშვივ ვერ წავიდეს თავის ბანკეტზე, ყველას უნდა შვილი ლამაზი ბანკეტით გააცილოს სკოლიდან, ფოტოგადაღების გარეშე მართლა რა ბანკეტია? ვიდეო და ფოტო ყველაზე მთავარია, დრონი ზედმეტია, შეიძლება მაგის გარეშეც..."

"ერთ ბავშვსაც რომ არ შეეძლოს წამოსვლა, უნდა  გაითვალისწინონ. მე ვმუშაობ სასწავლო ცენტრში და მაგ ყველაფრის დაბალანსება საკმაოდ ადვილია".

"ზედმეტად  ატუტუცებენ შვილებს... როგორი დრო უნდა ატარო ბანკეტზე, როცა იცი, რომ სახლში ატირებული კლასელია, რომელიც უსახსრობის გამო ვერ წავიდა..."

"ცოტა ნაკლებად გადაპრანჭვა შეიძლება... მოკრძალებული ბანკეტიც საკმაოდ დასამახსოვრებელია. დრონის გარეშეც ძალიან კარგი გამოდის ყველაფერი. ერთი სკოლის ბოლო ზარზე მშობლებს და ბავშვებს ერთი დრონი არ ეყოთ, ორი დაიქირავეს. დრონები ერთმანეთს დაეჯახა, ერთი ჩამოვარდა და 12კლასელ ბავშვს თავი გაუტეხა... ჩვენ, ქართველები ყველაზე ამპარტავანი ხალხი ვართ!!!"


"გული მწყდება, ჩემი გოგოები ერთ კლასში დადიოდნენ, ბანკეტზე კი ვერც ერთი გავუშვი და მთელი ცხოვრება გულდაწყვეტილი ვიქნები".

"რა საჭიროა ამხელა ხარჯი, როცა თან აბიტურიენტი გყავს და 4 მასწავლებლის თანხამ წელიწადში 5000 ლარს გადააჭარბა, ჩემმა შვილმაც წელს დაამთავრა და 120 ლარი დაჯდა ყველაფერი. ბოლო ზარიც და იმავე საღამოს რესტორანი თავისი ვიდეო და ფოტოგადაღებით, პლუს მეორე დღეს ბუნებაში პიკნიკით გართობა, არ გადაუხდიათ 500 ლარი,  მაგრამ არაჩვეულებრივი დრო გაატარეს".


"ბანკეტს კიდევ არ აუშავს, მოზარდი რასაც ითხოვს, იმას ვემსახურებით მშობლები, მაგრამ სრული შოკი მაქვს ჩემს დისშვილის, ბაღის კრებიდან მოსულმა ჩემმა დამ რომ თქვა, ბაღის ზეიმზე 150 ლარს ითხოვსო. აი, გავგიჟდი 6 წლის ბავშვმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, ზეიმზე რომ 150 ლარი ჯდება. ჩემი ბანკეტი, 6 წლის წინ დაჯდა 160 ლარი".

"150 კი არა, 250 დაუჯდათ საახალწლო ზეიმი გლდანის მრგვალ ბაღში 5-6-წლიანების და გამოსაშვები კი - 500-მდე".



"მესმის, რომ ყველა მშობელს უნდა, თავისი შვილი საუკეთესო იყოს ყველანაირად, მაგრამ ერთმანეთის გატანაც უნდა შეგვეძლოს და ანგარიშის გაწევა... ეს ყველაფერი მეტიჩარა მშობლების ბრალია, რომლებიც უსიყვარულოდ ზრდიან თავიანთ შხვილებს. მე პირადად, არ მესიამოვნებოდა ბანკეტზე წასვლა, სადაც ერთი მეგობარიც დაააკლდება..." 

"ერთი შეკითხვა მაქვს და ხომ შეიძლება? თქვე დალოცვილის შვილებო, ასეთი პომპეზური ღონისძიებისთვის საჭირო თანხებს სად შოულობთ, იქნებ ჩვენც გვასწავლოთ, ამ გაჭირვების ფონზე, და მოგიკვდეთ ჩემი თავი!. პირობას გაძლევთ, დროსტარებაში არ ჩამოგრჩებით..."


"ჩემს დეიდაშვილს აქვს ხვალ. 400 ლარი დადო თითო ბავშვმა. პლუს კაბა შეიკერა, ფეხსაცმელი იყიდა, "ქლათჩი", სალონი, ფრჩხილები, დეიდაჩემის ჩაცმა-დახურვა. სამაგიეროდ, უმაგრესი გამოსდით - მთაწმინდაზე".


"ღადაობთ? 400-500 ლარი რა ბანკეტი ჯდება? ამას დაუმატეთ ტანსაცმელი და მაკიაჟი, ანუ 20 ბავშვის ბანკეტი 10 000 ლარი ჯდება".

"თავცარიელ შვილებს კი არ უნდა აცმევდნენ 800-ლარიან კაბებს,  იმ ფულს განათლებაში უნდა ხარჯავდნენ და აღარც მოთხოვნა იქნება ამ ე.წ. "ფეშენ" ბანკეტების, ვისაც არ აქვს, ზუსტად ის ტიპობს საქართელოში".

"სულ მაგას გავყვირივარ! აიფონის განვადებას რომ იხდი თვეში 70 ლარს და წუწუნებ, ბავშვი ვერაფრის წრეზე ვერ დამყავს, მიჭირსო, ხომ უნდა გაჩეჩო ასეთი".

"მე ვიცი  კლასი,  ჩემი დეიდაშვილის ჩათვლით, უმაღლესი ქულები აიღეს  გამოცდებში, ემზადებიან ყველაფერში, ასე რომ უტვინოები არ არიან. დიახ, აიფონებიც აქვთ, ბანკეტიც და სწავლობენ კიდეც. აქ რამე არის გასაკვირი? თუ რახან ბანკეტი აქვთ, დებილები არიან? თქვენი ლოგიკაა სუპერ".

"ვიღაცის ბანკეტის გამო კომენტარების წერაში ვერ შველდებიან და ბანკეტზე ვინ მოშველდება... როცა საქმე პირადად გეხებათ,  უი დედაა!!"

"ფეისბუქის ეპოქამ მოიტანა ეს მეტიჩრობა! სურათები ხომ უნდა დაიდოს და იტრაბახონ მერე... არც მე ვარ კუკუს დროინდელი, მაგრამ ჩემ დროს ასეთი მარაზმი არ ხდებოდა!"

"მასწავლებლების უმოქმედობის გამო კი არა, თქვენი და თქვენი შვილების უმოქმედობის გამო!!! მე-12 კლასში რომ გახსენდებათ, რომ თურმე სწავლაა საჭირო და ყველას უნივერსიტეტში ჩაბარების ამბიცია გიპყრობთ! ღირსი ხართ, არც ერთი მასწავლებელი არ მოვიდეს თქვენნაირად მოაზროვნეების ბანკეტზე!"

"ეგ მატრაკვეცობა ბაღიდან იწყება და ზოგიერთი მეტიჩარა მშობლების ბრალია , რა ენაღვლებათ დედების და დედამთილების გამოგზავნილი ფულები...."

"ბიძაშვილს ქონდა სიმსივნე და გერმანიაში იყო წასული სამკურნალოთ.ივლისში ჩამოდიოდა და სთხოვა, რომ ბანკეტი გადაედოთ და დასთანხმდნენ, მერე კი მაინც გადაიხადეს. ისეთი გულნატკენი იყო".
2079
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?