"მაპატიე, რომ შენს მშობლებს არ გავაგებინე შენი პირველი სიგარეტი, სახლიდან ფულის აღება, დაკარგული ოქროულობა..."
"მაპატიე, რომ შენს მშობლებს არ გავაგებინე შენი პირველი სიგარეტი, სახლიდან ფულის აღება, დაკარგული ოქროულობა..."
ეს წერილი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა მოგვწერა, ქალბატონმა მაგდამ და მისი თხოვნით, უცვლელად ვაქვეყნებთ:

"მაპატიე, რომ ჩემი ზედმეტი მზრუნველობა და სიყვარული შენ წინააღმდეგ გამოვიყენე;
მაპატიე, რომ ყოველთვის კუდში დაგდევდი, იმის შიშით, რომ არაფერი გტკენოდა;
მაპატიე, რომ ყოველთვის მე ვალაგებდი შენს დაყრილ სათამაშოებს;
მაპატიე, რომ დღეში 3 სხვადასხვანაირ საჭმეს გიკეთებდი და საკუთარი ხელით 14 წლამდე გაჭმევდი;
მაპატიე, რომ ყოველთვის ხელს გაფარებდი;
მაპატიე, რომ შენს მშობლებს არ გავაგებინე შენი პირველი სიგარეტი, სახლიდან ფულის აღება, დაკარგული ოქროულობა და კიდევ ბვერი სხვა რამ;
მაპატიე, რომ
დღეს შენ ისევ მშობლების იმედად ხარ;
მაპატიე, რომ შენ არ შეგიძლია ელემენტარულიც კი, მაგალითად ყავის მოდუღება;
მაპატიე, რომ აღარ გაქვს სახლი და ნაქირავებში ვცხოვრობთ;
მაპატიე, რომ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და დღეს შენ ვერ შედექი ძლიერ დამოუკიდებელ პიროვნებად!"
3244
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მაია-s
0
ეეხ მაია, ვინღა იმუშაოს?
17:13 / 28-06-2018
მაია
4
ასეთია ბებიისა და ბაბუის გაზრდილი შვილიშვილი, შვილი დედ-მამამ უნდა გაზარდოს...
18:19 / 17-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```