"მაპატიე, რომ ყოველთვის ხელს გაფარებდი" - ბებიის წერილი შვილიშვილს ეს წერილი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა მოგვწერა, ქალბატონმა მაგდამ და მისი თხოვნით, უცვლელად ვაქვეყნებთ:
"მაპატიე, რომ ჩემი ზედმეტი მზრუნველობა და სიყვარული შენ წინააღმდეგ გამოვიყენე;
მაპატიე, რომ ყოველთვის კუდში დაგდევდი, იმის შიშით, რომ არაფერი გტკენოდა;
მაპატიე, რომ ყოველთვის მე ვალაგებდი შენს დაყრილ სათამაშოებს;
მაპატიე, რომ დღეში 3 სხვადასხვანაირ საჭმეს გიკეთებდი და საკუთარი ხელით 14 წლამდე გაჭმევდი;
მაპატიე, რომ ყოველთვის ხელს გაფარებდი;
მაპატიე, რომ შენს მშობლებს არ გავაგებინე შენი პირველი სიგარეტი, სახლიდან ფულის აღება, დაკარგული ოქროულობა და კიდევ ბვერი სხვა რამ;
მაპატიე, რომ დღეს შენ ისევ მშობლების იმედად ხარ;
მაპატიე, რომ შენ არ შეგიძლია ელემენტარულიც კი, მაგალითად ყავის მოდუღება;
მაპატიე, რომ აღარ გაქვს სახლი და ნაქირავებში ვცხოვრობთ;
მაპატიე, რომ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და დღეს შენ ვერ შედექი ძლიერ დამოუკიდებელ პიროვნებად!"