"ჩემს ქმარს შევჩივლე, შენი ძმის მონა ვარ თუ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი-თქო"
ჩვენი მკითხველები აქტიურად გვწერენ წერილებს სხვადასხვა თემებზე, იმ მიზნით, რომ რჩევები და გამოცდილებები მიიღონ. ერთ-ერთი ასეთი წერილის ავტორი კი 28 აწლის ახალგაზრდაა, რომელიც თავის ოჯახურ პრობლემებზე გვიყვება.
"აღარ ვიცი რა გზას დავადგე. ძალიან დაბნეული, არეული ვარ. ბავშვობიდან გვიყვარდა მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი. ყველაფერზე თანახმა ვიყავი ჩვენი სიყვარულის ხათრით. სოფლის კვალობაზე მშვენიერი საცხოვრებელი პირობები გვქონდა, მაგრამ ჩემმა მაზლმა დაგვაქცია. უკვე არაფრის და არავისი მერიდება. სწორედ მის გამო ავუშარდით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე. არ გათავდა მისი პრობლემები... ცოლს დაშორებული ჩვენთან ცხოვრობდა, ზარმაცი და უზურპატორი. მის ძმა, როცა ვენახში ოფლად იღვრებოდა, ეს მეზობლებთან კარტის თამაშს უნდებოდა. დედამთილი და მამათილიც ძალიან წყალობდნენ, როგორ მას ასევე მის შვილებს. თუ რამე ფული ჩაუვარდებოდათ თბილისში უგზავნიდნენ ყოფილ რძალს. ამ ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ დიდი ხანი ვერ მივხდი სახლში რა უფლებები მქონდა. ყავა მოუდუღე და მიართვი, საჭმელი პირველ რიგში მას შესთავაზე, თავიდან ვითმენდი, მაგრამ ერთხელაც ამომასხა და ჩემს ქმარს შევჩივლე, შენი ძმის მონა ვარ თუ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი-თქო. ამაზე გადაირია და ძმები ერთმანეთს აუშარდნენ. არა მე მეკუთვნის ეს სახლი, შენ წადიო, არა მე მეკუთვნის, მე კი არა შენ მოგიწევს წასვლაო...ნუ როგორც სოფელში სჩვევიათ, მე დამაბრალეს, რძალმა ძმები ერთმანეთს გადაკიდაო. წასასვლელი არსად გვქონდა, ან უნდა აგვეტანა ერთმანეთი, ან სულ უნდა გვეჩხუბა. ჩემს ბავშვებზე არავინ დარდობდა, ფიქრობდნენ, წასასვლელი არსად აქვს და გაუძლებს ამ ყველაფერსო. ჩემი დედამთილი სულ იმას ჯავრობადა, ნეტავ, ვატოს ბავშვები ახლა რას ჭამენო, სახლში თუ რამე მოწეული გვქონდა, პირველი ჩანთა გასაგზავნად სულ მათთვის მზადდებოდა, ჩემს შვილებს კი თუ მორჩებოდა რამე, ხო კარგი.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მშურს, უბრალოდ თუ ერთი შვილის მიმართ ხარ ყურადღებაინი, მეორესაც უნდა მიაქციო ყურადღება. ჩემი მაზლი სულ წინა პლანზე ჰყავდათ. ვერ შევძელი ამ ყველაფრის ყურება და მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და ჩემს მშობლებთან წამოვედი. ძალიან მეცოდება ჩემი ქმარი, მაგრამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ სულ ესე თავჩაქინდრული, თუ იქნება თავისი შრომით დიდხანს მოუწევს მისი უსაქმური ძმის ვალების გადახდა და რჩენა".
ანი, 28 წლის.