მამაჩემი 5 წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემს ძმებს შორის უთანხმობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, რასაც ყველაზე მეტად საწყალი დედაჩემი ეწირება. ყველა პრობლემის სათავე კი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა. სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა,
რა ქნას დედაჩემმა, რაც შეეძლო მთელი ცხოვრება შრომობდა და დღმდე შრომობს. თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ვაჟების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? საკმარისია, რომელიმემ დალიოს და ჩხუბის დაწყებას მიზეზი არ სჭირდება. ფიზიკურად თუ შრომობენ, რასაც შოულობენ, ხარჯავენ. ერთი ამბობს, ჩემი სახლი არაა და
დედაჩემისთვის ორივე შვილია. არცერთის გამეტება არ შეუძლია. როცა მამა ცოცხალი იყო, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, დარჩა დედა და ემართლებიან, რატომ არ გვაქვს უკეთესი პირობებიო. მეც იძულებული გავხდი ადრეულ ასაკში გავთხოვილიყავი და თავი დამეღწია მუდმივი დაძაბულობისგან.
ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ უთხრა დედას, ერთი ბიჭი და გოგო გყავდა, მესამეს რას აჩენდიო. ასეთი გულსაკლავი სიტყვების მოსმენა და გაუბედურებულ ყოფაში უწევს პენსიონერ დედას ცხოვრება. რამდენჯერმე შევთავაზე, ჩემთან წამოსვლა, მაგრამ სიძის სახლში ცხოვრება მერიდებაო თქვა, არ მინდა ტვირთად დაგაწვეთო, მე ხომ ვიცი ამას რატომ ამბობს, სინამდვილეში ეშინია, მისი წამოსვლის შემდეგ ძმებმა ერთმანეთი არ დახოცონ.
ფული არასდროს მინატრია, მაგრამ, რომ ვხედავ სიღარიბის გამო, როგორ იკარგება ყველაფერი ადამიანური, გული მიკვდება. დედაჩემზე დარდმა კი სულ გამაგიჟა. ნეტავ, რაშია გამოსავალი?
მაია, 23 წლის.