დედამ თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ბიჭების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? - ძმების ჩხუბს შეწირული დედის ამბავი
დედამ თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ბიჭების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? -  ძმების ჩხუბს შეწირული დედის ამბავი
არავის უკვირს ოჯახური კონფლიქტები, რასაც ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები იწვევს, თუმცა ყველაზე მეტად, როგორც ჩანს ეკონომიკური მდგომარეობა აღვივებს ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას. სწორედ ამ თემაზე გვწერს ჩვენი ერთგული მკითხველი, რომელსაც ძალიან აწუხებს ძმებს შორის წარმოშობილი დავიდარაბა.

მამაჩემი 5 წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემს ძმებს შორის უთანხმობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, რასაც ყველაზე მეტად საწყალი დედაჩემი ეწირება. ყველა პრობლემის სათავე კი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა. სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა,
რომ ძმები სამკვდროდ გადაეკიდონ ერთმანეთს. ნაცვლად იმისა, რომ ერთად მოიფიქრონ გამოსავალი და დააღწიონ როგორმე გაჭირვებას თავი, ერთმანეთს ჭამენ - სახლი უფროსისაა თუ უმცროსის. ვინ აიღებს წილს და ამ დავას ბოლო არ უჩანს. არადა, ეს სოფლის სახლი არ იყიდება. რომც გაყიდო, იმდენი თანხა არ დაგრჩება, ცალ-ცალკე რომ დაბინავდნენ.

რა ქნას დედაჩემმა, რაც შეეძლო მთელი ცხოვრება შრომობდა და დღმდე შრომობს. თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ვაჟების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? საკმარისია, რომელიმემ დალიოს და ჩხუბის დაწყებას მიზეზი არ სჭირდება. ფიზიკურად თუ შრომობენ, რასაც შოულობენ, ხარჯავენ. ერთი ამბობს, ჩემი სახლი არაა და
რატომ მივხედო, მეორე ამბობს კაცმა არ იცის ეს სახლი ვის დარჩება და თავი რატომ მივაკლაო.

დედაჩემისთვის ორივე შვილია. არცერთის გამეტება არ შეუძლია. როცა მამა ცოცხალი იყო, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, დარჩა დედა და ემართლებიან, რატომ არ გვაქვს უკეთესი პირობებიო. მეც იძულებული გავხდი ადრეულ ასაკში გავთხოვილიყავი და თავი დამეღწია მუდმივი დაძაბულობისგან.

ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ უთხრა დედას, ერთი ბიჭი და გოგო გყავდა, მესამეს რას აჩენდიო. ასეთი გულსაკლავი სიტყვების მოსმენა და გაუბედურებულ ყოფაში უწევს პენსიონერ დედას ცხოვრება. რამდენჯერმე შევთავაზე, ჩემთან წამოსვლა, მაგრამ სიძის სახლში ცხოვრება მერიდებაო თქვა, არ მინდა ტვირთად დაგაწვეთო, მე ხომ ვიცი ამას რატომ ამბობს, სინამდვილეში ეშინია, მისი წამოსვლის შემდეგ ძმებმა ერთმანეთი არ დახოცონ.

ფული არასდროს მინატრია, მაგრამ, რომ ვხედავ სიღარიბის გამო, როგორ იკარგება ყველაფერი ადამიანური, გული მიკვდება. დედაჩემზე დარდმა კი სულ გამაგიჟა. ნეტავ, რაშია გამოსავალი?

მაია, 23 წლის. 

5768
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ეჰ .მეც მაგ დღეში ვარ .ჯერ არაგიშავს რომ დაწორწინდებიან შენი ძმები მწრე ნახე მესამე მსოფლიო ომი.
1
მეც მასეთ მდგომარეობაში ვარ . ჩემს ძმას ყველაფერი უნდა . ნაკვეთი , სახლი გარაჟები ჩემი ნაყიდი და ასევე ჩემი ნაყიდი სახლიც კი მაგრამ დედაჩმმა მასთან რომ იცხოვროს და მოუაროს ის არ უნდა . და-ძმანი ვართ მხოლოდ . რახან ბოდიშით და ყვერებით დაიბადა ყველაფერს ისაკუთრებს. მეორე ცოლი დიდი გამოცდილებით ბოზი , განათზოვარი მოიყვანა რომელიც პირველ ქმრის ოჯახს ატერორებდა და ააინებდა მამამისის პოლიციელობით . პირველ ქმარსს აიძულებდა დაძმის წილი მიეთვისებინა როცა გამოსჭამა ყველაფერი იმ ოჯახს მერე შეეშვა და კაზინოში დადიოდა სათამაშოდო და ამიტომ დავანებე თავიო . ახლა ჩემსს ძმასს აქეზებს შენი დისს სახლში მაინც არავინ ცხოვრობს ჩავსახლდეთო დაა და ხომ არ გიჩვლებს და საციზოდ გაგიმეტებსო? ხო კონდიციონერის დაყენება ვერ მოვასწარი და ნაგლად წამოიღო . ისე რომ ჩემი სახლის სათადარიონ გასაღები რომ ჰქონდა მეც კი არ ვიცოდი . რა ბედნიერი ვარ რომ საქართველოში არ ვცხოვრობ დ ა მას არ ვუყურებ ყოველდღიურად . ბევრისთვის ძმა იმედია ,ჩემთვის კი ბავშობიდან საზრუნავი და ნაღველი . მასზე დედაჩემზე მეტინზრუნვა მაქვს ჩადებული გავზარდე დავაქორწინე და ვიღაცის ბრმა იარაღად იყენებს ჩვენსს საწინაღმფეგოდ . სამწუხაროა უტვინო კაცად რომ დაიბადები . კიდევ კაცი მზითვებს რომ რომ ითხოვს დედისგან როცა მეორე ცოლმაც კი სათავისოდ ერთი საცვალიც კი არ შემიოყოლა . მზითვები არ ა ცეცხლს მივუტან დედამთილსო თითქოს დედამთილი მოიხმარდა მისს საცვლებს .
18:44 / 29-07-2018
nona
1
ეს ქართველი მამრები ქალისგან რო ითხოვთ ყველაფერს თქვენ გამო 35 და 40 წლის დანერვოზებული ქალიშვილები დადიან !!!თქვენ გამო ემიგრაანტები წვალობენ! ღმერთმა დააგწყევლოთ და რისი ღირსიცა ხართ ის მოგაგოთ ამინ
11:06 / 27-07-2018
ლეილა
0
დედამ ააშენა და იცხოვრა ისე, როგორც შეძლო და მოახერხა. შვილებს რა უშლით ხელს იგივე გააკეთონ მათაც. დედა აღარაა უკვე მათი მსახური, დაზარდა და დააფრთიანა. შექმნან და იცხოვრონ. ორივე უნდა გავიდეს სახლიდან, რომ იმედი და სიზარმაცის სურვიილი არ ქონდეთ. რომ გაიჩენენ საკუთარს, ყველაფერი თავის ადგილს დაიჭსრს
18:36 / 24-07-2018
0
უვარგისი შვილები!!!! ვერ ხედავენ ორივე თვალით რისი ბატონ პატრონია დედა?! ისეთი სახლია რომც გაყიდონ ორივეს სახლი არ მოუვაო, და ამის გულისთვის უნდა დაჭამონ ერთმანეთი? და დედა ასე გაამწარონ? დალევა ხომ შეუძლიათ? წავიდნენ იშრომონ და შეიძინონ პენსიონერ დედას რას აღონებენ ან აგულებენ?! მე ორივეს გავყრიდი სახლიდან!!!!! ასეთ შეუგნებლებს სიბერეს არ გავამწარებინებდი.
18:00 / 24-07-2018
ნანა
4
დედათქვენმა დააშავა ის, რომ არ ჰყოფს შუაზე. ერთი დარჩება მანდ, რომელსაც მისცემს სახლ-კარს, მეორეს მთლიანი სახლის ღირებულების ნახევარს მისცემს ოჯახში დარჩენილი. ვერც გაამტყუნებთ ძმებს. ყველას თავის კუთხე უნდა. შეიძლება სასახლე ვერ აუშენო, მაგრამ ერთ სახლში ორივე ვერ იცხოვრებს ფაქტია. კაანონით სამივეს გეკუთვნით წილი. ვინც სახლში დარჩება, იმან უნდა გადაგიხადოთ თანხობრივად თქვენი წილი და დავაც აღარ იქნება
17:27 / 24-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```