გამოცდილებამკითხველების ამბები
„სანაპიროს ქვიშა სავსეა ნახმარი ერთჯერადი შპრიცებით“ - ერთი დედის წერილი
„სანაპიროს ქვიშა სავსეა ნახმარი ერთჯერადი შპრიცებით“ - ერთი დედის წერილი
ტრადიციულად ვაგრძელებთ მკითხველების წერილების გამოქვეყნებას. ამჯერად შემთხვევა ურეკში დასასვენებლად წასულ დედა-შვილს ეხება. წერილს უცვლელად გთავაზობთ. მასზე დართული ფოტოებიც ავტორის გადაღებული და მოწოდებულია.

"დედის დასვენება გამორიცხულია, მამში საბოლოოდ დავრწმუნდი. ჩვენს ქვეყანაში დედა-შვილისთვის დასვენებაც კი ტანჯვაა. რაც არ უნდა კარგად გადაიხადო, ბოლომდე დაცული მაინც არ ხარ პრობლემებისგან. 4 წლის ბავშვით ურეკში წავედი. პირველად წავიყვანე ზღვაზე. შევარჩიე საოჯახო ტიპის სასტუმრო, ნორმალური პირობებითა და კვებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში იმაზე ბევრად მეტი გადამახდევინეს, ვიდრე ღირს. აბა რა, ხომ უნდა გაატყავონ ბოლომდე დამსვენებელი... გგონია,
გადაიხდი ფულს, დაბინავდები ადამიანურად და მოდუნდები რამდენიმე დღით მაინც... ურეკში ვერასოდეს მოდუნდებით!!! პირველი დღეს ქვიშაში თამაშისას პლაჟზე, ბავშვმა ერთჯერადი შპრიცი იპოვა... ნახმარი. ჩემს მეტს არავის გაკვირვებია, რადგან უამრავია თურმე ირგვლივ... ეს კიდევ არაფერი, 2-3 დღეში ისეთი ენტეროვირუსი დაგვემართა, ფოთის საავადმყოფოში მოვხვდით.

mshoblebi
იქაურ ანტისანიტარიაზე ფოტოებს გაწვდით.
mshoblebi
ეს ერთჯერადი შპრიციც ფოტოზეა, პირველ დღეს რომ ვიპოვეთ...
არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს დედა, რომელსაც სოფელში სახლი არ აქვს, სად უნდა წავიყვანოთ ბავშვები, რომ სიბინძურისგან და ანტისანიტარიისგან დავიცვათ. თქვენ რომელ კურორტებზე დარჩენილხართ კმაყოფილი? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც".
ანა, 22 წლის

ბეჭდვა