"მიუღებელია როცა გინეკოლოგთან შედიხარ და მისი დაქალებით და ყავის ჭიქებით სავსე ოთახი გხვდება"
გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან ბევრ ქალს უხერხულ სიტუაციაში აყენებს. ხშირად ქალბატონები გინეკოლოგთან, მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა საქმე ორსულობას ეხება, არადა ექიმთან კონსულტაციაზე სიარული მანამდეც აუცილებელია.
ვინ როგორ გაიხსენებს გინეკოლოგთან პირველ ვიზიტს? ქალ გინეკოლოგს ანიჭებენ უპირატესობას ქალბატონები, თუ მამაკაცს? დედებს შორის მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ.
"ბოლო თვეში ვარ და მშობიარობის დროა. ბუნებრივად უნდა ვიმშობიარო და გინეკოლოგმა მითხრა, გამორეცხვებს გაგიკეთებ და ბავშვიც სუფთად დაიბადებაო. მივედი. გამიკეთა გამორეცხვა და წამოვედი სახლში. საღამოა და საჭირო ოთახში შევედი და ვგრძნობ, რომ უცებ რაღაც დაიძრა ქვემოთ და გამოდის. ვაიმეე, ცუდად გავხდი. ცოტაც და გონებას დავკარგავ შიშისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არაფერი მტკივა. ვარ 19 წლის და არაფერი არ ვიცი. ხელი შევახე და რაღაც მრგვლივითაა. უარესად შევშინდი. ვფიქრობ ეხლა ან ბავშვის ხელია ,ან ფეხი და ხელით თითქოს მივწიე მარა არ ჩერდება. გამოვვარდი, პატარა სარკე ავიღე და... აღმოჩნდა, რომ გამორეცხვის დროს ექიმს ტამპონი ჩაუდევს მალამოსთან ერთად და ის იყო. მეორე დილას რომ მივედი და მოუყევი სიცილისგან მოსასულიერებელი გახდა"
"პირველ ვიზიტზე დავისტრე…ტესტმა მიჩვენა ორსულობა და წავედი. დამხვდა ძალიან ღიმილიანი ქალბატონი, რომელმაც ასევე ღიმილით მითხრა: წამოდი, ეხო გადავიღოთ, იქნებ გარე ორსულობაა, ან რამე პრობლემა გაქვსო.რიგში ვიდექი 15 წუთი, სანამ მეტყოდნენ, რომ ჩვეულებრივი, ნორმალური ორსული ვიყავი. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ეთქვა, წამოდი ექოსკოპიაზეო"
"მე ვისთანაც ვიყავი პირველად, გინეკოლოგიც იყო და რადიოლოგიც მგონი. მოკლედ, ერთ დღეს ამოვიჩემე, რომ მქონდა კისტა, თან დიდი და თან ვიყავი უშვილო.ეს იდეა კარგად დავამუშავე და მივედით მე და ჩემი მეუღლე გინეკოლოგთან. რა გაწუხებსო, მეთქი მარჯვენა საკვერცხეზე კისტა მაქვს. ისე დამაჯერებლად ვუთხარი,დავიწყეთ კისტაზე ხანგრძლივი საუბარი, განვიხილეთ მისი დაშლის თუ მოშორების რამდენიმე გზა, შევჯერდით მედიკამენტოზურ მკურნალობაზე და ბოლოს მაინც ვნახოთ რამხელააო. მოკლედ ორსულად ვყოფილვარ და "კისტა" 5 კვირის ჩემი შვილი აღმოჩნდა დღემდე ვერ ვხვდები საიდან მოვიგონე და გადაცდენის დროს რატო არ ვიფიქრე ორსულობა"
"მე ქალი მინდოდა, მამაკაცთან მაინც მეუხერხულება ბევრ თემაზე საუბარი.ქალთან თავისუფლად ვსვამდი შეკითხვებს"
"გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ორსულობისას თუ ჰქონიათ ქალებს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე"
"99% სამწუხაროდ, გინეკოლოგთან პირველად ორსულობისას მიდის ... მაგიტომ არის, რომ გახშირდა გინეკოლოგიური პრობლემები... დედები არ ეუბნებიან და არ ასწავლიან შვილებს... ხშირად მომიკრავს ყური - ქალიშვილია, რა უნდა სჭირდეს... გაუნათლებლობის და უკულტურობის ბრალია.... წელიწადში მინიმუმ 2ჯერ სავალდებულოა გეგმიური ვიზიტი, მინიმუმ პუბერტატული პერიოდის დაწყებიდან მაინც..."
"დაორსულებას ვგეგმავდი და გაგებული მქონდა, რომ სოკო თუ გაქვს, სანამ დაორსულდები იქამდე უნდა მოიშოროო. შევედი გინეკოლოგთან და სოკოზე მინდა გავიკეთო ანალიზი მეთქი. გაეცინათ. ორსული ხარო? ჯერ არა, ვგეგმავ მეთქი,ისევ გაეცინათ, დაელოდე რიგსო, აღარც დავლოდებივარ წამოვედი. რა იყო სასაცილო არ ვიცი, მაგრამ ეტყობა არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია სოკო ორსულობისას, რადგან სასაცილოდ ჩათვალეს"
"ჩემთვის მიუღებელია როცა გინეკოლოგთან შედიხარ და მისი დაქალებით და ყავის ჭიქებით სავსე ოთახი გხვდება. იმედია, წარსულს ჩაბარდა ესეთი სიტუაცია, თუმცა ადრე ხშირი იყო, გინეკოლოგ დაქალთან სამსახურში საჭორაოდ და ყავის დასალევად მისვლა"
"წავედი ორსულობის დასადგენად და გენაცვალე, რაღა დროს დადგენაა, სადაცაა იმშობიარებ, 11 კვირის ხარო"
"5 წლიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა დადგა ნანატრი ორსულობა, მაგრამ დამეწყო წელის და მუცლის ტკივილები და სასწრაფოდ წავედი ახლობლის რჩევით ერთ ექიმთან. შევედი ექოზე. ექოსკოპისტმა ძალიან დადებითად დამმუხტა.მეუბნება:აი, ნახე შენი პაწაწუნა სად არის, 6 კვირის ორსული ხარ. ყველაფერი მშვენივრად მიდის, ოღონდ ჯერ პატარა ვადის ორსულობაა და გულის ცემა არ ისმის. კაბინეტიდან გამოვფრინდი რასაც ქვია, ისეთი გახარებული ვიყავი.შევედი ექიმთან, ვაწვდი ექოს პასუხს და ვეუბნები 6 კვირის ორსული ვარ, ოღონდ ჯერ გულისცემა არ ისმის-თქო. რაოოო?.. ეგრე არ ხდება გენაცვალე, 6 კვირაზე გულისცემა თუ არ არის, ესე იგი შეწყვეტილია ორსულობაო და ამ ყველაფერს მეუბნება ყოველგვარი ტაქტის გარეშე. ისეთი შოკი მივიღე თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა. მერე გამომიშვეს და ერთ კვირაში გადავამოწმოთო. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ერთი კვირა რა ჯოჯოხეთი იქნებოდა. ასეთი იყო ჩემი პირველი ვიზიტი. თუმცა ჩემმა გოგოს დაბადებამ ყველაფერი ცუდი გადამავიწყა"
"ყველაფერი კარგად მახსენდება გარდა ერთი მომენტის, გინეკოლოგიურ სკამს ვერ ვიტან ძალით ავყავდი ხოლმე, ერთი ომი გვქონდა სულ, ოღონდ ადი და ყავას მოგიდუღებო (იცოდა რომ ყავა მიყვარდა თან დილის საათებში მიწევდა ძირითადად მისვლა,დილით ყავის გარეშე კი მიჭირდა)...ქალი მყავს ექიმი გადასარევი ადამიანი, პროფესიონალი, მაგრამ კაცს ვანიჭებ მაინც უპირატესობას"
"რა დამავიწყებს, ექთანმა რომ მითხრა, ბაჭიასავით კაბას ნუ იფარებო!"
"მე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ დავრჩენილვარ. მეშინოდა უნაყოფო არ ვყოფილიყავი,მკერდი მტკიოდა,ამიტომ გადავწყვიტე გინეკოლოგთან მივსულიყავი... როდესაც მივედი,ჯერ ისე გამსინჯა ხელით, რა თქმა უნდა ძალიან უსიამოვნო პროცესია, შემდეგ გამიყვანა და ვაგინალური გამიკეთა, პლუს ეხო გამიკეთეს და ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდა რომ კისტა მქონდა მარცხენა საკვერცხეზე 5 სანტიმეტრიანი.თან საშვილოსნო გადახრილი. ექიმმა იმედი გადამიწურა და მითხრა რომ 1 % შანსიც კი არ მქონდა დარჩენის ( ძალიან შევწუხდი,უფრო მეტად შევშინდი,მითხრა რომ პროლაქტინის ანალიზი გამეკეთებინა, რომელიც გაორმაგებული აღმოჩნდა, ამის მერე თავის რედგენი და მკერდის ეხო გამაკეთებინეს, მკერდზე დამიწერეს ფიბრომული კვანძები, ამაზე სულ გავგიჟდი.გამოსავალი არსაით იყო.თუმცა ყველა დანიშნულება რაც კი მომცეს პროლაქტინითვის, კისტისთვის და მკერდისთვის, სადღაც აორთქლდა. დიახ,დავკარგე..კვლავ მივედი გინეკოლოგთან, რომ თავიდან მოეცა დანიშნულება, წასვლამდე გულმა მიგრძნო ტესტი გამეკეთებინა და დადებითი აღმოჩნდა, როცა კვლავ მივედი გინეკოლოგთან 7 კვირის ორსული ავღმოჩნდი...ასე რომ მიმეღო დანიშნული წამლები,სავარაუდოდ ნანატრი ორსულობა შემიწყდებოდა"