"დაიკიდეთ", თუ დედამთილი, ან მამამთილი წაიკითხავს თქვენს აღიარებას"
"დაიკიდეთ", თუ დედამთილი, ან  მამამთილი წაიკითხავს თქვენს აღიარებას"
მუდმივად აქტუალურია ჩვენი მკითხველებისთვის დედამთილთან და მამამთილთან თანაცხოვრების საკითხი. შესაბამისად, დავა ამ თემაზე არასდროს წყდება.
თუ რამდენად არის შესაძლებელი ქმრის მშობლებთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა, თავიანთ შეხედულებებს  სხვადასხვა ასაკის ქალბატონები წერენ:

"რას ერჩით, ვერ გავიგე. თუ არ გინდა ერთად ცხოვრება, შეძელი და გადი ცალკე. თუ არადა, ნუ წუწუნებთ. თუ ქმარი გიყვარს, მაშინ უნდა აიტანოთ ერთად ცხოვრება. ღიმილით და ტკბილი ენით... გველსა ხვრელით ამოიყვანსო... ხომ გაგიგიათ".
"ვაიმე, მეეჭვება, ვინმე ცხოვრობდეს ბედნიერად. მე
დედაჩემთან ვერ ვიქნები ბედნიერად ერთ ჭერქვეშ და დედამთილი, პლუს მამამთილი, ნამეტანია..."

"22 წელი ტანჯვაში ვიცხოვრე. მამამთილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ქმარიც საოცრება მყავს, დედამთილი - მტრისას, მაგრამ ორი კარგი ადამიანი ცდილობდა გადაეფარათ მისი საქციელი. ყველა შემთხვევაში ცალკე უნდა იცხოვროს ახალგაზრდებმა. მეც მომავალი დედამთილი ვარ და ცალკე გავუშვებ".
"5 წელი ბედნიერად ვიცხოვრე დედამთილთან, მამამთილთან და ორ მაზლთან ერთად... სამწუხაროდ, ცალკე გადავედით".
"მე დედამთილთან ერთად ვცხოვრობ, მშვენივრად, ტკბილად, თბილად უკვე 9 წელია. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა".
"დედამთილის გაზრდილი შვილები უნდათ მარტო... დედამთილი რას მიკეთებს, რა გაუკეთებიაო. ასე არ შეიძლება".
"საოცრად მაგარი დედამთილ და მამამთილი მყავს. ასე რომ, მშვნივრად ვცხოვრობთ ერთად".
mshoblebi

"ბუნებით მესაკუთრე ადამიანებს უჩნდებათ ყოველთვის
უთანხმოება. შეიძლება, ორივე ცალ-ცალკე გადასარევი იყოს, მაგრამ ერთმანეთთან ვერ იცხოვრონ. ასე რომ, ჯობს, ყოველთვის ცალკე იცხოვრო".
"ყველამ გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, მარტო ცხოვრებას არაფერი სჯობსო და დაიკიდეთ, თუ დედამთილი, ან  მამამთილი წაიკითხავს თქვენს აღიარებას"
"რძალთნ ცხოვრების პრეტენზია თუ ვინმეს აქვს,  პირველ რიგში,  შვილის მომავალზე უნდა ეფიქრა და თავიდანვე ცალკე გაეშვა მანამ, სანამ მოიყვანდა. ცოლს. საბედნიეროდ, მე ასეთი დედამთილი არ მყავს. მშვენივრად ვცხოვრობთ ერთად. პირიქით, ამბობს რომ ახალგაზრდებმა ცალკე რომ იცხოვროთ, უფრო თავისუფლად იქნებითო".

"რაც არ უნდა კარგი დედამთილი და მამამთილი გყავდეს ცალკე ცხოვრება სულ სხვაა"
"მე ქმრის ბებიებთან ვცხოვრობდი და ოჯახიც მალევე დაგვენგრა, მაგრამ დედამთილთან კარგი ურთიერთობა ეხლაც მაქვს"

"სად არიან დედამთილები?  ყველა ემიგრანტია, მამამთილები კი გულაობენ ცოლების გამოგზავნილი ფულებით. ვის სცალია რძლებთან საცხოვრებლად? ისე რძლები დედამთილის გაგზავნილი ფულებით კი ცხოვრობენ საამურად. ღმერთმა შეარგოთ. დაეფასებინოთ!"

"როგორი შეხმატკბილებუბები ყოფილხართ ყველანი, ღმერთმა კიდევ ერთი100 წელი გიცოცხლოთ დედამთილ-მამამთილები
ვერ ვხვდები, დედამთილთან ერთად რომ ცხოვრებენ და ამბობენ, ბედნიერი ვარო. 100-დან 100 ქალს უნდა ცალკე ცხოვრება, მათ შორის მეც!"
"საერთოდ არ ვარ ვალდებული, დედამთილისგან შენიშვნა მივიღო"

"რაღა დროს დედამთილ-მამამთილის მორჩილებაა, ცუდები თვითონ არიან, როცა უნდათ, რძლის თავის ჭკუაზე გდაიყვანას ცდილობენ, ამიტომ ყველა წყვილმა ცალკე უნდა იცხოვროს, მაინც ყოველთვის იქნება წყენა, იმიტომ რომ განსაკუთრებით დედამთილებს უყვართ ცხვირის ჩაყოფა ყველაფერში. მე კი ვიცი, რომ სასწაულად მაგარი დედამთილი ვიქნები".


"გოგოებო, რატომ ხართ ესე განწყობილი დედამთილების მიმართ. რა თქმა უნდა, მარტო ცხორება ყველას ჯობია, თუმცა როცა გაქვს სიტუაცია, რომ იცხოვრო დედამთილთან, რა არის აუტანელი აქ. ჩვენც ხომ გვყავს ბიჭები, იქნებ მოგვიწიოს რძალთან ცხოვრება. არ უნდა აგვიტანონ? აბა, დაფიქრდით, მთელი ცხოვრება ვიბრძვით, რომ კარგად ვიცხოვროთ, შვილებს ყველაფერი ავუწყოთ და როცა რძალი მოვა და ცხვირს აგვიბზუებს, გესიამოვნებათ? ამდენს ვწვალობთ და ნუთუ წესიერად და მშიდად ცხოვრება არ გვეკუთვნის? დედამთილებიც თავის დროზე იბრძოდნენ შვილების მომავლისთვის და უნდა დავაფასოთ ისინი. იქნებ მათაც ურჩევნიათ ცალკე ცხოვრება და როცა არაა სხვა გზა, არაფერი დაშავდება, თუ ერთად იქნებით. მე დედამთილთან ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს და ვაფასებ მას. ეს ჩემს მეუღლეს ორმაგად სიამოვნებს".
"წინასწარ განსაზღვრის უნარი არავის არ აქვს, როცა საყვარელ კაცთან გინდა ცხოვრება, იმ წუთას არ ფიქრობ  დედამთილ-მამამთილზე, მაგრამ თვეების, წლების შემდეგ ფიქრობ, ნეტავ, ამაზეც მეფიქრაო, შეიძლება სულაც არ იყო სტრესში და დავიდარაბაში მაგრამ, ოჯახს, რომ ქმნი, ყოველთვის ჯობია იცხოვროს წყვილმა ცალკე! უფრო მეტი სიყვარულიც იქნება და სითბოც"
"ყველა ცოლ-ქმარი უნდა ცხოვრობდეს მარტო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყო ქმრის მშობლები..."




2744
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```