გამოცდილებამკითხველების ამბები
"ბევრისთვის ძმა იმედია, ჩემთვის კი - ბავშვობიდან საზრუნავი და ნაღველი"
"ბევრისთვის ძმა იმედია, ჩემთვის კი - ბავშვობიდან საზრუნავი და ნაღველი"
ოჯახურ იდილიას ხშირად არღვევს მატერიალური საჭიროებები, რაც შემდეგ დედმამიშვილებს შორის ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზრდება. აღნიშნულ პრობლემაზე, მკითხველების მიერ მოყოლილი და გაზიარებული არაერთი ისტორია გამოქვეყნებულა mshoblebi.ge-ზე.

ამჯერადაც, სწორედ და-ძმას შორის ქონებრივ დავაზე გაგვიზიარა თავისი ამბავი ჩვენმა მკითხველმა. მას შემდეგ, რაც ძმების უთანხმოებაზე დაწერილ სტატიას გაეცნო: დედამ თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ბიჭების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? - ძმების ჩხუბს შეწირული დედის ამბავი...

"ეჰ, მეც მაგ დღეში ვარ. ჯერ არა გიშავს, რომ დაქორწინდებიან
შენი ძმები, მერე ნახე მესამე მსოფლიო ომი.
მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ.
ჩემს ძმას ყველაფერი უნდა: ნაკვეთი, სახლი, გარაჟები - ჩემი ნაყიდი და ასევე ჩემი ნაყიდი სახლიც, თუმცა დედაჩმმა მასთან რომ იცხოვროს და მოუაროს, ის არ უნდა. და-ძმანი ვართ მხოლოდ. რადგან ბოდიშით და ერთი ორგანოთი დაიბადა, ყველაფერს ისაკუთრებს.
მეორე ცოლი დიდი გამოცდილებით ცუდი ყოფაქცევის, განათხოვარი მოიყვანა, რომელიც პირველი ქმრის ოჯახს ატერორებდა და აშინებდა მამამისის პოლიციელობით. ქმარს აიძულებდა და-ძმის წილი მიეთვისებინა. როცა გამოსჭამა ყველაფერი იმ ოჯახს, მერე შეეშვა და კაზინოში დადიოდა სათამაშოდო და ამიტომ დავანებე თავიო, ამბობდა.

ახლა ჩემს ძმას აქეზებს, შენი დის სახლში მაინც ა
რავინ ცხოვრობს, ჩავსახლდეთო. დაა, ხომ არ გიჩვლებს და საციხოდ გაგიმეტებსო?

რა ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ და ამას არ ვუყურებ ყოველდღიურად. ბევრისთვის ძმა იმედია, ჩემთვის კი ბავშობიდან საზრუნავი და ნაღველი. მასზე დედაჩემზე მეტი ზრუნვა მაქვს ჩადებული, გავზარდე, დავაქორწინე და ვიღაც ბრმა იარაღად იყენებს ჩვენ საწინააღმდეგოდ. სამწუხაროა, უტვინო კაცად რომ დაიბადები. კიდევ, კაცი მზითვებს რომ ითხოვს დედისგან, როცა მეორე ცოლმაც კი სათავისოდ ერთი საცვალიც არ შემიოყოლა და ამბობდა, მზითვები არა, აცეცხლს მივუტან დედამთილსო... თითქოს დედამთილი მოიხმარდა მის საცვლებს".

ბეჭდვა
```