"7 წლის ბიჭი და თუნდაც უფრო დიდიც ნამდვილად ვერ დაიცავს თავს ავადმყოფებისგან, საზიზღარი შეხებისგან"
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც დედა საპირფარეშოებთან დაკავშირებულ პრობლემას ეხმიანება. კონკრეტულად ქალბატონი ყვება იმაზე, თუ როგორი რეაქცია აქვს ხალხს, როცა მას 7 წლის ბიჭი ქალების საჭირო ოთახში შეჰყავს:"საზოგადოებრივ ტუალეტში ჩემი 7 წლის ბიჭი ჩემთან ერთად შემყავს ქალების განყოფილებაში. ხშირად გაღიზიანებული მზერაც და რამდენჯერმე კომენტარიც მოვისმინე, ბიჭია და ქალების ტუალეტში რატომო?
ერთი წამით დაფიქრდით, ვინც აქამდე არ დაფიქრებულა ამაზე, თქვენს 7 წლის გოგონას ან თუნდაც უფრო დიდს, ან პატარას შეუშვებთ მარტო კაცების ტუალეტში? არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ათასი არანორმალური დადის. პედოფილია არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოშიც მწვავე თემაა. 7 წლის ბიჭი და თუნდაც უფრო დიდიც ნამდვილად ვერ დაიცავს თავს მსგავსი ავადმყოფებისგან, საზიზღარი შეხებისგან და თუნდაც ავადმყოფი მზერა იყოს მხოლოდ. ასე რომ, ამ ასაკში და კონკრეტულად ამ თვალსაზრისით, ზედმეტია საუბარი, 7 წლის ბიჭია თუ გოგო, რომელიც დედამ მარტო დაუფიქრებლად შეუშვა კაცების ტუალეტში, სადაც თუნდაც შეხედვა და შეხებითაც ძალიან ბევრი რამ დაშავდება ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც.ამაზე მტკიცე და მნიშვნელოვანი არგუმენტი თუ გაქვთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა უფრო სწორია, გისმენთ, მზად ვარ, დავფიქრდე. თუ მეთანხმებით, გამამხნევეთ, რადგან ზოგჯერ მაბნევს ეს ალმაცერი მზერა და კომენტარები "რატომ ქალების ტუალეტში, ის ხომ ბიჭია".
P.S ვინც ჩემს ბიჭუნას იცნობს, იცის, სხვა დანარჩენ შემთხვევაში როგორი დამოუკიდებელი და ვაჟკაცუნაა, ამიტომ იმაზე ნუღარ გავამახვილებთ ყურადღებას, რომ მე არასაკმარისად დამოუკიდებელს ან არაბიჭურად ვზრდი. ეს სხვა თემაა, აქ ის მხოლოდ ბავშვია, სქესის მიუხედავად" - ნათქვამია პოსტში.
როგორც აღმოჩნდა აღნიშნულმა საკითხმა უამრავი მშობელი დააფიქრა:
"ვახ, დამაფიქრე. მე გოგონები მყავს და ალბათ, ამიტომ არ მიფიქრია ამაზე. სანამ კარგად დავფიქრდები, პირველი აზრი მომდის, რომ არანაკლები ტრავმა შეიძლება მიიღოს 7 წლის ბავშვმა ქალების ტუალეტში, თუ ის მოისმენს, როგორ ეუბნებიან დედას შენიშვნას იმის გამო, რომ აქ მისი ადგილი არაა, რომ დიდია უკვე დედა დაჰყვებოდეს, ან თუნდაც იგრძნოს მისი მისართით ,"რაღაცნაირი" მზერა. ამიტომ სასურველია დაემატოს საბავშვო ტუალეტები ყველა თავმოყვარე საზოგადოებრივ შენობაში".
"მეც ჩემი 7 წლის ბიჭი ქალების განყოფილებაში შემყავს, სწორედ ამ მიზეზიც, რაც თქვენ დაასახელეთ, თავად ძალიან აპროტესტებს, თუმცა ვცდილობ მისთვის გასაგებად ავუხსნა. კარგად ამოწმებს კაბინის კარს, რომ ნამდვილად დაიკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ შედის. გოგონების შემთხვევაში მეც დავფიქრდი, როგორ უნდა მოიქცეს მამა?"
"და მამას რომ ჰყავდეს წაყვანილი 7 წლის გოგო, კაცების ტუალეტში უნდა შეიყვანოს???"
"ამიტომ უნდა იყოს ტუალეტი ბავშვებისთვის. უნდა არსებობდეს მსგავსი რეგულაცია"
"7 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შესვლა უნდა შეეძლოს საპირფარეშოში. პედოფილია და მსგავსი პრობლემები ტუალეტს გარეთაც ეზოშიც, სადარბაზოშიც და ნებისმიერ სხვა სივრცეშიც შეიძლება გამოიკვეთოს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არც მანდ უნდა გავუშვა? 7 წლის ბავშვი საკმაოდ ბევრს აღიქვამს და მგონი მასაც არ უნდა სიამოვნებდეს, ის რომ ქალების ტუალეტში დადის, და ასევე პირიქით, უფრო დიდი ტრამვა იყოს შეიძლება მათთვის, თან ახლანდელი თაობისთვის, ყველაზე განვითარებულები და მგრძნობირეები რომ არიან... ეს ჩემი სუბიექტური აზრია"
"7 წლის ბავშვი "დამოუკიდებლად" ავადმყოფისგან ვერ დაიცავს ნამდვილად თავს. დიდებსაც ვერ დაუცვიათ! ჩემთვის ისიც საკმარისია, ვინმემ ჩუმად ფოტო გადაუღოს და მერე სადმე გამოიყენოს თავისი ავადმყოფი ფანტაზიებისთვის. აუცილებლად გაუპატიურებას არ ვგულისხმობ".
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? თქვენი აზრი კომენტარების ველში დააფიქსირეთ.