"ეს ბებიები და ბაბუები... თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, ისეთ დღეში მაგდებენ" - როცა დედა ტუქსავს, ბებიები კი ეფერებიან ბავშვებს
"ეს ბებიები და ბაბუები... თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, ისეთ დღეში მაგდებენ" - როცა დედა ტუქსავს, ბებიები კი ეფერებიან ბავშვებს
ხშირია ფაქტები, როცა მშობლები შვილებს ცუდი ქცევის გამო ტუქსავენ და ამ დროს ოჯახის სხვა წევრები პატარებს ექომაგებიან. რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ქცევას - პატარების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, გულისაჩუყება თუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათი განებივრება მაშინ, როდესაც მშობლები უწყრებიან შვილებს? 
თუ რა რეაცია აქვთ დედებს ოჯახის წევრების ამგვარ საქციელზე, პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ:

"ყველა უნდა გააფრთხილო, რომ არ მოეფერონ... როცა ვეჩხუბები, არავინ ეკარება"

"ძალიან ცუდად აისახება ეს მომავალში ბავშვებზე, რაც მთავარია, დედას აღარ სცემენ პატივს"

"არასწორია, როცა დედა უტევს და
მამა, ბებია, თუ სხვა ვინმე ეფერება... აღარაფრის შიში და პატივისცემა არ ექნება ბავშვს"

"მშობელზე ძალიან არავის ეყვარება ბავშვი და როდესაც მშობელი უბრაზდება, ესეიგი საჭიროა და სხვა არავინ უნდა ჩაერიოს"

"ოოო,  შემიძლია იმ მომენტში გავგლიჯო ისიც, ვინც ფერებას უწყებს! თითქოს ჩემი შვილი ჩემზე ძალიან უყვართ ..."

"ვცოფდები... ჯერ ბავშვსაც მეტად ვუბრაზდები და მერე სხვებსაც ხვდებათ კარგად"

"როგორ არ მიყვარს ეგეთი საქციელი. ყოველთვის ვუშლი მის მოფერებას, მაგრამ არავის ესმის. სამაგიეროდ, ისეთ დროს ტუქსავენ ჩემს შვილს როცა არაა დასატუქსი,

" ეგრეა ყოველთვის: თუ ბავშვი ცუდი გამოვიდა, დედის აღზრდის ბრალია. მე ყოველთვის ვტუქსავ ჩემს შვილს, როცა საჭიროა.
ჩემები არ ეფერებიან მაგ დროს. მე უფრო მიჭირს თავის შეკავება ისინი რომ ტუქსავენ და არ  გამოვესარჩლო".

"ყველაზე მარტივი საშუალებაა ბავშვის "გასაფუჭებლად". გამოდის, შენს სიტყვას ფასი ეკარგება. ამასთან ბავშვი თავის დანაშაულს ვერ მიხვდება და ვერც შეაფასებს. ამით დათვურ სამსახურს გაუწევენ ბავშვს და  კიდევ უფრო არასწორი ქცევის ან იგივეს გამეორებისკენ უბიძგებენ. ოჯახი ერთ აზრზე უნდა იყოს და ერთნაირი მეთოდებით ცდილობდეს ბავშვის აღზრდას.
არაა სჭორი მაგ დროს მოეფეროს ვინმე. ფუჭდება ასე ბავშვი"

"ეგ მე მკითხეთ, არამარტო ,"ეფერებიან",  არამედ ჩემს მიმართ თავდასხმაზეც გადმოდიან, ყველანაირი წესების დარღვევით....ამის გამო თვითმკვლელობაზეც მიფიქრია ისეთ დღეში მაგდებენ, მაგრამ ვერანაირად ვერ გადავწყვიტე პრობლემა"

"რატომღაც სხვებთან ერთად არ ვტუქსავ იმდენად, რომ მერე სხვა მოეფეროს, ვინც არ უნდა იყოს. და ძალიან რომ გავუბრაზდე და სხვა მოეფეროს, ეგ ნამდვილად არ მომეწონება".

"ოხ, ეს ბებია, ბაბუები..."
წაიკითხეთ ასევე:



2103
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
არა რა
2
დიახაც ბავშვის აღზრდა მშობლიე ვალია.და მოფერება ბებია ბაბუის აბა ისაა კარგი ბებია მშობელს აჰყვეს ჩხუბში? არც ეს არ მოგეწონებათ დამიჯერეთ გულის სიღრმეში მშობელს სიამოვნებს როცა ბებია ბაბუა მიუხედავად იმისა რომ ბავშმა დააშავა ბავშვის მხარეს არიან იმიტომაცაა საყვარელი ბებია ბაბუა და არა ის რომშობელს გადაუსწროს ლანძღვა და თითის ქნევაში
17:59 / 06-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```