"ისევ ქმარს დავუბრუნდე იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს? და მივცე უფლება, მიბრახუნოს?!" - ერთი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ისევ ქმარს დავუბრუნდე იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს? და მივცე უფლება, მიბრახუნოს?!" - ერთი დედის პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ეს პოსტი ერთ ჩვეულებრივ დედას ეკუთვნის, რომელმაც დედების ჯგუფში ითხოვა რჩევა. მისი ნებართვით, ანონიმურად ვაქვეყნებთ, რათა ჩვენმა მკითხველებმაც ურჩიონ, როგორ უნდა მოიქცეს:

"რამდენიმე წუთის წინ დედების ჯგუფში ვიკითხე, მედიკამენტოზური აბორტისთვის რომელ წამალს იყენებენთ-თქო. ყველას დიდი მადლობა, ვინც რჩევა მომცა, ვინც გამკიცხა, ვინც ჩემი მხარე დაიჭირა.
ახლა აგიხსნით ყველაფერს და შემდეგ თვითონ გადაწყვიტეთ, ადამიანის განსჯა შეიძლება თუ არა.

ერთი შვილი უკვე მყავს - სწორედ მაშინ ჩაისახა, როცა ჩემი ოჯახი ინგრეოდა. ვიცოდი, ქმარი მღალატობდა და სხვა ჰყავდა, მცემდა კიდეც და ურთიერთობა არეული
გვქონდა სასტიკად. ვფიქრობდი მაშინ, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერა ვერ შევძელი. ვერ მოვუსწრაფე სიცოცხლე ჩემს შვილს და გავაჩინე. ქმარსაც ერთი შანსი მივეცი და შევურიგდი.

იცით, რა მოხდა? იმის ნაცვლად, რომ უკეთესობისკენ შეცვლილიყო, საერთოდ უარესი გახდა, სახლში არ მოდიოდა, ვალები აიკიდა და დავშორდი... ხელში შემრჩა პატარა ბავშვი და ქმარგაცილებულის სტატუსი იმ ქვეყანაში, სადაც ყველას განიკითხავენ.

იცით, როგორი რთულია ბავშვის გაზრდა მაშინ, როცა არ მუშაობ, პატარაა, საბაღე ასაკი არ აქვს. არ მინდა რამე მოაკლდეს, მშობლები მეხმარებიან, მაგრამ როდემდე?

ახლა არ ვიცი, ორსულად ვარ თუ არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიყო. რას მირჩევთ, მეორე ბავშვსაც
დავუნგრიო ცხოვრება და გავზარდო უმამოდ გაჭირვებაში? და რა გავაკეთო ორი პატარა ბავშვით? სად წავიდე? ისევ ქმარს დავუბრუნდე იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს? და მივცე უფლება, მიბრახუნოს?! იმიტომ, რომ არ მაქვს ფული, კარიერა, სამსახური..."
3540
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ehh
2
შე დალოცვიო ეგეტ დრეში ხარ რა გესესება ანდა ჩასახვს წინააღდეგზე არა გსმენია
23:00 / 08-10-2018
სალო
9
ქმარს თუ გაშორდით ორსულად როგორ ხართ? სხვა კაცისგან და ისიც ასეთი უვარგისია როგორიც ყოფილი ქმარი?
12:17 / 12-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?