"ძაან ჰეფი ვარო, დედას ეუბნება"
ნიკასთან მოდის ხოლმე მეგობარი, კლასელია თან. ისეთი დიდის ამბით გეგმავენ ამ შეხვედრას, არის ერთი გადარეკვა, ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა. მოსვლის და დარჩენის დრო ლამის წუთობრივად არის გაწერილი. ვამოწმებთ სტუმარს უკვე ნაჭამი აქვს ლანჩი, ვერ მოასწრო და თან მოაქვს თუ ჩვენ უნდა გავუმასპინძლდეთ. ხოდა რა ხდება ამ ყველაფრის მერე: ნიკა ფლეისთეიშენს თამაშობს, ჯასტინი თავის მობილურში რაღაც ბურთებს, ჯასტინი ნიკას კომპზე ზის, ნიკა მობილურშია თავჩარგული. მერე ორივე ტელეფონებს უკირკიტებს, მერე კომპიუტერებს.
ბოლოს სტუმრის დედა რეკავს, დრო ამოიწურაო და bye და see you soon -ით ემშვიდობებიან ერთმანეთს.
როგორი დრო გაატარეო და ძაან მაგარიო, ძაან ჰეფი ვარო, დედას ეუბნება.
ვუთხრა იმ ქალს, რომ ორივე მუდოსავით დევს დივანზე? აფსუს, რა ბავშვობა გვქონდა.
ეკატერინე ალფაიძე