"ქმარმა სასტიკად მცემა, ტვინის შერყევა ფეხზე გადავიტანე... არ მინდოდა გაშორება - შვილებს მამა გვერდით უნდა ჰყოლოდათ"
"ქმარმა სასტიკად მცემა, ტვინის შერყევა ფეხზე გადავიტანე... არ მინდოდა გაშორება - შვილებს მამა გვერდით უნდა ჰყოლოდათ"
ბათუმში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც ამჯერად მეეზოვედ მუშაობს, თავის გაუსაძლის ცხოვრებაზე გვიამბო და გვთხოვა მისი სახელი და გვარი არ გვეხსენებინა, რადგან ეშინია, რომ ყოფილი მეუღლე გულახდილი საუბრისთვის სასტიკად გაუსწორდება...

- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, საერთოდ არ ვიცოდი გაჭირვება რა იყო... შემდეგ გავთხოვდი და ჩემს მეუღლეს ბინა არ ჰქონდა. ხან ვის სახლსი ვცხოვრობდით, ხან ვისაში, ყველა მთავრობას ვთხოვდი დახმარებას, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია... ჩემი მეუღლე არ მუშაობდა და მე მიწევდა მძიმე შრომა. სოფელში თოხის გარდა სამუშაო არაფერია და სხვებს
ვუთოხნიდი ყანებს, რაშიც მიზერულ ანაზღაურებას მაძლევდნენ. თან ისიც სეზონური იყო. დედამთილ-მამამთილი არ მყავდა, რომ დამხმარებოდნენ, თავადაც მამა გარდამეცვალა და დედა ავად გახდა, უკვე 30 წელია ფსიქატრიული საავადმყოფოს პაციენტია... ორი შვილი ხშირად მშიერი მყავდა. სულ მეზობლებში დავრბოდით და ხან ზეთს და ხან შაქარს ვითხოვდით. 14 წელი ასე გავატარე. დღე მონასავით ვშრომობდი და ღამე რომ მოვიდოდი, უნდა მერეცხა, საოჯახო საქმე მეკეთებინა და უმუშევრობით განერვიულებული მეუღლე ფიზიკურად მისწორდებოდა... ხშირად სისხლს ვაბარებდი, რაშიც ერთი პატარა ტომარა ფქვილი მომდიოდა, ერთი ბოთლი ზეთი და ერთი კოლოფი მაკარონი. იმდენჯერ ჩავაბარე, რომ ორგანიზმი ახლა უკვე ითხოვს და სისხლი თუ არ გავიღე,
წნევები მეწყება... ასეთ ყოფას ვეღარ გავუძელი და 6 წლის თავშესაფარში წამოვედი. სამი თვე თავშესაფარში ვიყავი და შემდეგ ქუჩაში უპატრონოდ დავრჩი. შემდეგ ეკლესიაში დედაომ შეგვიფარა და იქ ყოფილმა მეუღლემ აღარ მოგვასვენა, სანამ არ შეგვირიგა. ჩემი უმცროსი შვილი მამასთან ყოფნას ითხოვდა და მე შვილის გარეშე ვერ გავძლებდი.
თბილისში ვიცხოვრეთ ერთი წელი და ხშირად ისე ვიყავი ნაცემი, თავ-პირი აღარ მქონდა, თვალი სულ გადმოვარდნილი მქონდა. ფეხზე გადავიტანე ტვინის შერყევა, რადგან არ მსურდა განშორება, ბავშვებს რომ მამა გვერდით ჰყოლოდათ... მაინც მივიდა პოლიციამდე ხმა, დაიჭირეს და ორი შვილით ისევ მარტო დავრჩი... შემდეგ თბილისში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სამზარეულოში დავიწყე მუშაობა, მაგრამ სოციალური დახმარება არ გვქონდა და ჩემი ხელფასი ბინის ქირასაც არ ყოფნიდა. ზამთარში გათბობა არ გვქონდა, წიხლები ურტყა კარმას ყოფილმა მეუღლემ და სულ დაამტვრია. დილით ბავშვები ლოგინიდან ვერ გამომყავდა, გაყინულები იყვნენ და ტიროდნენ, სკოლაც სულ უცდებოდათ... ისევ თავშესაფარი მოვითხოვე, ბავშვებს სითბო და საჭმელი მაინც ექნებოდათ, მე ვკვდები, მაგრამ ბავშვებმა რაღა დააშავეს-მეთქი?! შემომთავაზეს კახეთი და ბათუმი და მე ბათუმი ვარჩიე... 3 თვე შეგვინახეს და მერე გვითხრეს, მოძალადე ქმარი დასჯილია, საშიშროება არ გემუქრებათ და უნდა წახვიდეთო.

- ისევ ბათუმში დარჩენა ამჯობინეთ?
- დიახ... ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში. არაფერი გაგვაჩნდა დ აარც არავის ვიცნობდი, დახმარება რომ მეთხოვა. ისე გამიჭირდა, სულ ეკლესიის კარებთან ვიყავი და ღვთისმშობელს ვთხოვდი დახმარებას, რა გამეკეთებინა... ბოლოს ყველაზე იაფიანი ბინა ვიქირავე და დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. წვიმაა, თოვლი თუ ქარი, ადრიანად გავდივარ და ვცდლობ შვილებსაც არ მოვაკლო ყურადღება. ჯერ პატარები არიან, ერთი 12 წლის და მეორე 11 წლის. ისევ უკიდურესად მიჭირს. სოციალურს ბინის ქირაში ვიხდი და ხელფასი წინასწარ გამოვიტანე, რადგან ბავშვები სკოლაში გამეშვა... გადასახადებს ვერ ვიხდი და ასე არ ვიცი, ვინ გამაჩერებს ბინაში. ჩემი არაფერი გამაჩნია, ლოგინიც კი... ბინის მეპატრონე გვეხმარება, რაც შეუძლია, მაგრამ მასაც ბევრი არაფერი აქვს... თბილისში რომ ვიყო, მეტად დამეხმარებოდნენ, მაგრამ აქ მეუბნებიან ჩაწერილი არ ხარ და არანაირი დახმარება არ გეკუთვნისო. ხშირად შაქარი და პურიც კი არ მაქვს. ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ მსგავსი გაჭირვება, არ ვიცი, ცოცხალი როგორ ვართ! ბავშვები იმდენად არიან ამდენი დარდისგან დათრგუნული, მეუბნებიან სკოლაში გაკვეთილები რომ ვიცოდეთ მაინც ვეღარ ვყვებითო... ახლა ზამთარი მოდის და სრულიად მოუმზადებელი ვხვდებით, ალბათ კიდევ უფრო გაგვიჭირდება. ყოფილი მეუღლე ციხიდან გამოვიდა და ერთს არ დარეკავს ბავშვებთან და მოიკითხავს, როგორ არსებობენ.

დახმარების მსურველებისთვის რესპონდენტის ნებართვით მისი ახლობლის ანგარიშს ვაქვეყნებთ:

საქართველოს ბანკი
GE71BG0000000020218600
მიმღები: ინდირა მოწყობილი
აპარატიდან ჩარიცხვის მსურველებისთვის 61004068404

მანანა გაბრიჭიძე
2627
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოფი
3
"არ მსურდა განშორება, ბავშვებს რომ მამა გვერდით ჰყოლოდათ... მაინც მივიდა პოლიციამდე ხმა" - შენი უთავმოყვარეო თავი თუ არ გეცოდება ბავშვების ფსიქიკას რაღას ერჩოდი????
18:21 / 23-01-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```