ხანდახან ისეთი რამეებიც ხდება, სულ რომ ვერ წარმოიდგენ „თქვენს ვებგვერდზე ხშირად ვკითხულობ რძალ-დედამთილების ამბებს, მეც მომინდა, მომეწერა ჩვენი არც ისე ჩვეულებრივი ამბავი, რომელზეც ზოგს შეიძლება გაეცინოს კიდეც.
უკვე 10 წელია გათხოვილი ვარ. ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი, 5 და 8 წლის. მე ვმუშაობ, მეუღლეც. თითო წელი მქონდა ორივეზე დეკრეტული შვებულება და დანარჩენი დრო, დღის პირველ ნახევარში დედამთილთან არიან პატარები. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე მასთან არიან, ან იმას, რომ ყველაფერი მისი საკეთებელია. სულაც პირიქით.
აი მოკლედ რომ გიამბოთ, როგორ ვცხოვრობდით აქამდე. დილაობით ჩემს მეუღლეს მიჰყავდა ბავშვები სკოლა-ბაღში, მე სამსახურში წასვლამდე, რასაკვირველია, ვამზადებდი ორივეს, ვასაუზმებდი, გამოვაწყობდი და ვუშვებდი. მერე, სანამ თავად წავიდოდი სამსახურში, ვამზადებდი იმ დღის სადილს (ხანდახანა - წინა ღამეს, თუმცა დილას მომზადებული სადილი, როგორც წესი, მირჩევნია ხოლმე ახლაც), ვალაგებდი სახლს და გამოვრბოდი.
უფროსი ბიჭი თავად ბრუნდება ხოლმე სკოლიდან - სახლის გვერდით გვაქვს სკოლა. შინ ბებია ხვდებოდა ყოველთვის და ჩვენს დაბრუნებამდე დრო ჰქონდათ განაწილებული - როდის ესწავლა, როდის ესადილა, როდის ეთამაშა. საღამოსკენ ხან მე გავდიოდი ცოტა ადრე სამსახურიდან, ხან ჩემი ქმარი, გამოგვყავდა პატარა ბაღიდან, ვბრუნდებოდით სახლში და იწყებოდა ისევ ჩვეულებრივი ოჯახური საზრუნავები.
როცა რომელიმე ბავშვი ცუდად ხდებოდა, მე საერთოდ გამიცდენია სამსახური და შინ დავრჩენილვარ. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს დედამთილს აქამდე პრაქტიკულად მხოლოდ თვალის მადევნებელის ფუნქცია ჰქონდა. ანუ ფიზიკურად არანაირად არ ვტვირთავდით - საოჯახო საქმეები, ბავშვების მოვლა-პატრონობა და ა.შ. სულ მე და ჩემს ქმარს გვქონდა გადანაწილებული. იმაზეც მადლობელი ვიყავი, რომ სახლში მეგულებოდა ვიღაც, ვინც უბრალოდ ყურადღებას მიაქცევდა ბავშვებს. თითქოს სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ ხომ არიან ქალები, რომლებსაც არ შეუძლიათ ბევრი შრომა, აქტიურობა, გასვლა-გამოსვლა. შეგუებული ვიყავი თავიდანვე, რომ ასეთი იყო და აღარც გამიპროტესტებია. ვიცოდი, რომ გარეთ გასვლა არ უყვარდა, თავი სტკივდებოდა, ფიზიკურ შრომაზე - წელი სტკივდებოდა ან ფეხები, ზედმეტი ემოციებიც არ შეიძლებოდა - წნევა უწევდა და წარმოიდგინეთ, წლები რომ იტყვიან სულს ვუბერავდით. მასზე არანაკლებ ვზრუნავდით, როგორც ბავშვებზე. უარყოფითი ემოციებისგანაც ვიცავდით და ფიზიკური დატვირთვებისგანაც. ჩემმა ქმარმა თავიდანვე ამიხსნა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთგვარი დეპრესია დაემართა დედამისს და ასეთი გახდა. შევეგუე და არ ვაპროტესტებდი არანაირად...
ჰოდა, აი ამ ყველაფრის მერე წარმოიდგინეთ უცებ ასეთი სურათი - დაახლოებით ერთი თვეა, ჩვენს სახლში სერიოზული ცვლილებებია. ვბრუნდებით შინ მე და ჩემი ქმარი და სულ ახალ-ახალი სიურპრიზები გვხვდება. ხან - ახალი პროდუქტებით სავსე დაგხვდა მოულოდნელად მაცივარი, ხან აღმოჩნდა, რომ ბავშვს რვეული დაუმთავრდა და როგორც ადრე მე ამიკლებდნენ ხოლმე ასეთ დროს რეკვით, ასეთი რამ აღარ მოხდა და ბავშვთან უჩემოდ გაჩნდა ახალი რვეულების და კალმების დასტა; აქამდე თუ დაბადების დღეზე ბებო ბავშვებს ფულს ჩუქნიდა და რაც გინდათ, იყიდეთო, ახლა მოულოდნელად პატარას ძალიან საინტერესო და საყვარელი სათამაშო აჩუქა... ადვილი წარმოსადგენია, ასეთი მოულოდნელობები როგორ გაგვაოგნებდა მე და ჩემს ქმარს. თანაც, რომ ვეკითხებოდით, საიდან, უცნაურად გაიცინებდა ხოლმე.
ერთ დილას ბავშვი დაბადების დღეზე მიგვყავდა მანქანით და მანქანაში განვიხილავდით ბებოს გადასხვაფერების ამბავს, რომ ბავშვმა მოკრა ყური და გადაიხარხარა:
- აუ, ბებომ მაგრად დაგტროლათ! სინამდვილეში ინტერნეტში ვიპოვეთ ერთხელ საიტი, რომელზეც ყველაფრის შეძენა შეიძლება Momitane.ge - ერთხელ ვასწავლე და მას მერე ძალიან კარგად აითვისა. რეკავს და რასაც უნდა, ყიდულობს, მერე კიდევ თავისი პენსიის ფულით უხდის. ისეთი გახარებულია, ზუსტად ჩემთვისაა მოგონილიო... ეგ კი არა, უკვე ისე გაიწაფა, ქულებსაც აგროვებს საიტზე და იმ ქულებით კიდევ მეტ რამესაც ყიდულობს... უკვე ისიც კი ზეპირად იცის რომელი პროდუქტის შეძენაზე 2% ერიცხება, რომელზე 5% და რომელზე შვიდი...
ბავშვი კიდევ აგრძელებდა, მაგრამ მე და ჩემს ქმარს აღარ გვესმოდა. ჯერ გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს, მერე კი მაგრად ავხარხარდით.
აი, ასეთი იყო ჩემი მხიარული ამბავი და ჩემი დედამთილის მოულოდნელი გარდასახვა. ხანდახან ისეთი რამეებიც ხდება, სულ რომ ვერ წარმოიდგენ“.
ლიკა, 32 წლის