გამოცდილებამკითხველების ამბები
"სამი შვილი მყავს და რატომღაც უფროსს ვცემდი... ღმერთო, როგორ მრცხვენია..." - დედის გულახდილი ნაამბობი
"სამი შვილი მყავს და რატომღაც უფროსს ვცემდი... ღმერთო, როგორ მრცხვენია..." - დედის გულახდილი ნაამბობი
სამწუხაროდ, ბავშვების ფიზიკური დასჯა დღევანდელ დღესაც აქტუალური პრობლემაა და ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავს თემებზე ვაქვეყნებთ სტატიებს, სპეციალისტების რეკომენდაციებს თუ ჩვეულებრივი მშობლების წერილებს, კომენტარებში ანონიმურად არაერთი დედა თუ შვილი გვწერს თავის შემთხვევაზე. ამჯერად კიდევ ერთი დედის გულახდილ ნაამბობს ვაქვეყნებთ (კომენტარი გაკეთდა სტატიაზე "მეზიზღებოდა დედა, რომელიც მცემდა..." - დედების მიერ გულნატკენი შვილების საშინელი ნაამბობი), რასაკვირველია, ანონიმურად, რათა სხვა მშობლებმაც გაითვალისწინონ:

"მეც სამი შვილი მყავს და რატომღაც უფროსს ვცემდი უჭმელობის გამო... ღმერთო, როგორ მრცხვენია...
ახლა ის უკვე დიდი კაცია და ვგრძნობ, რომ არ ვუყვარვარ... ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი რას ჩავდიოდი? რატომ ვცემდი? მიყვარდა სიგიჟემდე... საუკეთესოს ვაძლევდი ყველაფერს და ვურტყამდი ბავშვს. ნუთუ ეს მე ვიყავი?

შემდეგ რაღაცა მოხდა ჩემში და მომდევნო ორისთვის თითი არ დამიკარებია, ფერებაში გავზარდე... ამაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება გავგიჟდე. მინდა ერთხელ დავსვა და დაველაპარაკო, ბოდიში მოვუხადო და ჩავეხუტო. ძალიან ცივია ყველას მიმართ, ძმებსაც არ კითხულობს... ახლა ვიცი, რომ ეს არის ბავშვობის ტრავმა...

შვილები ისე იზრდებიან, სულ ვეფერები და ვიხუტებ, ერთხელ არ მიმიცია შენიშვნა. ეს არის გამოუსწორებელი შეცდომა... რას განიცდის ბავშვი ამ დროს? მოვერიე პატარას? ღმერთოოო, დედა ვიყავი თუ ჯალათი? ახალგაზრდა 27 წლის ქალი, კარგი
სამსახურით და კარგი ცხოვრებით?

და შემდეგ, როცა ყველაფერი აირია, 90-იანებში უბატონოდ ხმა არ გამიცია შვილებისათვის...
საბოდიშოდ რომ არ გაგიხდეთ საქმე, სცემოთ კი არა, არც დაუყვიროთ შვილებს, ელაპარაკეთ ჩვეულებრივი ენით, უსი-პუსის გარეშე... ნუ დააკომპლექსებთ!"


altფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი


ბეჭდვა
```