რატომ ტირიან შვილები და არაფერს ეუბნებიან მშობლებს პრობლემებზე?
რატომ ტირიან შვილები და არაფერს ეუბნებიან მშობლებს პრობლემებზე?
ამბავი მშობლების შეცდომასა და ამ შეცდომების გამოსწორების ხერხებზე.

გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში! დიახ! ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, არც ბავშვობაში და არც მის შემდეგ. ჩვენ უმცროს შვილთან ერთად ვსეირნობდით. შემდეგ სახლში დავბრუნდი და რაღაცას ვაკეთებდი. ბარბარაც მოვიდა სკოლიდან. მოგვიანებით კი შუათანა ბავშვი ბაღიდან. ყველაფერი ჩვეულებრივ იყო.

საღამოს გოგონები რაღაცაზე წაკამათდნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ, მე კი დავტუქსე, საერთოდ, ჩვეულებრივი ისტორიაა.

ჩემი მეუღლე სამსახურიდან დაბრუნდა. ყველა შეარიგა და დაათბო. მას ეს
შეუძლია. გოგონებმა უამბეს მამას თავიანთი წყენის შესახებ და ყველაფერი მაშინვე დაავიწყდათ. შემდეგ კი კვლავ სიყვარული, სიცილი, თამაში.

მხოლოდ უფროსი, ლილი იყო მოწყენილი. შემომხედა თავისი სევდიანი თვალებით ისე თითქოს, რაღაცის თქმა უნდოდა.
- "ლილი, რაიმეზე ლაპარაკი ხომ არ გინდა ჩემთან?" - ვკითხე მე. "კი, დედა!"

ჩვენ ოთახში შევედით, დავსხედით და ვდუმდით. მის თვალებზე ცრემლიი დავინახე. "მითხარი, შვილო, ნუ ტირი..."

ლილიმ წამოთქვა... "დედა, იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ... მაგრამ ახლა შენ მართალი არ იყავი. მე ხომ შემიძლია გითხრა, რომ არ იყავი მართალი?"

- "შეგიძლია!"
- "მე გოგონებთან წავკამათდი, შენ თქვი, რომ სასწრაფოდ გავჩუმებულიყავით და გავსულიყავით სამზარეულოდან. არც კი გიკითხავს, რა მოხდა. მე მათ ვთხოვე, ერთად
დაგხმარებოდით, დაგველაგებინა. მათ დაეზარათ, მე კი ხასიათი გამიფუჭდა. შენ კი ჩემზე გაბრაზდი.
- "მაპატიე, საყვარელო!"

alt5 ფრაზა, რომლის შემდეგაც ბავშვები აღარ ტირიან - ერთი დედის გამოცდილება


ის ისეთ რაღაცებს ყვებოდა, მე არასდროს ვიცოდი ამის შესახებ. რაზეც არასდროს მიფიქრია. მე კიდევ ვფიქრობდი, რომ ჩვენს შორის ახლო ურთიერთობა იყო. ყველაფერი მოყვა, რაზედაც კი ოდესმე უფიქრია, წყენია ან ტკენია. მე, როგორც დედას, მისთვის მიმიყენებია ტკივილი. მომიყვა იხვის ჭუკზე, რომელის დახატვაზედაც დიდხანს წვალობდა 5 წლის ასაკში იმისათვის, რომ ჩემთვის ეჩუქებინა. მე კი იატაკიდან ავკრიფე მიმოფანტული ფურცლები და წებო. ის თურმე დიდხანს ყოფილა მოწყენილი იმის გამო, რომ დედას მისი იხვი არ სჭირდებოდა.

თქვა, რომ როდესაც დაიბადა უმცროსი დაიკო, მასაც უნდოდა პატარა ყოფილიყო. იმიტომ, რომ მე მთელ დროს პატარასთან ვატარებდი. უნდოდა, რომ ჩავხუტებოდი და თავზე მეკოცნა. იგონებდა, რომ თითქოს თავადაც პატარა იყო, მე კიდევ მკაცრად ვეუბნებოდი: "ნუ ყვირი!"

მომიყვა, რომ სკოლაში ვიღაცამ გააბრაზა, ძალიან უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, ტირილი, მაგრამ მე რაღაცით ვიყავი დაკავებული და მითქვამს "მოგვიანებით ვისაუბროთ!"

გაიხსენა, თუ როგორ დაამზადა ჩემთვის ხელნაკეთი ნივთები, მე კი ამის გამო ვეჩხუბე. მითხრა, რომ ძალიან კარგი ვარ, მაგრამ რთული ხასიათი მაქვს, რომ ის ხშირად ძვრება საწოლის მეორე სართულზე და წარმოიდგენს, რა კარგი იქნებოდა, მე რომ მშვიდი და მოსიყვარულე ვყოფილიყავი. ოცნებობდა, რომ მთელი ოჯახი ერთად დავმსხდარიყავით და გამოგვეცხო ღვეზელები. ყველა ვყოფილიყავით სამზარეულოში ფქვილთან და ცომთან და მისი წარმოდგენით, ასე ძალიან სახალისო იქნებოდა.

თქვა, როგორ ცუდად გრძნობდა ხოლმე თავს, როცა მე და მამა ვჩხუბობდით: "თქვენ ხომ ასეთი კარგები ხართ, ასე გიყვართ ერთმანეთი, არასდროს იჩხუბოთ!"

ძალიან ბევრ რამეზე ილაპარაკა... მე კი ვიჯექი და ვუსმენდი... ახლა მე მახრჩობდა ცრემლები.

"დედა, გაბრაზდი ჩემზე, ეს რომ მოგიყევი? მე დიდიხანია მინდოდა ამაზე საუბარი, უბრალოდ, მეშინოდა შენი გაბრაზების. გითხარი და თავს მსუბუქად ვგრძნობ!"

"არ გავბრაზებულვარ, ჩემო საყვარელო გოგონა. უბრალოდ, ძალიან მტკივა, რომ ასე სწრაფად დამავიწყდა ჩემი ბავშვობა. დამავიწყდა როგორ ვტიროდი, როცა ჩემი მშობლები დაკავებულები იყვნენ, მუშაობდნენ და არ მისმენდნენ. ღამით ვტიროდი ხოლმე და ჩემს გრძნობებზე ძაღლს, ბიმის, ველაპარაკებოდი. რომ 6 წლის ასაკში საახალწლოდ მინდოდა ჩემი მშობლებისთვის სჩუქრის გაკეთება და სახლი გავაკეთე ქაღალდისგან. ოთახში შევუტანე, მათ რაღაც პრობლემა ჰქონდათ, რაღაცაზე საუბრობდნენ და მე მითხრეს "მერე გვაჩვენე, ახლა კი შენს ოთახში გაიქეცი!" როგორ მწყდებოდა გული, როცა მეუბნებოდნენ "შეწყვიტე, ეგ სისულელეა!" და ჩემთვის ის სულაც არ იყო სისულელე.

დავპირდი ჩემს თავს, რომ ჩემი შვილები სულ სხვანაირები იქნებოდნენ და მეც სხვანაირი დამოკიდებულება მექნებოდა მათდამი. ახლა კი ჩვენ, მშობლებს, საერთოდ დაგვავიწყდა ჩვენი ბავშვობა. როგორი მკაცრები გავხდით და შვილებს ისე ვექცევით, როგორც ჩვენ ჩვენი მშობლები. რატომ არ გვესმის, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენთვის.

alt"მივხვდი, რატომ ტირიან ჩემი შვილები ჩემს დანახვაზე..." - რატომ მოხვდა ხატია სიჭინავა საავადმყოფოში



ჩემო საყვარელო! შენ გაიზარდე! უკვე 10 წლის ხარ. ხედავ, არც ისეთი მშვენიერია სამყარო, როგორც ამას პატარები აღიქვამენ. შენ მე მხედავ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ, ჩემი ყველა ნაკლოვანებით. მადლობა ამისთვის. ახლა მე მჭირდება, ვისწავლო, როგორ უნდა ვიყო უკვე გაზრდილი შვილების დედა.

მე მესმის შენი! ძალიან დამეხმარე და ეს მინდა იცოდე. შენ და შენი დები ყველაზე ძვირფასები ხართ ჩემი და მამას ცხოვრებაში. გვინდა, რომ ბედნიერები იყოთ და მეტჯერ აღარ გვქონდეს მსგავსი საუბარი."

ჩვენ დიდხანს ვიჯექით ოთახში და ვსაუბრობდით, ვუყვებოდით ერთმანეთს რაღაცებს და თან ვტიროდით... მთელი საღამო გავიდა.

დიახ! ეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ამავდროულად ძალიან ლამაზიც. ახალი ცხოვრების დღე, რომელშიდაც მე შევეცადე მომესმინა ჩემი ძვირფასი შვილებისთვის. ღამით კი პირჯვარი გადავსახე და ვაკოცე. "მაპატიე!"- ჩავჩურჩულე უფროს გოგონას. "დედიკო, როგორ მიყვარხარ!" - მითხრა მან ნახევრად მძინარმა.
ავტორი: ელენა კუჩერენკო
წყარო

altბიჭები არ ტირიან - ვიდეო, რომელმაც მსოფლიო შეძრა



4004
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```