"ცოლ-ქმრის სურათი შუაზე გატეხილი და ერთმანეთისგან ზურგშექცეული ვიპოვე საბანში" - რატომ აკეთებენ ადამიანები ჯადოებს 21-ე საუკუნეში?
"ცოლ-ქმრის სურათი შუაზე გატეხილი და ერთმანეთისგან ზურგშექცეული ვიპოვე საბანში" - რატომ აკეთებენ ადამიანები ჯადოებს 21-ე საუკუნეში?
ჯადოების, შელოცვების, ავი თვალის ბევრს სჯერა. შესაბამისად, რეალური თუ არარეალური ფაქტები, რომელიც ერთი შეხედვით გვეუცნაურება, ხშირად ხდება ჩვენი დაეჭვების მიზეზი, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა არაერთი ადამიანი საკუთარი გამოცდილებიდან ჰყვება მოჯადოებულ ნივთებზე და ნეგატიურ ფაქტებზე, რომელიც მაგიას უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს თემა 21-ე საუკუნეშიც არსებობს და ადამიანები კვლავაც ცდილობენ ბოროტი ზრახვების ამგვარად განხორციელებას. 
ამას რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომელიც არსრულწლოვანი გოგონას ფოტოს ეხებოდა. წერდნენ, რომ ფოტო ეშმაკის გამოსახულებიან ნივთზე იყო მიმაგრებული და ეს იყო აშკარა ჯადო. მიუხედავად იმისა,
რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად შეესაბამებოდა გავრცელებული ამბავი სიმართლეს, უამრავი ადამიანი ააფორიაქა ამ ფაქტმა. ზოგი ცდილობდა გაეგო, რა ბედი ეწია ამ გოგონას, ზოგმა ისიც კი თქვა, რომ იგი ჯადოს ვერ გადაურჩებოდა... განხილვის დროს ბევრმა საკუთარი გამოცდილებასც გაასაჯაროვა:

"სამწუხაროდ, ბევრი რამ მიპოვია, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სურათი შუაზე გატეხილი და ერთმანეთისგან ზურგშექცეული ვიპოვე საბანში და ეს საბანი დედამთილმა შემიკერაო, ამ ქალმა მითხრა. მეუღლე 20 წელია წავიდა და დამტოვაო".

"არ მჯეროდა ასეთი რამის, მაგრამ ბამბის გადამუშავებაზე ვმუშაობდი. კლიენტმა საბნები და ლეიბები მოიტანა გასაახლებლად, დავშალე და ლეიბში სისხლიან ნაჭერში გახვეული ახალგაზრდა მამაკაცის სურათი და შავი ძაფით დახვეული ლურსმნის
ჯვრები ვიპოვე. როცა ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა წასაღებად, ვკითხე, ოჯახში ვინ იყო გარდაცვლილი, მიპასუხა, მამა დამეღუპა ავარიაში, სისხლისგან დაცლილაო და ეს ლეიბი ბიცოლამ გვაჩუქაო"...

ამ და სხვა საკმაოდ ბევრი კომენტარიდან გამომდინარეც ადვილი სათქმელია, რომ შელოცვების და ჯადოების დღესაც ბევრს სჯერა, ეშინია და ბევრიც მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჯადოს ადამიანზე, კომენტარი ვთხოვეთ მოძღვარს, მამა ლევან მათეშვილს:

- ბოროტი ძალები, რა თქმა აუნდა, არსებობენ, ამიტომ პრევენცია იქნება, რომ ადამიანმა იცხოვროს ეკლესიურად, ქრისტიანული ცხოვრებით. თუ ადამიანი არ ცხოვრობს ქრისტიანული წესით, ის მიდრეკილია ბოროტებისკენ. რაც არ უნდა ნახოთ და ვის მიერაც არ უნდა იყოს გაკეთებული, ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს, მას ვერაფერს დააკლებენ, ვერ შეუქმნიან პრობლემას.

შავ მაგიაზე საუბრისას, ერთ-ერთ ინტერვიუში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული.
- ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ბოროტების დაძლევა - მხოლოდ დადებითი ენერგიის დახმარებით. მაგალითად, მინერალების გამოყენებით (ყველამ ვიცით, რომ გიშერი ადამიანს ავი თვალისაგან იცავს). ასევე კარგია კონტაქტი ბუნებასთან, რომელიც წმენდს და ასუფთავებს ადამიანის ბიოველს, კარგია მიწის, წყლისა და ცეცხლის ენერგია.
ამის ნათელი მაგალითია სანთლებისა და ნაკურთხი წყლის გამოყენება ეკლესიის მიერ. აქვე გეტყვით, რომ შემთხვევით შავი მაგია არავისზე მოქმედებს. ადამიანმა რაღაცით დაიმსახურა, რომ შავი მაგიის გავლენის ქვეშ მოექცა, პირველ რიგში, თავისი არასწორი ცხოვრებით. ასეთ დროს მან უნდა იფიქროს, რა დააშავა და თავისი ზრახვები, სურვილები და საქციელი ზედმიწევნით აკონტროლოს.
არიან უნიკალური პიროვნებები, პარაფსიქოლოგები და ექსტრასენსები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს ეს უარყოფითი ენერგია მოუხსნან. მეც ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად წმენდენ და ასუფთავებენ დაბინძურებულ აურას. ოღონდ, როცა აურის გასაწმენდად ვინმესთან მიდიხართ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის სანდო პიროვნებაა, რომელმაც იცის ცუდი ენერგია როგორ "დაამიწოს". სხვათა შორის, ასეთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ეკლესიაც კარგად ეხმარება. ჩემი აზრით, თუ ადამიანი სიკეთეს ემსახურება, სწორი გზით მიდის და არავის არაფერს უშავებს, მასზე უარყოფითი ენერგია ნაკლებად მოქმედებს.
2702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```