"ჩემს დედამთილს არ მოვწონვარ და ამის გამო შვილიც მოიძულა... ვჩუმდები ჩემი ქმრის ხათრით, მაგრამ დავიღალე" - მკითხველის გულახდილი წერილი
"ჩემს დედამთილს არ მოვწონვარ და ამის გამო შვილიც მოიძულა... ვჩუმდები ჩემი ქმრის ხათრით, მაგრამ დავიღალე" - მკითხველის გულახდილი წერილი
ჩვენს ვებგვერდზე არაერთხელ გაჟღერებულა საკმაოდ მტკივნეული თემა - როდესაც მშობლები შვილებს არჩევენ. ამაზე ჩვენი მკითხველებიც საუბრობენ ხოლმე და ფსიქოლოგებისთვისაც გვიკითხავს აზრი ამის შესახებ.

altრატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა პრობლემები შეექმნებათ მომავალში ასეთ ბავშვებს?


ამჯერად ამავე თემაზე ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის გულახდილ წერილს გთავაზობთ, რომლის თხოვნითაც მის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ. მას სურს, თავისი ამბავი გაუზიაროს დანარჩენებს და რჩევებსაც ელოდება თქვენგან:

"გამარჯობა. მინდა, ჩემს ოჯახზე მოგიყვეთ და თქვენ გაარჩიეთ, ვინ არის მართალი.
9 წელია, გათხოვილი ვარ. ჩემი დედამთილი საზღვარგარეთ მუშაობს.  როდესაც ჩამოვიდა ჩვენს ქორწილში, სახეზე შეეტყო, რომ არ მოვეწონე... უკვე 9 წელია, გულთან ვერ მიმიტანა... წელიწადში 2-ჯერ ჩამოდის და ჩემს დალაგებულს ყველაფერს ისე ალაგებს, როგორც თვითონ უნდა ან ვითომ თბილად მეუბნება, რომ სანამ აქ ვიქნები, იყოს ასე, რომ წავალ, მერე დაალაგე როგორც გინდაო...

მამამთილი ძალიან კარგი მყავს და გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ამასთან ერთად, ჩემს მეუღლეს კიდევ 2 დედმამიშვილი ჰყავს - მული და მაზლი ჩვენთან ცხოვრობდნენ ჩემი გათხოვების დღიდან და არ ვასხვავებდი. ისე ვუვლიდი, ვურეცხავდი, თან ვყვებოდი, მაგრამ რატომღაც ჩემში მარტო ცუდს ხედავენ... არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ. შეცდომები ყველას მოგვდის და არც მე ვარ
ანგელოზი, მაგრამ ღმერთი მაღლიდან იყურება... ზედ ვყვები ჩემს ქმარს, პატივს ვცემ და ბავშვებივით ვუვლიდი ყველას ამდენი წელი, მაგრამ  ისე მეტყვიან საყვედურს, შენიშვნას ისე მომცემენ, არც დაფიქრდებიან...
ჩემს მულს ჩემს გვერდზე გავლაც არ უნდა, ჩემზე მეტი ჰგონია თავი. ჩემმა დედამთილმა მითხრა ერთხელ ჩემს ქმარზე, ისეთი ლამაზი შეყვარებული ჰყავდა, ფეხები გლანდებიდან ეწყებოდაო... ამით მე მანიშნა, შენ იმასთან არაფერი ხარო... ჩემს მაზლს ეუბნება, ლამაზი და ნასწავლი ცოლი მოიყვანეო...

მერე მოხდა ის, რომ ორ უმცროს შვილს, ჩემი ქმრის გარდა, საკმაო თანხები მისცა, რომ მშენებარე კორპუსში შეეტანათ ბინების საყიდლად? ჩემს ქმარს კი... ასესხა თანხა რამდენიმე თვით, მალე დამიბრუნე, მჭირდებაო...

ჩემი ქმარი არის გაჩუმებული... გული მტკივაო, იძახის,  მაგრამ დედმამიშვილებს ვერაფერს ვეტყვი, მე დედაჩემზე მწყდება გული, რომ მარჩევსო... ერთხელ წამოცდა, შენ ვერ გიტანსო და იმიტომ მარჩევსო... მერე მიმტკიცებდა, ისე გითხარიო, მაგრამ ხომ ვიცი,  რომ ასეა...

ჩემს შვილებზეც არ გიჟდებიან... მე არც ერთთან ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, არც დედამთილისთვის არ მითქვამს ზედმეტი, ვჩუმდები ჩემი ქმრის ხათრით, მაგრამ დავიღალე, რომ არაფრის თქმის უფლება არ მაქვს და სულ რომ ვიცინი, იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ მწყინს... 

ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქმარი ცალკე გადავედით ქირით.  ჩემი მაზლიც ჩვენთან გადმოვიდა, მამამთილი სოფელში წავიდა, ბინა გააქირავეს და ჩემი მული იღებს ქირას... მე ქირა კი არ მინდა, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად მარტო ვიცხოვრო, ის მინდა... ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ, მართლა დავიღალე..."
6051
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
გგგგგგგგგგგგ
0
მეც მასე ვევლებოდი ყოფილ ქმარს და მისიანებს,მთელი ოჯახი ცჰემს ხარჯძე ცხოვრობდა,მერე წავიდა და საყარელსაც ჩემს ხარჯძე აცხოვრებდა,ეს რომ გავიგე მთელი ოჯახი გავაგდე ჩემი სახლიდან,მას თავისი არაფელი გააჩნდა,თუ რამიტ იყო ჩემით იყო,ასე რომ გააგდე სახლიდან ვინც შენ სიმშვიდეს გირღვევს და არ გაძლევს ცხოვრების საშუალებას,თუნდაც მარტომ მოგიწიოს ყოფნამ,თავზე არავინ დაისვა,ტორემ ყოველთვის დაგაჯებიან ტავზე,იცოდე შენი თავის ფასი.................................
09:48 / 03-07-2019
Natt
2
ანონიმურია და ვწერ იმიტო. მასეთ იჯახში რომ შედიხარ თავიდანვე უნდა ასწიო თავი და ყველასთან ისეთი იყო როგორებიც არიან შენთვის. მე ქმარს გავშორდი იმის გამო რომ დიდი ქალი უნდა მოეყვანა ცოლად. ქმარიც ყავს და 2შვილიც და ამაზე გაცულებით დიდია 12 წლით ის ქალი. მე ვჩუმდებოდი ყველაფრის მიუხედავად როგორც მექცეოდა და ვნახულობდი სმსებს მასტან აპარაკს მასმენდა გვერდით ოთახიდან. დედამთილი ქვეყნიდან უკვე წასული იყო. დედამთილს რო ვუყვებოდი ვურეკავდი ასე მექცევათქო მოითმინეო მე შენს გვერდიტ მიგულე დაგეხმარებიო. გავიდა დედამთილის წასვლიდან რამოდენიმე ტვეე და სახლიდან გამაგდო. მაგრამ დედამთილმა ჩვენი ურთიერთობა დაივიწყა და უკვე 2 წელი ხდება წამოვედი იმ ოჯახიდან 1ხელ არც კი დამირეკა როგორ ვარ მე ან ბავშვი. კარგი დედამთილებიც არიან სანამ მათ ოჯახში ხარ მაგრამ მერე აგარ აინტერესებ. ქმარს გაუფრტხილდი თუ აგარც მას ეყვარები დამიჯერე თავი არავის შეაკლა
22:26 / 03-03-2019
თეკო
1
ძაან დაგისვია თავზე ყველ. რას ქვია მაზლი თქვენთან გადმოვიდა, წავიდეს და იცხოვროს თავის ბინაში, ფული კიდევ შრომით იშოვოს, არ არის ეგ თქვენი პრობლემა. ეს ყოფილების შედარება რაღა იციან, შენ ხომ არ შეუშალე ხელი, მოეყვანა...წარმატებები
01:17 / 03-03-2019
nini
0
კი არიან მასეთი უვარგისი დედებიც! ის მაზლიც გაუშვით თავის დასთან და თქენ მიხედეთ თქვენს ოჯახს! ყველას ღმერთი გაცემს სამაგიერო პასუხს!
16:12 / 02-03-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```