"რადგან შვილი არ მყავს, დედის დღეს არ მილოცავენ... მომილოცეთ..." - ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი
"რადგან შვილი არ მყავს, დედის დღეს არ მილოცავენ... მომილოცეთ..." - ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი
დღეს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ, შესაბასად ძალიან ბევრი ქალბატონი ხდება მილოცვის ადრესატი. ეს დღე დიდსა თუ პატარას განსაკუთრებულად უხარია და ამ სიხარულის გაზიარება, რა თქმა უნდა, სიომოვნების მომგვრელია, თუმცა გარკვეული უხერხული მომენტებიც იჩენს თავს. როგორც ჩვენი მკითხველი გვწერს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ დღეს უშვილო დედებს ბევრი არიდებს თვალს.

"ბავშვობიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად მიყვარს დედის დღე. სულ მეგონა, რომ ამ დღეს შემეძლო დედიკოსათვის ყველა გაბრაზება დამევიწყებინა. ბავშვები შეიძლება არ აღიარებენ დანაშაულს, მაგრამ მისი გამოსწორების სურვილი მაინც აქვთ და ასე ვიყავი მეც, მეგონა,
რომ ბავშვურ სიცელქეს და ცუდ ქცევებს დედა ამ დღეს მპატიობდა. ნახატებით, ყვავილებით მივრბოდი დედასთან ჩასახუტებლად. ახლა ის მოხუცია და ჩემს გამოქანებულ ჩახუტებას ვერ უძლებს, ამიტომ მოკრძალებულად ვეფერები და ვუკოცნი ლოყებს.

მე თვითონ 9 წელია შევქმენი ოჯახი, სამწუხაროდ შვილი ამ დრომდე არ მიჩნდება. ექიმებთან სიარულში გავლიე ეს წლები, არც მე და არც ჩემს მეუღლეს საგანგაშო არაფერი გვაქვს, თუმცა პატარას ყოლის სიხარული არ გვეღირსა. უფლის წყალობით, იმედი მაქვს, ეს დღეც დადგება. სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, ამ წერილის თქვენთვის მოწერა ერთმა გარემოებამ გადამაწყვეტინა. ჩემ დღეში ალბათ სხვა უშვილო დედებიც არიან. რადგან შვილი არ მყავს, დედების დღეს არავინ
მილოცავს, ერთეული ადამინების გარდა. არ ვიცი, ფიქრობენ, რომ გული მეტკინება. რომ იცოდეთ, დედა არ ვარ, მაგრამ დედა მყავს და ძალიან მიხარია ამ დღის მოსვლა. ჩემი უშვილობა თქვენი ბრალი ხომ არ არის, თქვენზე გავბრაზდე. პირიქით, უფრო გამიხარდება თუ სტიმულს მომცემთ, და მეტყვით, გილოცავ, მალე შენც გეყოლება პატარა. ნუ მომერიდებით, ასე უფრო განვიცდი".

ლალი, 38 წლის
2619
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნია
0
გოგოებო არ ინერვიულოთ ღმერთი აუცილებლად მოგცეთ.უბრალოდ,მოდუნდით დამას მიენდეთ.გამოცდილი მაქვს ეგ გრძნობა.
22:35 / 05-03-2019
Kassiopeia
0
Tqveni dzalian mesmis 10 celi mec sul mag molodinshi viyavi rom gmerti aucileblad damasachuqrebs da mec momcems shans viyo deda mec mcydeboda guli dedebis dges rom ar milocavdnen da sul ganvicdidi am ambavs magram dadga is dge rom gmertma mec machuqa patara vajkaci romelic ukve erti clisaa da am cels pirvelad momiloces dedebis dges dzalian bednieri da gaxarebuli var tqvenc igives gisurvebt male moelocos yvelas tqventvis dedebis dge.
15:56 / 03-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```