"ბავშვის საოპერაციო ფულსაც ქალებს ახარჯავდა, ძალადობდა..." - რას ჰყვება მარტოხელა დედა, რომელსაც ქმარმა ყველა იმედი გაუცრუა
"ბავშვის საოპერაციო ფულსაც ქალებს ახარჯავდა, ძალადობდა..." - რას ჰყვება მარტოხელა დედა, რომელსაც ქმარმა ყველა იმედი გაუცრუა
ეს ამბავი ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა. სამწუხაროდ, არაერთი ქალი აღმოჩნდება ხოლმე ისეთი მამაკაცის გვერდით, რომელიც მას ცხოვრებას ტრაგედიად უქცევს:

"ჩემი კოშმარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სრულიად მოულოდნელად გავიცანი ადამიანი, რომელთანაც პირველ ეტაპზე ფლირტის დონეზე მქონდა ურთიერთობა. მერე ეს გადაიზარდა შეხვედრებში და როგორც მე მეგონა - სიყვარულში... თუმცა მოგვიანებით გავარკვიე, რომ ამ ადამიანს ჰყოლია საცოლე, რომლის არსებობაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა... ამ ყოველივეს გამო არაერთი დამცირება ამიტანია და მისი ახლობელ-ნათესავების საყვედურიც, რომლებიც მათ დაშორებას მე მაბრალებდნენ. არადა სინამდვილეში მეც მისი გაურკვეველი ურთიერთობების
ჩვეულებრივი მსხვერპლი ვიყავი.

მოკლედ, ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, ავად თუ კარგად ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ჩემთან ყოფილიყო, ოჯახის წევრებსაც ეჩხუბა, ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ყველანაირად მარწმუნებდა, რომ ჩემს თავს არაფერი ერჩივნა...

ძალიან მალე დაიწყო ისეთი ამბები, რასაც მაშინ იმდენად არ ვაქცევდი ყურადღებას. ბანკებიდან გამომატანინა კრედიტები, ძვირფასი ნივთები ლომბარდში ჩამაბარებინა... რა თქმა უნდა, ეს მუქარით არ ხდებოდა, უბრალოდ მარწმუნებდა, რომ ვალებს დაფარავდა...

თურმე, ეს მხოლოდ ჩემთან არ ხდებოდა - ჩვეულებრივი ჟიგოლო აღმოჩნდა, რომელიც ანგარების მიზნით აბამდა ურთიერთობებს ქალებთან და მეც ერთ-ერთი აღმოვჩნდი...

სამწუხარო ისაა, რომ მიუხედავად იმისა, ნამდვილად ვაცნობიერებდი თანდათან, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო,
მიჭირდა ამის აღიარება, გამიჩნდა უცნაური მიჯაჭვულობა მის მიმართ... მართლა მიყვარდა და მიჭირდა იმაზე ფიქრიც კი, რომ ერთად არ ვიქნებოდით. იმისიც მეშინოდა, რომ ვალებს მარტო ვერ გავუმკლავდებოდი...

ამასობაში გაჩნდა ჩვენი შვილი, უსაყვარლესი გოგონა, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა. ის საუკეთესოა, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი მეორე ნახევარი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა ბავშვის მიმართ, არ იწუხებდა თავს ზრუნვაზე... უფრო მეტიც, ძალადობაზეც გადავიდა და ბავშვის თვალწინაც არ ერიდებოდა ჩემზე ხელის აწევას... საშინელი წლები გავატარე, ახლაც ვერ ვიგებ, რატომ ვიტანდი ამ ყველაფერს...

გამუდმებით ჰქონდა პარალელური ურთიერთობები, თუმცა ამას არასდროს აღიარებდა...

მერე მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი - ჩვენი შვილი მძიმედ დაავადდა და იძულებული გავხდით მასთან ერთად საზღვარგარეთ წავსულიყავით სამკურნალოდ. ნაცნობ-მეგობრები, ახლობელ-ნათესავები - ყველანი ჩაერთნენ ამ საქმეში, შეგვიგროვეს ფული და გაგვიშვეს... მაგრამ ყველაზე ამაზრზენად სწორედ იქ მოიქცა ბავშვის მამა - არც ქალები მოუკლია, არც საყვარლები, ბავშვის სამურნალო და საოპერაციო ფულსაც ქალებს ახარჯავდა... მერე, მე რომ ვამხილე და ძალიან ცუდი საუბარი გვქონდა, საერთოდ წავიდა. წაიღო დარჩენილი ფულიც და დაგვტოვა ასე... 

ახლა არაფერი არ მინდა, მე თვითონ ვუვლი ჩემს შვილს და ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება... უბრალოდ მინდა, სხვა ადამიანებსაც ვუამბო ეს ყველაფერი და ჩემი მაგალითით იცოდნენ, რომ ადამიანი  თუ აღვირახსნილი და თაღლითია, იმას არაფერი გამოასწორებს და არანაირი სიყვარულის გამო არ აიტანოთ ასეთი კაცი".
ლიკა, 28 წლის
707
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```