"შენ შენი უკვე იცხოვრე, ახლა ჩვენ გვაცადეო, ასე მითხრეს შვილებმა... ექიმთანაც აღარ მივყავარ..."
"შენ შენი უკვე იცხოვრე, ახლა ჩვენ გვაცადეო, ასე მითხრეს შვილებმა... ექიმთანაც აღარ მივყავარ..."
მატერიალური თუ ყოფითი პრობლემების გამო უამრავი მოხუცი შენატრის შვილებისა და ახლობლების მზრუნველობას. ისინი სიბერის ჟამს მომეტებულად განიცდიან ყურადღების დეფიციტს და ამის გამო ძალიან დამწუხრებულნი არიან. ამ ყველაფერზე განსაკუთრებულად მას შემდეგ დავფიქრდი, რაც ამ ქალბატონის ნაამბობი მოვისმინე. ერთად ვიმგზავრეთ საკმაოდ გრძელ გზაზე, გულახდილად მიამბო თავისი ამბავი და თან მთხოვა, გამომექვეყნებინა, რომ სხვებსაც გაეგოთ და გაეთვალისწინებინათ:

"- ყველასგან მიტოვებულს, სიკვდილიც რომ დაგივიწყებს, ეს ყოფილა უდიდესი სასჯელი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ოჯახზე ზრუნვას
და შვილების მომავალს შევწირე. არ მეგონა, გაფიქრებითაც კი არ გამიფიქრია, რომ ასე გამიმეტებდნენ. აქამდე წუწუნით და ხმამაღალი ტონით მიმანიშნებდნენ, რომ ჩემი ავად ყოფნა რა მოსატანია, ხმა როგორ უნდა ამოვიღო, 78 წლის ქალს ჯანმრთელობაზე როგორ უნდა მქონდეს პრეტენზია... შენ შენი იცხოვრეო და ახლა ჩვენ გვაცადეო, უამრავი პრობლემა გვაქვს და შენთვის არ გვცალიაო... არადა მათ არაფერს ვთხოვ, ჩემი პენსიით ვყიდულობ წამლებს, სიბრმავე მერჩის, თვალებში ვეღარ ვიხედები, მებინდება, სათვალე რაც გამომიწერეს, უკვე აღარ მარგია. გუშინ ამოვიოხრე, ვინმე კარგ ექიმთან წამიყვანეთ-მეთქი. ერთმანეთს დაუწყეს შვილებმა ყურება, სახლში რომ მყავს იმან, გათხოვილ გოგოს დაურეკა, შენც შვილი ხარ და შენ უნდა მიხედოო, იმან არ ვიცი რა უპასუხა, მაგრამ პატრონი საბოლოოდ
არავინ გამომიჩნდა...
გამუდმებით მსაყვედურობენ, ხან რას მახსენებენ, ხან რას, თითქოს უნდათ, თავი დამნაშავედ ვიგრძნო და მათ არაფერი მოვთხოვო. რძალიც ისეთი კარგი გოგო ჩანდა, რომ მოვიდა ჩვენს ოჯახში, ახლა ვგრძნობ, მისთვისაც ზედმეტი ტვირთი ვარ. გული მისკდება, არ ჩავვარდე და მოსავლელი არ გავხდე, არ ვიცი, რა დღეში ჩამაგდებენ. მარტო დღესასწაულებზე დამაყენებენ სუფრის ცენტრში და ფოტოებს იღებენ ჩემთან, ან ნათესავების თვალწინ დაიწყებენ ჩემს დღეგრძელობას... ისე, არავის ვუნდივარ. შვილიშვილებიც მშობლების ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას რომ ხედავენ, დიდად თავს არ იწუხებენ ჩემთვის, მებუზღუნებიან, სიტყვას მიბრუნებენ... ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ნეტა ჩემი მეუღლე ყოფილიყო ცოცხალი, ის არავის დააჩაგრინებდა ჩემს თავს...
არადა, თავისი ქნეს სანამ არ წამიყვანეს იურისტებთან და ანდერძი არ შემადგენინეს, ახლა იმას ვნატრობ, თვალისჩინი ცოტა დამიბრუნეს, ისევ ავიღებ იმ ანდერძს და არაფერს აღარ დავუტოვებ არც ერთს... ჩემს ობოლ ძმისშვილს დავუტოვებ ყველაფერს. პატრონი მე მინც არავინ გამომადგა და უფალი მაინც დაინახვს ჩემს სიკეთეს..."

altმარტო მცხოვრები მოხუცი დედის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც აგატირებთ...


17027
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ხათუნა
3
natnat-ს ეტყობა არ გაგიგონიათ, "თუ ბუნებამც არ უშველაო" . მისი შვილებისთვის კი ბუნებას მართლაც არ აქვს ნაშველი. დედამ უმწეო არსებიდან, შექმნა ადამიანი და და ეს თავისით არ ხდება. ამაში დედის ამაგია ჩადებული. სიამოვნებით ვნახავდი თქვენი შვილები როგორ გადაგევლებიან თავს
10:49 / 17-05-2019
natnat-ს
1
ეტყობა ახალგაზრდა ხარ და ტვინში გიქრის. ნებისმიერ დედას უდიდესი ამაგი აქვს შვილების წინაშე. ჯერ ერთი აბორტი არ გაუკეთებია და ამ ქვეყანას მოავლინა, გაზარდა, სულ რომ არაფერი ურეცხავდა, უუთოებდა, აჭმევდა და დიდ ენერგიას ახარჯებდა. ამაზე მეტი რა უნდა შეექმნა? ღმერთმა განგსაჯოს და დაგსაჯოს.
17:42 / 18-04-2019
მსგავსი სიახლეები
```