"ახალგაზრდებმა ბავშვის აღზრდა არ იცით, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ არ დაგიჯერებს..." - მეტროში მომხდარი ამბავი
"ახალგაზრდებმა ბავშვის აღზრდა არ იცით, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ არ დაგიჯერებს..." - მეტროში მომხდარი ამბავი
არაერთხელ დაგვიწერია იმ დედების ტკივილზე, ვისაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ერთად მგზავრობისას აგრესია და დამცირება გადაუტანია. ზოგჯერ ასეთი ბავშვები გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან დანარჩენებისგან, თუმცა მათი თავისებური ქცევა გაუგებარია საზოგადოების ნაწილისთვის. არადა, ამ პატარებს, მათ მშობლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება და მხარში დგომა.
სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ამ წერილს, რომელიც ჩვენმა მკითხველმა - სოფი ცომაიამ გამოგვიგზავნა. მას და ბუნებრივია, ჩვენც, გვინდა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ყველა, სანამ თავისი უტაქტო განცხადებებით გულს ატკენს ისედაც ბევრი
პრობლემით გულდამძიმებულ დედას:
"დღეს მეტროთი მგზავრობისას ახალგაზრდა დედამ ატირებული ბავშვი შემოიყვანა ვაგონში, სკამზე დასვა, მაგრამ ამაოდ, ბავშვი არ ისვენებდა, რაღაცას ითხოვდა და ძირს გორავდა...  დედა მოთმინებით ცდილობდა სკამზე დაესვა, ბავშვი კი აგრძელებდა გაბმულ ტირილს.
გვერდით მჯდომმა, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალბატონმა ზიზღნარევი ხმით მიმართა:
- ასეთები ხართ დღევანდელი ახალგაზრდები... აღზრდა არ იცით შვილის, ერთი კარგად მისცხე ან მოქაჩე თმა და ნახე, თუ გაიმეოროს... ამ თქვენმა ვითომ თანამედროვე მიდგომებმა გააფუჭეს ბავშვებიო.
ამ ქალბატონს ვთხოვე, ადგილს გაგიცვლით, თუ წუხდებით-თქო. "მე რატომ უნდა ავდგე, ამ გოგოს რომ ნამუსი ჰქონდეს, ჩაიყვანდა ამ თავხედსო".
არადა, ბავშვს ეტყობოდა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო და ამავდროულად - აღელვებული.

ეს ქალბატონი რომ არ
გაჩერდა, მგზავრების უმრავლესობამ ხმა ამოიღო, ვეცადეთ მისთვის აგვეხსნა, რომ ასე არ შეიძლება, რომ დედა ისედაც განიცდის და არ არის საჭირო მისთვის შენიშვნების მიცემა და მით უმეტეს, ასეთი მენტორული ტონით საყვედურების თქმა... საბედნიეროდ, ბევრნი ვიყავით, ვინც ამ სიტუაციაში დედის მხარე დაიჭირა...

ბავშვის დედამ ჩასვლისას შეხედა ქალს და მშვიდი ტონით უთხრა:
- ქალბატონო, ეს ადამიანი გაიზრდება, თქვენ კი ეგეც არ ხართო...
3519
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამუნა
0
არ მიყვარს ხოლმე , ამაზრზენ ადამიანებს საკადრისი პასუხი გავცე , მაგრამ ყოჩაღ დედას , სწორი ითქვამს. “ქალბატონისთვის”. მაცოფებს. უშვილო , ან კიდევ ასაკოვანი ადამიანები მონდომებით რომ ასწავლიან დედებს შვილების აღზრდას , სამი შვილი მყავს სამივე განსხვავებულდ იქცევა საზოგადოებაში , სამივე ინდივიდია დ მე ბედნიერი დედა ვარ მათით , მახარებს მათი ყურება , მათით გათენებული და დაღამებული თითოეული დღე დააა ვერავინ მეტყვის რაა და როგორ ვასწავლო ჩემს შვილებს , არავის ჩემზე მეტად არ უნდა მათთვის კარგი , და არავინ წუხს მათ ცუდზე ისე როგორც მე, გვაცადეთ ბატონებო ჩვენი შვილების გაზრდა . გვაცადეთ ჩვენი წილი შეცდომების დაშვება, გვაცადეთ
18:36 / 03-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```