ნეტავ სად იყვნენ მაშინ, მე რომ ჩემმა ქმარმა მომიტაცა, მაშინაც დამნაშავე ვიყავი? დამტოვეს ადამიანთან, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, რა სწყინდა, რა უხაროდა, 19 წლის გოგო ავღმოჩნი იქ, სადაც არაფერი მეკითხებოდა, არაფერი მევალებოდა მორჩილების გარდა. გავიდა წლები და არც ჩემი ქმრისთვის ვიყავი სასურველი ცოლი - ახლა ვფიქრობ, რომ საერთოდაც ყოფილი შეყვარებულის ჯიბრზე მომიტაცა... ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ მე მისი სიახლოვეც კი მაღიზიანებდა.
მალე გაიჩინა საყვარელი, არც მალავდა, მისმა მშობლებმაც მიიღეს ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად, კაცია და აბა, რას იზამსო. ერთხელ ვუთხარი, არ ჯობია, გავეყაროთ ერთმანეთს და გყავდეს, ვინც გინდა-მეთქი. გაიცინა და მითხრა, სად უნდა წახვიდე, ვის უნდა მიადგეო კარებთან, მეტი არ მინდა, გამიბოზდეო.
მაშინ მეც სხვა გზა ვერ ვნახე და ვიტანდი მის ასეთ დამცირებას, საყვარელთან "გულავს" კურორტებზე, კაფეებში, ბარებში. ასე გავიდა ათი წელი, ვზრდიდი ჩემს ერთადერთ ვაჟს და აღარ მქონდა ნერვი ქმრის ოჯახის წევრებთან საუბრის - ისინი ყველაფერს მე მაბრალებდნენ, არ შეიყვარე და რა გეგონა, ქალს არ შეხედავდაო?!
ქმარს არ მოუკლია თავი ხვეწნით, უბრალოდ დამემუქრა, შვილს მოუარე, სხვისკენ გახედვა არ გაბედოო.
განქორწინებიდან ორი წლის თავზე საცხობის ბუღალტერი გავიცანი. კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ქვრივი იყო, მარტო ზრდიდა შვილს. ძალიან ზრდილობიანი და თავზიანი იყო. ჩემ მიმართ ყურადღებას რომ იჩენდა, მრცხვენოდა, მაგრამ აქამდე არასდროს მიგრძნია მამაკაცისგან ასეთი ზრუნვა და სითბო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მასთან ურთიერთობა დავიწყე.
ერთხელ სახლში მიმაცილა და ბავშვმა ნახა. როგორც ჩანს, ყოფილი ქმრის ოჯახს "დაკითხვაზე ჰყავდა" ჩემი შვილი და ბავშვს უთქვამს, დედა ვიღაცას ხვდებაო... ამის შემდეგ ჩვეულებრივი ბრძოლა დაიწყეს... იმდენი ქნეს, შვილი ამიმხედრეს...
ერთხელ ბავშვი ზის და არაფერს ჭამს, ყველაფერს მიპროტესტებს, რომ არ მოვეშვი, მიყვირა, გაბოზდიო? - აი, ეს იყო ყველაზე საშინელი მოსასმენი. აი, მაშინ მივხდი, რომ საქართველოში ქალად ყოფნა და საკუთარი ცხოვრების მოწყობა ყოფილა თურმე დანაშაული. ალბათ დავაშავე, ჩემს შვილს რომ არ გაუგია, როგორ მირტყამდა მამამისი, როგორ დადიოდა მისი მამა საყვარელთან, როცა მე მას სიცხიანს ვუვლიდი, რატომ არ დადიოდა სკოლაში მის ზეიმებზე და რატომ არ იყო ჩვენ გვერდით არასდროს, როცა გვჭირდებდა და ახლა თურმე მე ვყოფილვარ ბოზი... სად იყო ჩემი დედამთილი მაშინ, როცა მისი შვილი საყვარლებს თითებზე ითვლიდა ჩემს თვალწინ. მე არ მაქვს ცხოვრებსი გაგრძელების უფლება? რატომ ამიმხედრეს შვილი?"
"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..."