გამოცდილებამკითხველების ამბები
"საყვარლებთან "მოგულავე" ქმართან დაშორების შემდეგ, მეგობარი კაცი რომ გავიჩინე, შვილი ამიმხედრდა..."
"საყვარლებთან "მოგულავე" ქმართან დაშორების შემდეგ, მეგობარი კაცი რომ გავიჩინე, შვილი ამიმხედრდა..."
სერიალის მოყვარული ქალბატონები, რომლებიც "ჩემი ცოლის დაქალების" აქტიური მაყურებლები არიან,  ერთ-ერთი გმირის მაკას ამბავს, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუსაჯაროეს,  სოციალურ ქსელებში მკაცრად აკრიტიკებენ.  ამ ამბავს თავისი ამბით გამოეხმაურა ჩვენი  ერთ-ერთი მკითხველი და თავის შესახებ მოგვიყვა. რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვით გვთხოვა, რომ გამოგვექვეყნებინა მისი ისტორია.
"ცოლ-ქმრის ურთიერთობა წესით არავის გასარჩევი თემა არ უნდა იყოს, რადგან ეს არის ორი ადამიანის საქმე და როგორც წესი,  სხვები ყოველთვის ზედმეტები არიან თავიანთი ბრძნული აზრებით,
თან საქართველოში ქალის მიწასთან გასწორებას არაფერი უნდა... მას ყოველთვის მეტი მოეთხოვება.

ნეტავ სად იყვნენ მაშინ, მე რომ ჩემმა ქმარმა მომიტაცა, მაშინაც დამნაშავე ვიყავი? დამტოვეს ადამიანთან, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, რა სწყინდა, რა უხაროდა, 19 წლის გოგო ავღმოჩნი იქ, სადაც არაფერი მეკითხებოდა, არაფერი მევალებოდა მორჩილების გარდა. გავიდა წლები და არც ჩემი ქმრისთვის ვიყავი სასურველი ცოლი - ახლა ვფიქრობ, რომ საერთოდაც ყოფილი შეყვარებულის ჯიბრზე მომიტაცა... ალბათ იმასაც გრძნობდა, რომ მე მისი სიახლოვეც კი მაღიზიანებდა.

მალე გაიჩინა საყვარელი, არც მალავდა, მისმა მშობლებმაც მიიღეს ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად, კაცია და აბა, რას იზამსო. ერთხელ ვუთხარი, არ ჯობია, გავეყაროთ ერთმანეთს და გყავდეს, ვინც გინდა-მეთქი. გაიცინა და მითხრა,
სად უნდა წახვიდე, ვის უნდა მიადგეო კარებთან, მეტი არ მინდა, გამიბოზდეო.

მაშინ მეც სხვა გზა ვერ ვნახე და ვიტანდი მის ასეთ დამცირებას, საყვარელთან "გულავს" კურორტებზე, კაფეებში, ბარებში. ასე გავიდა ათი წელი, ვზრდიდი ჩემს ერთადერთ ვაჟს და აღარ მქონდა ნერვი ქმრის ოჯახის წევრებთან საუბრის - ისინი ყველაფერს მე მაბრალებდნენ, არ შეიყვარე და რა გეგონა, ქალს არ შეხედავდაო?!
ერთ დღესაც ამომივიდა ყელში და ჩემი დაქალის საცხობში გადავწყვიტე მუშაობის დაწყება კონდიტერად. გააპროტესტეს, მაგრამ აღარ დავუჯერე არავის, მერე ცხობაც ვისწავლე ნამცხვრების და 600 ლარამდე შემოსავალი რომ გამიჩნდა, გადავწყვიტე ქმრის ოჯახიდან წამოსვლა. ბავშვიც წამოვიყვანე და ქირით გადავედი. მაწიოკებდნენ, ბავშვის წართმევით მემუქრებოდნენ, მამაჩემიც დამემდურა, ეს როგორ ქენიო. ყველაფერი ადარდებდათ თითქოს და არავის უფიქრია, როგორი უბედური წლები მქონდა.

ქმარს არ მოუკლია თავი ხვეწნით, უბრალოდ დამემუქრა, შვილს მოუარე, სხვისკენ გახედვა არ გაბედოო.

განქორწინებიდან ორი წლის თავზე საცხობის ბუღალტერი გავიცანი. კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ქვრივი იყო, მარტო ზრდიდა შვილს. ძალიან ზრდილობიანი და თავზიანი იყო. ჩემ მიმართ ყურადღებას რომ იჩენდა, მრცხვენოდა, მაგრამ აქამდე არასდროს მიგრძნია მამაკაცისგან ასეთი ზრუნვა და სითბო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და მასთან ურთიერთობა დავიწყე.

ერთხელ სახლში მიმაცილა და ბავშვმა ნახა. როგორც ჩანს, ყოფილი ქმრის ოჯახს "დაკითხვაზე ჰყავდა" ჩემი შვილი და ბავშვს უთქვამს, დედა ვიღაცას ხვდებაო... ამის შემდეგ ჩვეულებრივი ბრძოლა დაიწყეს... იმდენი ქნეს, შვილი ამიმხედრეს...

ერთხელ ბავშვი ზის და არაფერს ჭამს, ყველაფერს მიპროტესტებს, რომ არ მოვეშვი, მიყვირა, გაბოზდიო? - აი, ეს იყო ყველაზე საშინელი მოსასმენი. აი, მაშინ მივხდი, რომ საქართველოში ქალად ყოფნა და საკუთარი ცხოვრების მოწყობა ყოფილა თურმე დანაშაული. ალბათ დავაშავე, ჩემს შვილს რომ არ გაუგია, როგორ მირტყამდა მამამისი, როგორ დადიოდა მისი მამა საყვარელთან, როცა მე მას სიცხიანს ვუვლიდი, რატომ არ დადიოდა სკოლაში მის ზეიმებზე და რატომ არ იყო ჩვენ გვერდით არასდროს, როცა გვჭირდებდა და ახლა თურმე მე ვყოფილვარ ბოზი... სად იყო ჩემი დედამთილი მაშინ, როცა მისი შვილი საყვარლებს თითებზე ითვლიდა ჩემს თვალწინ. მე არ მაქვს ცხოვრებსი გაგრძელების უფლება? რატომ ამიმხედრეს შვილი?"
ნანა, 35 წლის.

alt"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..."


altროგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს?

ბეჭდვა
```