"პირველად დავტოვე ბავშვი 1 კვირით და კინაღამ გავგიჟდი... წარმოვიდგინე, როგორია წლობით შვილის გარეშე..."
"პირველად დავტოვე ბავშვი 1 კვირით და კინაღამ გავგიჟდი... წარმოვიდგინე, როგორია წლობით შვილის გარეშე..."
"მინდა ჩემი პატარა გამოცდილების შესახებ გიამბოთ, რომელიც სულ ახლახან გადამხდა თავს, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში და იმდენად დატვირთული ვარ ემოციებით, მომინდა ეს სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

10 წელია გათხოვილი ვარ. მე და მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ თავიდანვე. ჯერ კიდევ სტუდენტებმა ვიქორწინეთ, თუმცა სანამ პატარა გამიჩნდებოდა, სწავლის დამთავრება მოვასწარი. მერე კი, როცა ჩემი ლუკა გაჩნდა, მთლიანად მას მივუძღვენი ჩემი დრო და ენერგია.
შემიძლია ვთქვა, რომ 3 წლამდე, სანამ ბაღში წავიყვანდი, ლუკა იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ახლანდელი გადმოსახედიდან, მეტისმეტიც მომივიდა. პრაქტიკულად, ქმარსაც აღარ
ვაქცევდი ყურადღებას, ისე ვიყავი ბავშვით მოცული თავიდან ბოლომდე - მასთან ერთად ვიძინებდი, ღამეც კი არ შემეძლო უმისოდ ყოფნა. ახლა ვფიქრობ, დიდი მოთმინება ჰქონდა ჩემს ქმარს, რომ ამ ჩემს ჰიპერმზრუნველობას ბავშვის მიმართ და სრულ უყურადღებობას მის მიმართ, მოთმინებით ეკიდებოდა. იმდენად დიდი იყო ის პასუხისმგებლობა, რაც გავაცნობიერე ბავშვის დაბადების შემდეგ, მეგონა, წამით არ უნდა დამეტოვებინა მარტო. ღამით გვერდით ვეწექი და პრაქტიკულად ვერ ვიძინებდი - სულ მის სუნთქვას ვუსმენდი... 
mshoblebi
დადგა დრო და ლუკა ბაღში მივიყვანე. რასაკვირველია, პირველი ორი კვირა ორივე ვტიროდით... მაგრამ ამ დროსაც ამომიდგა გვერდით მეუღლე, მამხნევებდა, მამშვიდებდა, მერე სამსახურის დაწყებაშიც დამეხმარა და ნამდვილად გადაგვარჩინა
მეც და ლუკაც. ზედმეტი არაფერი ვარგა, სიყვარულიც კი... ახლა ვფიქრობ, რომ ბავშვს ლამის ვახრჩობდი ჩემი ზედმეტი მზრუნველობით და კარგზე მეტს ცუდს ვუკეთებდი, დამოუკიდებლობას ვართმევდი... კარგია, რომ ამან დროზე გამიარა და დროულად მიშველა ჩემმა მეუღლემ.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე სამსახურში - ჩემი მომავალი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდებოდა ვენაში და ერთი კვირით მაგზავნიდნენ სამსახურიდან. ისეთი მომხიბვლელი წინადადება იყო, ამაზე ასე მარტივად უარი ვეღარ ვთქვი. აქამდეც ბევრჯერ მქონია შემოთავაზებები, მაგრამ სულ უარს ვამბობდი - ლუკა უჩემოდ არასდროს დამიტოვებია... 

მოკლედ, ერთ დღესაც ჩავალაგე ბარგი და წავედი, ოღონდ იცით როგორ? მთელი კვირის გამოსაცვლელი ტანსაცმელი, რიგითობის მიხედვით დავუკიდე საკიდებზე ჩემს დედამთილს, რა უნდა ჩაეცმია ჩემს არყოფნაში, გავაფრთხილე ლუკას დამრიგებელი, რომ მაქსიმალურად ყურადღებით ყოფილიყო და ონლაინ მუდმივად ჰქონოდა ჩემთან კონტაქტი სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ.

თითქოს ყველაფერი მოვაგვარე და წავედი. თუმცა თვითმფრინავში რომ დავიწყე ნერვიულობა, უკან დაბრუნებამდე არ გამნელებია ეს განცდა. სავსებით გაცნობიერებული მქონდა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს ცუდია ბავშვისთვის, პირველ რიგში, მაგრამ თავი ხელში ვერ ავიყვანე, ჩვეულებრივი ისტერიკა დამემართა. კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს რაღაც ემართებოდა ბავშვს უჩემოდ... გამუდმებით ვფიქრობდი იმ დედებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იძულებულნი არიან, შვილისგან მოშორებით წლობით იცხოვრონ. წარმოუდგენელი ტანჯვა და წამებაა ეს... და არ მგონია, ვინმე ამას ეჩვეოდეს. უბრალოდ შეიძლება არ გამოხატავდეს, დარწმუნებული ვარ, მათ გულებში არანაკლები ცეცხლი ტრიალებს...
woman praying gif-ის სურათის შედეგი
თბილისში ყოფნისას, როცა სამსახურიდან შინ მოსულს რამის წამოღება დამავიწყდება ან უქმეებზე სახლიდან გასვლა არ მინდა, ხშირად ვსარგებლობ ონლაინ მაღაზია MoMitane.ge-ის მომსახურებით. იქაც გამახსენდა, რომ შემეძლო MoMitane.ge-ს მეშვეობით კარგი რამე მომეფიქრებინა. ყოველდღე ვუკვეთავდი მათ რაიმე ისეთს, რაც ლუკას გაახარებდა - განსაკუთრებულ საუზმეს, სათამაშოს, საკანცელარიო ნივთებს, რომლებსაც დილას სკოლისკენ მიმავალს უცებ დაახვედრებდნენ ხოლმე და როგორც მერე მამამისი მიყვებოდა, ბავშვი უბედნიერესი იყო...  

ერთი კვირა რაღაცნაირად გავიდა. ერთი სული მქონდა, ლუკა მენახა. რომ ჩამოვედი, გიჟივით ვეცი, ისე გამიხარდა მისი ნახვა. მან კი "სასიხარულო" ამბავი დამახვედრა - საზაფხულო ბანაკში უნდა წავიდე სკოლიდან, ორი კვირითო... გაოგნებულმა შევხედე მამამისს, რომელიც ორაზროვნად იღიმოდა. მერე ლუკას - რომელიც ძალიან ბედნიერი იყო ამ ახალი ამბით და მივხვდი, რომ ეს ჩემთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება, რომელსაც აუცილებლად გადავლახავ და ნელ-ნელა იმასაც გავაცნობიერებ და შევეგუები, რომ ეს პატარა ბიჭი არავისი საკუთრება არაა, ჩემიც კი, რომ ის თავისუფალი ადამიანია, თავისი ცხოვრებით და შვილის დაბადებით შენი პირადი ცხოვრება არ მთავრდება".

თამუნა, 30 წლის
2929
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
დედა
1
ოსტატურად ჩართეს რეკლამაც, თორემ ერთი სულელი ქალის მონათხრობია, მეტი არაფერი. ვის არ უყვარს თავისი შვილი! ვიყვიროთ ყველამ ამის შესახებ?
19:09 / 20-04-2019
დედა
2
რეკლამაა ჩვეულებრივი, ზღაპარია. ლუკა არა კვახი.
11:24 / 20-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```