"ჩემი დედამთილისთვის "სვეცკი" რძალი ვარ და "ზედმეტი მომდის", მაგრამ მის მანკიერ ჩვევებს ჩემი შვილების ფსიქიკას ვერ შევწირავ"
"ჩემი დედამთილისთვის "სვეცკი" რძალი ვარ და "ზედმეტი მომდის", მაგრამ მის მანკიერ ჩვევებს ჩემი შვილების ფსიქიკას ვერ შევწირავ"
ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი ქალისთვის ახალ გარემოსთან შეგუება პრობლემების სათავე ხდება. ოჯახის შექმნის შემდეგ ახალ გარემოში ცხოვრება და ახალ წესებთან შეგუება მარტივი სულაც არ არის. მითუმეტეს თუ სახლში ქმრის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობ და მათთან ურთიერთობას ვერ გაექცევი. სხვადასხვა ოჯახში აღზრდილი ადამიანები ხშირად განსხვავებული ჩვევებისა და წესების გამო კამათობენ. სწორედ ამ თემაზეა ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის წერილიც.

"22 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. საყვარელ ადამინს ცოლობაზე უარს იმიტომ ხომ ვერ
ვეტყოდი, ცალკე საცხოვრებელი რომ არ ჰქონდა, ვფიქრობდი, ორივე ვიმუშავებდით, მშობლებიც დაგვეხმარებოდნენ და დადგებოდა ჩვენი მარტო ცხოვრების დროც, თუმცა ეს ოცნება, ვეჭვობ, ოცნებად დარჩება, რადგან ბინის საყიდელ ფულს ვერადა ვერ მოვაბით თავი. ორი ბავშვი მყავს და 6 ადამიანი ვცხოვრობთ ოროთახიან ბინაში. ახლა რასაც ვწერ, იმდენად არ ეხება ჩვენს მატერიალურ მდგომარეობას, რამდენადაც იმ მანკიერ თვისებებს და ჩვევებს, რომელსაც უფროსები პატარა ბავშვების მიმართ იჩენენ. ძალიან რთულია, როცა საკუთარი შვილების აღზრდისას თავს გახვევენ თავიანთ მოძველებულ მეთოდებს, რაც ჩემს დედამთილს მომეტებულად ახასიათებს. მუდმივი რჩევა, რა ჩავაცვა ბავშვს, თმები შევჭრა თუ არ შევჭრა, რა ვაჭამო, ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვითმენდი, როცა ბავშვები ჩვლები მყავდნენ, მოსულ ნათესავებს
სათითაოდ ანახებდა გაშიშვლებულ ბავშვებს და ტაკოებზე ეფერებოდა, თითქოს მხოლოდ ეს გზა იყოს სიყვარულის გამოხატვისთვის საუკეთესო. ყველაზე მწვავე რეაქცია მაქვს, როცა ბავშვებს აშიშვლებენ და ფოტოებს უღებენ, სწორედ ამიტომ ვიჩხუბეთ პირველად. ჩემმა მულმა ფეისბუქზე ატვირთა ჩემი შვილის შიშველი ფოტოები. დედამისს რომ არ ესმის გასაგებია, ჩამორჩა დროს, ის ხომ მაინც ახალგაზრდაა, თან ჩემს შვილებზე მე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, თუ მათ?! რომ წამოიზარდნენ, ნათესავებს დასანახად მოსთხოვეს ბავშვებს ნიჭის გამოვლენა, აბა იმღერე, იცეკვე, ლექსი ხმამაღლა თქვი... უფროსი ბიჭი ლუკა, ისე დამიკოპლექსეს, სკოლაში ორო წელი ხმას არ იღებდა და არ აქტიურობდა. თან ბავშვები ერთმანეთს დაუპირისპირეს - აი, სალომე რა ყოჩაღია, ცეკვავს, ბებოს გულს ახარებსო. ვერ გავგებინე, რომ ბავშვები ინდივიდუალურები არიან და მათ ფსიქიკაზე ზეწოლა არ შეიძლება. იმაზე აღარაფერს ვამბობს, როგორ უნდა იქცნენ ჩემი შვილები ნასვამი მამათილის გასართობ კლოუნებად. გასაოცარი კი ის არის, რომ ჩემს ქმარს ეს არ აწუხებს.

როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, მაგრამ, ჩემთვის მიუღებელია საწოლზე წამოგორებული ტიტველი ბავშვისთვის ფოტოების გადაღება, სხვების დასანახად პატარების სურვილებზე ძალადობა და დედისთვის ჭკუის სწავლება, როგორ გაზარდოს შვილი. მართალია, ჩემი დედამთილისთვის, "სვეცკი" რძალი ვარ და "ზედმეტი მომდის", მაგრამ მის მანკიერ ჩვევებს ჩემი შვილების ფსიქიკას ვერ შევწირავ.

ანა, 30 წლის.
12524
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
15
თქვენც გახდებით დედამთილები
14:15 / 21-04-2019
ქალი
2
ძლალია ძნელია დიდი ოჯახი, არ არის ჩვენთან საშუალება თორემ ყველამ ვიცით რომ ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვრონ. მეც ცალკე ვიცხოვრე რომ გავთხოვდი და ბედნიერადაც გავატარე ცხოვრება. ეხლა რძალი სახლში მყავს, არ მინდა მაგრამ სხვა გზა არაა. რატომ უნდა შევზღუდოთ ერთმანეთი, რატომ ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს, უბრალოდ ფული არ არის რომ ცალკე იცხოვრონ,ვეს ოხერი ფულიიიიი.
11:33 / 20-04-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```