"საკუთარმა დედამ ისე დამწყევლა, გამანადგურა..." - რამდენად საშიშია დედის წყევლა და რატომ წყევლიან დედები შვილებს
"საკუთარმა დედამ ისე დამწყევლა, გამანადგურა..." - რამდენად საშიშია დედის წყევლა და რატომ წყევლიან დედები შვილებს
წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.
მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არც ერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, არც ისე დიდი ხნის წინ შეეხო ამ მტკივნეულ და აქტუალურ თემას: "არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს"...

სამწუხაროდ, დღესაც საკმაოდ ხშირია, როცა დალოცვის მაგივრად მშობლები შვილებს წყევლიან -
შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად. ზოგჯერ შვილი ისეთი შეჩვეულია ამას, რეაქციაც არ აქვს, ზოგიერთები კი ძალიან მწვავედ განიცდიან.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაიჩივლეს უკვე ზრდასრულმა ქალბატონებმა, დღეს უკვე ტავად მშობლებმა წყევლის შესახებ:

  • "ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და მინდა გავუზიარო ვინმეს. ფარულად ვწერ იმიტომ, რომ ამას ვერავისთან ვიტყვი. საკუთარმა დედამ ისე დამწყევლა, ვერც აღგიწერთ. შვილები მყავს და შვილებიანად... გამწარებულია და ცხელ გულზე საშინელებები მითხრა. მსგავსი წყევლა ცხოვრებაში არ გამიგია ან საიდან მოიტანა. შოკში ვარ... გამანადგურა"...
  • "სულ.წყევლაში გავიზარდე, მაგრამ კი ვარ აგერ. აცადე, დაწყნარდება და მოინანიებს.დედაზე მეტად არავის უნდა შვილისთვის და შვილიშვილებისთვის კარგი".
  • "ასე მწყევლიდა დედაჩემი ბავშვობიდან და კი მაქვს ცხოვრება დანგრეული... რომ შემეძლოს, ენას ამოვგლეჯდი. მე თვითონ მყავს ახლა პატარა შვილი და ვერ ვხვდები, ისე როგორ უნდა გამაბრაზოს, რომ ენა მომიტრიალდეს და საკუთარი შვილი ამხელა სიბოროტისთვის გავიმეტო... როგორც ლოცვა, ისე წყევლაც ძლიერია დედის..."
  • "შვილებიანიც დამწყევლა. ძალიან მეწყინა, არაა სასიამოვნო. ძალიან ცუდი ჩვევაა და დიდი ცოდვა, მაგრამ რას ვიზამ... კარგად მყავდეს,დიდხანს მიცოცხლოს უფალმა. ახლა ისე დაგვაშორა ცხოვრებამ ნეტა წელიწადში ერთხელ მნახოს, და რაღას დამწყევლის.მენატრება ჩემი დედიკონა."
  • "დედაჩემი სულ მწყევლიდა,შენ არ მოხვედი სახლშიო, და არ უსრულდებოდა, ხუთ წუთში სახლში ვიყავი... კიდევ - შენ არ მოგცა ბედიო, ახლა უბედნიერესი ვარ, ამიტომ გავა დრო და სასაცილოდ მოგეჩვენება. ახლავე მიდი, სანამ ცოცხალი გყავს ჩაეხუტე გულში, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, ბოდიში მოუხადე და უთხარი, რომ ძალიან გიყვარს, ის წყევლა ლოცვად გადაიქცევა".~

 

იხილეთ ნამდვილი, დამაფიქრებელი ამბები დედის წყევლაზე: 

altწყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ტრაგედია... - რატომ არ უნდა დავწყევლოთ არავინ


8050
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
როორ უდა მოგიბრუნდეს დედას ენა შილიმ დაწყევლო ამას ვერასდროს გავიგებ რაც არ უნდა გაგამწაროს შვილმა როგორ უნდა დაწყევლო, ცემი შვილი ისე მამწარებს წლებია არ მელაპააკება მარა მხოლოდ ვლოცავ და ვლოცულობ რომ კარგად იყოს და თუ უნდა სულ ნუ მნახავს! ამინ! რომ მუდამ კარგად იყოს ჯანმრტელი და ბედნიერი ჩემი ალიოშა
23:21 / 13-09-2019
mariana
0
წყევლა არ ვიცი,მაგრამ იტყვიან წყევლა მწყევლელისაააო!!არა მგონია რომ გაჭრას და დედებს ნუ აბრალებთ თქვენს წარუმატებლობას!!!
22:57 / 26-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?